ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი

ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი
არსებობს პათოლოგიები, რომელთა გამომწვევი მიზეზები და განვითარების მექანიზმები ჯერაც უცნობია თანამედროვე მედიცინისთვის. მათ რიცხვს მიეკუთვნება ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი (იგივე აქერცვლადი როზეოლა, როგორც მას ხშირად უწოდებენ სპეციალისტები). მეცნიერები არაერთი წელია აქტიურად შეისწავლიან ამ დერმატოზს, თუმცა სარწმუნო ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ ჯერ კიდევ არ მოიპოვება.

რატომ და როდის ვითარდება ეს პათოლოგია, არის თუ არა ის გადამდები, როგორ ვუმკურნალოთ, ახლავს თუ არა დაავადებას გართულებები, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ სამედიცინო ცენტრ „მედიმედის“ ექიმ-დერმატოლოგს - ელისო ბრეგაძეს:

- ქალბატონო ელისო, გასაგებია, რომ დაავადების
კონკრეტული ეტიოლოგიური ფაქტორი უცნობია, მაშინ გვითხარით, რა უწევს პროვოცირებას ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზის განვითარებას?

- ჟიბერის დაავადების ეტიოლოგია ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი არაინფექციური დაავადებაა (ხასიათდება კანის ანთებითა და აქერცვლით), ზოგი ემხრობა მის ინფექციურ-ალერგიულ დაავადებად კლასიფიკაციას, არსებობს აზრი, რომ ამ ტიპის
პიტირიაზს ვირუსული ეტიოლოგია აქვს, განსაკუთრებულ როლს მიაწერენ Herpes Zoster-7-ს.

უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი ანთებითი ხასიათის მწვავე განკურნებადი დაავადებაა. მისი განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ორგანიზმის გადაცივება, იმუნიტეტის დასუსტება, ხელშემწყობია აგრეთვე ვაქცინაცია, ავიტამინოზი, არაბალანსირებული კვება, ნერვული გადაძაბვა, მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს მწერის ნაკბენიც.

- რამდენად უკავშირდება დაავადება სქესს, ასაკს, სეზონურობასა და სხვა ფაქტორებს, მაგალითად, რომელიმე ქრონიკულ დაავადებას, ამა თუ იმ საკვების მიღებას, ჰორმონულ ძვრებს, რადგან ხშირად გარდატეხის ასაკის მოზარდებსა და ორსულებსაც კი უვითარდებათ ჟიბერის პიტირიაზი?

mkurnali.ge

mkurnali.ge

- ჟიბერის დაავადება ორივე სქესის წარმომადგენლებთან თანაბარი სიხშირით გვხდება, უფრო ხშირია მოზრდილებთან, ძირითადად გვხვდება 10-35-55 წლის ასაკის პირებთან, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ზომიერ კლიმატურ პირობებში.

- როგორ ვლინდება ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი, რა ძირითადი სიმპტომები ახასიათებს მას?

- გამონაყარი ძირითადად ვლინდება ტორსზე, გულმკერდზე, უფრო ხშირია გვერდებზე, შეიძლება იყოს სახესა და კიდურებზეც. ჟიბერის პიტირიაზს ახასიათებს უწესრიგოდ გაბნეული ელემენტები. თავიდან ჩნდება ოვალური ან მრგვალი ფორმის ვარდისფერი ლაქა, რომლის დიამეტრი 2 სმ-ს აღწევს, შიგნით მოყვითალო ფერი აქვს, აქერცლილი ზედაპირი, ეს არის დედისეული ბალთა, ხოლო 1-2 კვირის შემდეგ ჩნდება პატარა ზომის 0,5 სმ დიამეტრის ოვალური ლაქები, რომელთაც შვილეული ბალთები ჰქვიათ. შემთხვევათა 25%-ში გამონაყარს ძლიერი ქავილი ერთვის, 25%-ში ქავილი არ აღინიშნება, 50%-ში კი - ქავილი მსუბუქად არის გამოხატული.

- თუ ახასიათებს გართულებები ამ დერმატოზს?

- გართულებები ძირითადად არ ახასიათებს, იშვიათად ხდება ტემპერატურის მომატება, უფრო მძიმე მიმდინარეობისას, როდესაც დაავადება 6 კვირას და უფრო მეტხანს გრძელდება, ინიშნება სულფანილამიდები და ანტიბიოტიკები. ჩვეულებრივ კი, 6 კვირაში გამონაყარი დამოუკიდებლად ქრება და ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი განიკურნება.

- კლინიკური სიმპტომების გარდა, კიდევ რას ეფუძნება დიაგნოსტიკა?

- დიაგნოზი ისმება კლინიკური ნიშნებისა და ანამნეზის გათვალისწინებით, გართულებულ შემთხვევაში (თუ მეორეულად ინფექცია დაერთო) ზოგჯერ მიმართავენ კანის პათომორფოლოგიურ და ბაქტერიოლოგიურ კვლევებს.

- რას მოიცავს მკურნალობა?

- ზამთარში უფრო ხშირად პაციენტებს უნიშნავენ ტალკს, ზაფხულში მალამოებს (დაბალმოლეკულური ჰორმონული და თუთიის მალამოები), ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატებიც, მძიმედ მიმდინარე ფორმის დროს, როგორც უკვე მოგახსენეთ, სულფანილამიდები და ანტიბიოტიკები. მკურნალობა 3 კვირას გრძელდება.

- როგორია მკურნალობის დროს რეკომენდაციები, რა უნდა გამორიცხონ, რას უნდა ერიდონ პაციენტები და პირიქით, რა წესების დაცვას სთხოვთ სწრაფად განსაკურნებლად?

- ჟიბერის პიტირიაზის დროს არ არის სასურველი გაოფლიანება, სინთეტური, შალისა და მჭიდრო ტანსაცმლის ტარება, ხახუნი გამონაყარზე, ამ დაავადებას არ უყვარს მზე, სოლარიუმი და წყალი; ამ ფაქტორთა გამო მკურნალობა ხშირად ხანგრძლივდება, გამონაყარი მრავლდება. არ არის სასურველი გოგორდისა და კუპრის შემცველი მალამოებიც, თუ გამონაყარი სახეზეა - არ შეიძლება პილინგი, ბიორევიტალიზაცია, ჰიალურონის მჟავას შეყვანა და სხვა კოსმეტოლოგიური პროცედურები, თუ ტანზეა გამონაყარი - არ შეიძლება მასაჟი. დაავადებას იშვიათად ახასიათებს რეციდივი.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ნერვული ქსოვილის სიჯანსაღისთვის-90აბი
ფასი: 66.9
ხრტილოვანი ნაწილის შესანარჩუნებლად -30აბი
ფასი: 44.4
სახსრებისა და კუნთებისთვის -75მლ. ტუბი
ფასი: 41.9
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
სახის კანის მოვლის არაერთი მეთოდი და საშუალებაა ცნობილი. ისიც ყველამ იცის, რომ ძილს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს სახის კანის
კანის ელასტიკურობისა და სიჯანსაღისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებასა და წყლის მიღების რეჟიმს. წყლის დეფიციტი ორგანიზმში, სხვა
ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში ფოტოები, რომლებიც ეპილაციის შედეგად მიღებულ დამწვრობას ასახავს.
Shellac – ბაზარზე გამოსული პირველი გელ-მანიკურის სახელწოდებაა. თუმცა ძალიან სწრაფად ბრენდის სახელი გახდა საზოგადო
ხშირი დაბანა ერთ-ერთი ჩვევაა, რასაც ბავშვობიდან გვასწავლიან და ვერც კი წარმოგვიდგენია რა მოგვივა დაუბანლობის შემთხვევაში.
ზღვის სეზონი მიიწურა და ბევრმა ჩვენგანმა მზის სხივების ზემოქმედების შედეგად
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად