რა გართულებები ვლინდება კანზე რუჯის შემდგომ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა გართულებები ვლინდება კანზე რუჯის შემდგომ?

კანზე წარმოქმნილი არაერთი სიურპრიზი აღმოაჩინა. რუჯის შემდგომ პრობლემებზე ექიმი-დერმატოლოგი თინათინ ღიბრაძე გვესაუბრება.

საუკუნეების მანძილზე ფერმკრთალი კანი რჩეულთა მთავარ ღირსებას წარმოადგენდა, თუმცა ჩვენს დროში ლამაზი რუჯი მიმზიდველობასა და ჯანმრთელობასთან ასოცირდება. სიცოცხლე დედამიწაზე დამოკიდებულია მზის სითბოსა და სინათლეზე. მზე და მზიანი დღეები ყოველთვის ასოცირდება ზღვასთან, გარუჯვასა და სასიამოვნო დასვენებასთან. რუჯს ხშირად ჯანმრთელობის, აქტიური სპორტული ცხოვრების სიმბოლოდ მიიჩნევენ. ოქროსფერი, შოკოლადისფერი რუჯი სხეულს უფრო ლამაზ და მომხიბვლელს ხდის. მზის სხივების დადებითი გავლენა ადამიანის ორგანიზმსა და მის გუნება-განწყობილებაზე მეცნიერულად არის დასაბუთებული. იგი ხელს უწყობს ვიტამინი D3-ს პროდუქციას , რომელიც თრგუნავს სიმსივნური უჯრედების ზრდას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და დაცვით მექანიზმებს, ახდენს ოსტეოპოროზის პრევენციას, ებრძვის დეპრესიას და სტრესს.

რუჯი არის ორგანიზმის პასუხი, დამცველობითი რეაქცია მზის ულტრაიისფერ სხივებზე. მზის სხივების გავლენით მელანოციტებში ხდება მელანინის სინთეზის სტიმულირება , რაც კანის გამუქებას იწვევს, და მას რუჯს უწოდებენ. ადამიანის კანის ფერს ყავისფერი პიგმენტი მელანინი განაპირობებს, რომლის გარეშეც კანი იქნებოდა ფერმკრთალი, თეთრი. თეთრკანიანებში მელანინი ძალზე მცირე რაოდენობით გამომუშავდება, მუქი კანის შემთხვევაში საშუალო რაოდენობით, ხოლო შავკანიანებში კი ჭარბად. თუმცა ხშირად არასწორად მიღებული რუჯის შედეგად ვიღებთ კანის სხვადასხვა დაზიანებებს.

- რა გართულებების წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეს ადამიანი რუჯის არასწორად მიღების დროს?

სამწუხაროდ, უმეტეს წილად ხდება არასწორად მზის სხივების ჭარბი ინსოლაცია რაც ვლინდება კანზე სხვადასხვა ტიპის დაზიანებით. მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება კანზე არსებული კაპილარების გაფართოებას და შედეგად იწვევს სიწითლეს, ასევე ხდება ელასტიური ბოჭკოების დაზიანება, რაც იწვევს ნაადრევ დაბერებას. არაერთგვაროვან პიგმენტაციას, (ჰიპო ან ჰიპერპიგმენტაცია), კანის სიმშრალე და აქერცვლა, მშრალი უსიცოცხლო თმა, ფრჩხილების ელასტიურობის დაკარგვა. ჩნდება კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნების გადაგვარებს მაღალი რისკი - ახალი პიგმენტური ლაქები, ხალის გაჩენისა ან უკვე არსებულის საზღვრების და ფერის შეცვლა. რაც მეტია მზის სხივების ზემოქმედების ხანგრძლივობა, მით მაღალია კანის ავთვისებიანი წარმონაქმნების რისკი, მათ შორისაა: ბრტყელუჯრედოვანი კიბო, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა, ავთვისებიანი მელანომა.

- რა ჩივილებით მოგმართავენ ხშირად პაციენტები რუჯის შემდგომ?

ძირითადად აღნიშნავენ კანის სიმშრალეს, თეთრი ლაქების არსებობას სახესა და სხეულზე. კანის სხვადასხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნების ზომაში მატებას და ფერის შეცვლას. არსებობს დაავადებები რომლებსაც ულრაიისფერი სხივები ააქტიურებს და ავლენს. ხშირად ბავშვებში აღინიშნება რუჯის მიღების შემდეგ თეთრი ლაქები სახესა და სხეულზე. თეთრი ლაქების არსებობა იწვევს შიშს ისეთი გავრცელებული დაავადებისადმი როგორიც არის ვიტილიგო. იგი კანზე ვლინდება სხვადასხვა ზომის და მოხაზულობის, თეთრი ანუ დეპიგმენტრური, მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქების სახით რომელსაც არ ახლავს აქერცვლა. დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა გამოვლინების ერთ - ერთ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ფიზიკური ტრავმა და ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული კანის დამწვრობა. ასევე ხშირია ბავშვებში სტრეპტოკოკური დაავადება - თეთრი პიტირიაზი - Pityriasis alba რომელიც უმეტესად ვლინდება სახის მიდამოში, მორგვალო ან ოვალური ფორმის, თეთრი ფერის ლაქებით, ხასიათდება მსუბუქი აქერცვლით. დაავადებას ხშირად წინ უსწრებს მზით დამწრობა.

რუჯის მიღების შემდეგ ხშირად თავს იჩენს კანის სოკოვანი დაავადებები. მათგან ყველაზე მეტადაა გავრცელებული სხვადასხვაფერი პიტირიაზი, რომელიც უმეტესად გვხვდება მოზარდებსა და 35 წლამდე ასაკის ადამიანებში. დაავადების გამომწვევია Malassezia furfur კანზე ჩნდება ლაქები, რომლებიც განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს რუჯის ფონზე, რადგან დაზიანებულ უბნებზე არ ხდება გარუჯვა და ფერმკრთალი რჩება. იგი ძირითადად ვლინდება სხეულის ზედა მიდამოში - სხვადასხვა ზომის, გაფანტულად მდებარე მოყავისფრო, მოვარდისფრო, მოთეთრო ფერის ლაქების სახით. დამახასიათებელია ქატოსებრი აქერცვლა. ფერის ცვლილება დამოკიდებულია სისხლით კანის სისხლძარღვთა ავსების დონეზე. დაავადების რისკ ფაქტორებს წარმოადგენს ჭარბი ოფლიანობა და მაღალი კლიმატური პირობები.

- რა დროს უნდა მივმართოთ დერმატოლოგს?

ჯანმრთელი კანი ჯანმრთელი ორგანიზმის სახეა. თუ პაციენტს აღენიშნება კანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, თეთრი, ყავისფერი ლაქები, კანის სიწითლეს, უკვე არსებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნების ზომაში მატება, ფერის შეცვლა, ლაქის გარშემო დეპიგმენტური (თეთრი ფერის) კერის წარმოქმნა, ახალი პიგმენტური ლაქების გაჩენა, მსგავსი ტიპი ჩივილების დროს რეკომენდირებულია ექიმი დერმატოლოგის კონსულტაცია და დიაგნოსტირება რათა მოხდეს დაავადების საწყის პერიოდშივე გამოვლენა და დროული მკურნალობა.