რატომ ვითარდება ტროფიკული წყლული და როგორ შეიძლება მისი პროფ ილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვითარდება ტროფიკული წყლული და როგორ შეიძლება მისი პროფ ილაქტიკა

პროცესში, სხვადასხვა სისხლძარღვოვანი დაზიანების ფონზე, ერთვება ქვემდებარე ქსოვილები. ხშირად ტროფიკული წყლული ვითარდება ქვედა კიდურზე.

პათოგენეზის გათვალისწინებით, ტროფიკული წყლულის ორ ძირითად სახეს განარჩევენ:

  • მშრალი ნეკროზი - რომელიც აღმოცენდება ქსოვილებში, რომლებიც არ შეიცავს დიდი რაოდენობით სითხეს;
  • სველი ნეკროზი - რომელიც სითხით მდიდარ ქსოვილებში ვითარდება.

როგორია დაავადების სიმპტომები

ტოფიკული წყლული, კიდურის ყურადღებით დათვალიერებისას, საკმაოდ ადვილად დიაგნოსტირდება. მისი დამახასიათებელი ნიშნებია:

  • სხვადასხვა სიღრმის წყლულოვანი დეფექტი;
  • წყლულის კიდეები სწორია, შეიძლება იყოს დაკოჟრებული;
  • საწყის სტადიაში ჩნდება მცირე ზომის ბუშტუკები, მათ ადგილზე ვითარდება ჭრილობა, რომლის ზომაც თანდათანობით იზრდება;
  • ტროფიკული წყლული უმტკივნეულოა, ტკივილი ვლინდება ნერვული დაბოლოებების პათოლოგიურ პროცესში ჩართვისას;
  • წყლულიდან ჩირქოვანი სეკრეტი გადმოედინება, რადგანაც ამგვარი ჭრილობა ადვილად ინფიცირდება.

რა შეიძლება გახდეს დაავადების მიზეზი

ტროფიკული წყლულის განვითარების მექანიზმს საფუძვლად უდევს მიკრო- და მაკროცირკულაციის დარღვევა. ეს შეიძლება მოხდეს შემდეგი პათოლოგიური პროცესების დროს:

  • ათეროსკლეროზი;
  • პოლინეიროპათია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • თრომბოზული გართულება;
  • მაობლიტირებელი ენდარტერიიტი;
  • სიმსუქნე;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • ქრონიკული ვენური უკმარისობა თრომბოფლებიტის ფონზე.

ტროფიკული წყლულის ყველაზე ხშირი მიზეზი შაქრიანი დიაბეტია. ამასთან, აღინიშნება როგორც წვრილი, ისე საშუალო არტერიების დაზიანება. წვრილ არტერიებში ვითარდება მიკროანგიოპათია, მსხვილში - ათეროსკლეროზული ცვლილებები, რომლებმაც სისხლძარღვის სრული დახშობა შეიძლება გამოიწვიოს.

დიაგნოსტიკა

ტროფიკული წყლულის არსებობისას დიაგნოსტიკური ძიება მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • პათოლოგიურ პროცესში ღრმად მდებარე ქსოვილების ჩართვის განსაზღვრა;
  • ტროფიკული წყლულის განვითარების მიზეზების გამოვლენა.

ტროფიკული წყლულის მიდამოში ძვლოვანი სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად, ჩვეულებრივ, ნაჩვენებია სხვადასხვა პროექციაში რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ფისტულოგრაფია შესაძლებელი ფისტულის გამოსავლენად.

ტროფიკული წყლულის განვითარების მიზეზის გამოსავლენად ნაჩვენებია კვლევის შემდეგი დამატებითი მეთოდები:

  • ნ სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
  • ნ ქვედა კიდურების სისხლძარღვების დოპლეროგრაფია;
  • ნ რენტგენოლოგიური კვლევა.

გართულებები

  • ქვედა კიდურების განგრენა, ანუ ნეკროზის განვითარება, რომელიც ფეხის ამპუტაციის ჩვენებაა;
  • ტროფიკული წყლულის ინფიცირება სხვადასხვა ინფექციურ-ანთებითი გართულებებით.

მკურნალობა

ტროფიკული წყლულის პროფილაქტიკაა საჭირო ან იმ სტადიაზე დიაგნოსტირება, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა ეფექტიანია.

ქირურგიული მკურნალობა უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს, როდესაც ტროფიკული წყლული ინფიცირდება და სამკურნალო საშუალებებით ვერ ხერხდება ანთებითი პროცესის შემოფარგვლა. როგორც წესი, მსგავს სიტუაციაში ხდება კიდურის ამპუტაცია.

ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისათვის საჭიროა ტროფიკული წყლულის დროული დიაგნოსტირება და კონსერვატიული თერაპიის ჩატარება, რომელიც შემდეგ პრინციპებზეა დაფუძნებული:

  • ფონური დაავადების მკურნალობა, რომელმაც გამოიწვია ტროფიკული წყლულის განვითარება (შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და ა.შ.);
  • ანგიოპროტექტორების, ანუ სისხლძარღვების კედლის გამამაგრებელი საშუალებების გამოყენება;
  • სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებები;
  • ანტიაგრეგანტების ანუ თრომბოციტების აგრეგაციის დამთრგუნველი და მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალებების გამოყენება.

ზოგიერთ შემთხვევაში, მწვავე პროცესების ჩაცხრობის შემდეგ, მსხვილი და საშუალო კალიბრის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზული ცვლილებებისას ნაჩვენებია ანგიოპლასტიკა, ადეკვატური სისხლის მიმოქცევის აღსადგენად.

მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად ეფექტურია ფიზიოთერაპიული მეთოდები:

  • ულტრაბგერა;
  • ელექტროფორეზი სისხლძარღვთა გამააქტიურებელი პრეპარატებით;
  • ელექტრომაგნიტური თერაპია და სხვა.

mkurnali.ge

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან შემდეგი კატეგორიის პაციენტები:

  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები;
  • მსუქნები;
  • სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების მქონე პაციენტები;
  • მაობლიტირებელი ენდარტერიიტის მქონე მამაკაცები, რომლის ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა.

პროფილაქტიკა

  • მოწევისთვის თავის დანებება;
  • სხეულის მასის ნორმალიზაცია;
  • სისხლში ქოლესტერინის დონის კონტროლი და დაქვეითება;
  • სისხლში შაქრის დონის ნორმალიზაცია;
  • არტერიული წნევის რეგულარული გაზომვა და ჰიპოტენზიური საშუალებების მუდმივად მიღება;
  • ჭრილობების, ნაკაწრებისა და ქვედა კიდურების ტრავმატიზაციის არიდება.

დიეტა და ცხოვრების წესი

ტროფიკული წყლულის არსებობისას კარდინალურად უნდა შეიცვალოს პაციენტის ცხოვრების წესი, რაც რეციდივის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ამ მიზნით რეკომენდებულია:

  • მოერიდეთ ფეხშიშველა სიარულს, რათა არ მოხდეს ფეხის ტრავმირება;
  • მოიწესრიგეთ სხეულის მასა;
  • აკონტროლეთ არტერიული წნევა, სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონე;
  • რეგულარულად მიიღეთ ქვედა კიდურებში მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალებები;
  • მოერიდეთ კიდურის გადაცივებას ან გადახურებას;
  • უკუაგდეთ მავნე ჩვევები.