შესაძლებელია თუ არა ლაზერული ეპილაცია ლაქტაციის პერიოდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შესაძლებელია თუ არა ლაზერული ეპილაცია ლაქტაციის პერიოდში

მშობიარობის შემდეგ ქალების ჰორმონული ფონი იცვლება, ამის გამო აქტიურდება სხეულზე თმის ზრდა. ზოგიერთს კი - თმა ლაზერით დამუშავებულ უბნებზეც უჩნდება.

ლაზერული ეპილაცია პოპულარული პროცედურაა, რომლის დროსაც თმის ფოლიკულზე ლაზერული სხივით ზემოქმედებენ, რაც მის რღვევას იწვევს. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ქალის სხეულიდან თმა სრულად ქრება. პროცედურას გააჩნია რიგი უკუჩვენებებიც.

ძირითადი წარმოდგენა პროცედურაზე

ლაზერული ეპილაცია სხეულზე არასასურველი თმის მოცილების რადიკალური მეთოდია. პროცედურის დროს თმა ბოლქვთან ერთად შორდება. შედარებისთვის არსებობს პროცედურა დეპილაციის სახელწოდებით, რომლის დროსაც ირღვევა მხოლოდ თმის ღერი.

თმა შეიცავს მელანინს - ფერად პიგმენტს, რომელიც იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ლაზერი გენერირებს სინათლის ენერგიას და გარდაქმნის მას სითბურად. მელანინის დამსახურებით თმა იწოვს ამ ენერგიას, რის გამოც თმის ფოლიკულა იწვება.

თმის სრული მოშორებისთვის ტარდება 5-8 სეანსი. ეს აიხსნება იმით, რომ ლაზერი შლის იმ თმას, რომელიც ზედაპირზე ჩანს.

ეპილაციისთვის მომზადება

ლაზერულ ეპილაციას გააჩნია გარკვეული უკუჩვენება, ამიტომ ქალებს ლაქტაციის დროს დერმატოლოგის ან ენდოკრინოლოგის კონსულტაცია სჭირდებათ.

  • ეპილაციამდე 30 დღით ადრე აკრძალულია გარუჯვა, კანი უნდა იყოს ღია. ამიტომ კოსმეტოლოგები პროცედურის ჩატარებას წლის ცივ პერიოდში გვირჩევენ;
  • მანიპულაციამდე 14 დღით ადრე აკრძალულია თმის მოშორების ყველა მეთოდი პარსვის გარდა. ეს იმით აიხსნება, რომ ლაზერი მოქმედებს მხოლოდ აქტიურ თმაზე (კანის ზედაპირზე).
  • ღონისძიების წინ (2 კვირით ადრე) აკრძალულია ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება. მათი მიღების შემდეგ ქვეითდება ლაზერული ზემოქმედების ეფექტურობა.
  • სეანსის წინ კანის საფარველი კარგად უნდა გასუფთავდეს, მაგრამ კოსმეტიკური საშუალებით (ლოსიონი, კრემი და ა.შ.) დამუშავება არ ღირს.

კოსმეტოლოგები პროცედურაზე თავისუფალი ტანსაცმლის ჩაცმას გვირჩევენ, სეანსის შემდეგ კანს ამუშავებენ სპეციალური კრემით. მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმლის ხახუნისას შეიძლება კანი გაღიზიანდეს.

ჩატარების ტექნოლოგია

პროცედურამდე 7 დღით ადრე რეკომენდებულია ლაზერზე კანის მგრძნობელობის ტესტის ჩატარება. თუ არ აღინიშნა შეწითლება, ინიშნება პირველი სეანსი.

პროცედურის წინ თვალებს იცავენ სპეციალური სათვალით, რადგანაც ლაზერული გამოსხივება დამღუპველად მოქმედებს მელანინზე, რომელიც არის თვალის ფერად გარსში. ლაზერი წვავს თმას კანის ზედაპირზე, მანიპულაციის დრო დამოკიდებულია უბანზე და მერყეობს 2 წუთიდან 1 საათამდე.

თუ პაციენტს ტკივილის დაბალი ზღურბლი აქვს, სეანსის წინ კანს ამუშავებენ ლიდოკაინის შემცველი გელით.

პროცედურის შემდეგ თმა 1 კვირის შემდეგ ცვივა, რეაბილიტაციის პერიოდში კანს ამუშავებენ კოსმეტოლოგის მიერ დანიშნული კრემით. სპირტის ან აბრაზიული ნაწილაკების შემცველი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება არაა მიზანშეწონილი. უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, შეასრულეთ კოსმეტოლოგის ყველა რეკომენდაცია.

მშობიარობის შემდეგ, ჰორმონული გარდაქმნის გამო, კანზე აღინიშნება სპეციფიკური გამოვლინებები - კეროვანი ჰიპერპიგმენტაცია, პაპილომები, თმის აქტიური ზრდა. მეძუძურმა დედამ, რომელმაც ლაზერული ეპილაცია გადაწყვიტა, ყურადღება უნდა დაუთმოს რეაბილიტაციის პერიოდს. პროცედურის შემდეგ უნდა დაიცვას ეპიდერმული სტრუქტურები მზისგან და დაატენიანოს იგი.

მედიკოსების განცხადებით, ლაქტაციის პერიოდში ლაზერული ეპილაცია შესაძლებელია, უკუჩვენებების არარსებობის გამო ეს პროცედურა არ აზიანებს დედასა და ახალშობილს და არ მოქმედებს ლაქტაციაზე. ამიტომ ქალმა მშვიდად შეიძლება აწოვოს ძუძუ სეანსის შემდეგ.

მეძუძური დედებისთვის ლაზერული ეპილაცია უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • ქიმიური დეპილაციისთვის კრემის გამოყენებისას;
  • რეტინოიდული პრეპარატების მიღებისას;
  • კანზე ანთებითი პროცესის დროს;
  • მწვავე და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებებისას;
  • დეკომპენსირებული დიაბეტისას;
  • ვარიკოზული დაავადებისას;
  • არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმისას;
  • იშემიისას;
  • ჰერპესის გამწვავების დროს;
  • მძიმე ინფექციებისას;
  • კელოიდური ნაწიბურების შემთხვევაში.

ამგვარად, ლაქტაციის პერიოდში ეპილაციის ჩატარებამდე, უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ დერმატოლოგთან, კოსმეტოლოგთან და გინეკოლოგთან. თანხმობის შემთხვევაში, შეასრულეთ ყველა ის რეკომენდაცია, რაც პროცედურისთვის მომზადებასა და მის შემდეგ რეაბილიტაციას ეხება. ლაქტაციაზე აღნიშნული მანიპულაცია გავლენას არ ახდენს.