კანი ჩვენი ორგანიზმის ეკრანია - უვნებელი ხალი შეიძლება მელანომა აღმოჩნდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანი ჩვენი ორგანიზმის ეკრანია - უვნებელი ხალი შეიძლება მელანომა აღმოჩნდეს

კანის საფარზე არსებული წარმონაქმნები, მათი კონფიგურაციის, ზომისა და ფერის მიხედვით, სხვადასხვა დაავადებაზე მიუთითებენ, რომელთა გარჩევა და ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ პროფესიონალ ექიმს შეუძლია.

საქართველოში, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში, უკვე მრავალი წელია, ამ ტიპის სიმსივნეებს წარმატებულად მკურნალობენ.

როგორ ვლინდება აღნიშნული დაავადებები და რა ეტაპზე აქვს მკურნალობას ყველაზე კარგი შედეგი? – ამ თემებზე თოდუას კლინიკის კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვალსახსროვანი პათოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი, ონკოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სანდრო ჩირინაშვილი გვესაუბრება.

– რა როლი აქვს კანს ორგანიზმის ფუნქციონირებაში?

– კანის საფარი ორგანიზმის ერთგვარი ეკრანია, რომელზეც ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა დაავადების პათოლოგიური პროცესი შეიძლება აისახოს. ამიტომ ჩვეულებრივი ადამიანი დიფერენციაციას ვერ გააკეთებს – საქმე კანის პათოლოგიას ეხება თუ ეს რომელიმე სხვა დაავადების მეორადი გამოვლინებაა. მას არ შეუძლია განსაზღვროს, რისგან არის გამოწვეული კანის ცვლილება – კანის დაავადებისაგან თუ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლისგან, ღვიძლისგან თუ სხვა ორგანოსგან, ალერგიული მოვლენებისაგან, ენდოკრინოლოგიური პრობლემებისაგან და ა. შ.

ამისთვის სპეციალისტთან კონსულტაცია და კვალიფიციური დიაგნოსტიკაა საჭირო.

უნდა ითქვას, რომ საქართველოში გავრცელების სიხშირით კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეები გამოირჩევა, ხოლო ძვალ-სახსროვანი სისტემის ავთვისებიანი სიმსივნის ( ოსტეოგენური სარკომა, სინოვიალური სარკომა და ა.შ ) სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს წლის განმავლობაში.

– რამდენად საშიშია კანის სიმსივნეები?

– კანის კიბო არის უჯრედების არასწორი განვითარების შედეგი, ანუ ის იწყება მაშინ, როცა უჯრედები გადაგვარებას განიცდის. არსებობს კანის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები და მათ შორის არის, აგრეთვე, გარდამავალი ფორმებიც.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კანის ავთვისებიანი კიბოს ტიპები. ესენია: ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კიბო. სხვადასხვა პროგნოზითა და მიმდინარეობით.

კანის ბრტყელუჯრედოვან სიმსივნეს ახასიათებს მეტასტაზირება ჯერ ახლომდებარე რეგიონულ ლიმფურ კვანძებში და თუ სათანადო ზომები დროულად არ იქნა მიღებული, შეიძლება, მეტასტაზებმა შორეულ ორგანოებამდეც მიაღწიოს. დროული სამედიცინო ჩარევის გარეშე ამ დაავადების შედეგი უმეტესად მძიმეა, რადგან გვიან სტადიაზე მყოფი ბრტყელუჯრედოვანი კიბოს შემთხვევა შეიძლება სიცოცხლესთან შეუთავსებელი გახდეს (ეს ეხება დაავადების მე-3 მე-4 სტადიას ).

რაც შეეხება ბაზალურუჯრედოვან კიბოს, ის არ მეტასტაზირებს, ამიტომ შედარებით ნაკლებად აგრესიულია. ის ადგილობრივად იწვევს კანის დესტრუქციას. თუმცა, შორსწასული პროცესის შედეგად ვიღებთ სიცოცხლის ხარისხის მნიშვნელოვნად გამაუარესებელ დაზიანებებს, რაც შესაძლოა, ორგანოს დაკარგვამდეც მივიდეს. ( ლოკალიზაციის გათვალისწინებით )

კანის კიბოს ყველაზე აგრესიული მიმდინარეობით გამოირჩევა მელანომა, რომელიც ცალკე დაავადებაა და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს.

– რა შემთხვევაში, რა გარეგნული სიმპტომებით უნდა მიმართოს ადამიანმა ექიმს?

– თუ კანზე არსებული პიგმენტური წარმონაქმნი არის ასიმეტრიული კონფიგურაციის, ეს უკვე ერთ-ერთი სიმპტომია, რომ რაღაც ხდება. მეორე ნიშანია ფერის შეცვლა სიმუქისაკენ და განსაკუთრებით პიგმენტის პერიფერიული განლაგება, ასევე, ზომაში ზრდა. ამ გამოვლინებების გაჩენას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომელიც პაციენტისათვის შესამჩნევია. რაც უფრო ადრე მიმართავს პაციენტი ექიმს, მით უფრო შედეგიანი იქნება მკურნალობა. ჩემი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, სტატისტიკურად, პაციენტების უმეტესი ნაწილი გვიან მოგვმართავს, რაც სტატისტიკის განხილვისას ჩვენი ევროპელი კოლეგების შეშფოთების მიზეზი ხშირად ხდება. მიუხედავად ამისა, ჩემი მიზანია ყველაზე მძიმე პაციენტსაც კი მივცე გამოჯანმრთელების იმედი მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შეთავაზებით.

– რა იწვევს მელანომას და როგორი განვითარება ახასიათებს ამ დაავადებას?

– მელანომა არის კანის კიბოს ყველაზე ვერაგი ფორმა, რომელიც თანდაყოლილი ან შეძენილი ხალის გაავთვისებიანებას გულისხმობს. მას ახასიათებს მეტასტაზირება როგორც ლიმფოგენური, ისე ჰემატოგენური გზით. ანუ მისი მეტასტაზები შესაძლოა გავრცელდეს ლიმფურ კვანძებში და ამავე დროს მოიცვას სხვადასხვა ორგანო: ფილტვი, ტვინი, ძვალი, ღვიძლი და ა.შ. მელანომა შესაძლოა, ძალიან სწრაფად განვითარდეს.

იმისთვის, რომ მისი გაჩენისგან თავი დაიცვას, ადამიანი უნდა მოერიდოს ამ შემთხვევაში, ორ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, მზესა და ტრავმას.

ულტრაიისფერი სხივების ჭარბი მიღება არის მელანომის მაპროვოცირებელი ფაქტორი. იგივე შეიძლება ითქვას ტრავმაზე, რაც მელანომის გამოწვევის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ სოლარიუმის თემაზე, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს მას. დახურულ სივრცეში, სადაც რუჯის ეფექტი ულტრაიისფერი სხივებით მიიღება, უშუალო ზემოქმედებას ახდენს კანზე. ზღვაზე ეს პროცესი შედარებით იოლ ფორმებში მიმდინარეობს, რადგან, მზის გამოსხივებას ოზონის შრე ანეიტრალებს. პაციენტს არ შეუძლია თავად განსაზღვროს, ხალი უწყინარია, თუ მელანომაა. ეს მხოლოდ პროფესიონალის კომპეტენციაა. ამიტომ აუცილებელია, რუჯის მიღებამდე ადამიანმა კანის საფარის მდგომარეობის შესახებ ექიმისგან მიიღოს ინფორმაცია, რათა თავიდან აიცილოს ხალის გაავთვისებიანობის რისკი.

– კანის კიბოს დიაგნოსტირებისთვის რა მეთოდოლოგიაა დანერგილი თქვენს კლინიკაში?

– პირველ რიგში, არის ფიზიკალური გასინჯვა, კანის საფარის დათვალიერება, შემდეგ კი დერმატოსკოპია, ( მრავალჯერადი გადიდებით გასინჯვა ) ზოგადად, დერმატოსკოპიით დიაგნოზების 90% ისმება. დიაგნოზის ვერიფიცირება ხდება ინვაზიური მეთოდითაც ( ციტოლოგიური კვლევა და ბიოფსია ჰისტომორფოლოგიური კვლევისათვის ), რასაც მელანომის შემთხვევაში არ უნდა მივმართოთ, თუმცა ეს მეთოდი მისაღებია და ზოგჯერ აუცილებელიც ბაზალურუჯრედოვანი და ბრყელუჯრედოვანი კიბოს დროს. ეს არის ტრავმული მეთოდი, ანუ ჩვენ უნდა მოვფხიკოთ საკვლევი არე რასაც მელანომის შემთხვევაში შეიძლება მოჰყვეს დაავადების პროვოცირება და მეტასტაზირება. ამიტომ ექიმს დიაგნოსტიკური მეთოდის განსაზღვრისას დიდი სიფრხილე მართებს.

გარდა ამისა, ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტირების ყველა თანამედროვე მეთოდი არსებობს, რაც მცირედ უზუსტობასაც კი გამორიცხავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ინფორმატიულია მელანომის დროს პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, იგივე პეტი . ამ გამოკვლევით უმცირესი პათოლოგიის კერის არსებობაც კი შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. ასევე, ვატარებთ ონკოგენეტიკურ ლაბორატორიულ კვლევას. ეს უკანასკნელი მელანომის დროს სამკურნალო პრეპარატის ეფექტურობის განსაზღვრას გვიჩვენებს, ანუ წინასწარ ვსაზღვრავთ, იქნება თუ არა შედეგიანი პრეპარატის მიცემა. ამის წყალობით ადამიანს საკმაოდ დიდი ფულადი და დროის რესურსის დაზოგვა შეუძლია.

– რას მოიცავს რბილი ქსოვილების სიმსივნეები და რა მეთოდებს მიმართავთ მათი მკურნალობისას?

– რბილი ქსოვილების სიმსივნეები ძირითადში კუნთმყესოვანი სისტემის ონკოლოგიური პათოლოგიებია თუმცა ის შეიძლება განვითარდეს ცხიმოვანი, სისხლძარღოვანი და სხვა ქსოვილოვანი შემადგენლისაგან. მასაც, ასევე, აქვს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი ფორმები. კეთილთვისებიანი წარმონაქმნის დროს შესაძლოა, ესთეტიკური და ფუნქციონალური კუთხით პრობლემა შეექმნას ორგანოს, თუმცა პრობლემა მარტივად, კეთილსაიმედო პროგნოზითა და ქირურგიული ჩარევით გვარდება.

რბილქსოვილოვანი სიმსივნური წარმონაქმნი ტანზე და კიდურებზე დეფორმაციას წარმოშობს, ამიტომ ხელით ისინჯება, ან პაციენტი კანქვეშ სიმაგრეს გრძნობს.

რაც შეეხება ავთვისებიან ფორმებს, ანუ სარკომებს, რასაც მხოლოდ ქირურგიული ჩარევით შეგვიძლია ვუმკურნალოთ. თითოეულ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზომებს, კონფიგურაციასა და ტოპოგრაფიულ მდებარეობას. ყველა ოპერაცია არის იმპროვიზაცია, რადგან არცერთი ოპერაცია არ ჰგავს ერთმანეთს. სარკომები ატიპიურად იზრდება, შესაბამისად, დაზიანებული არეც განსხვავებულია. მის თითოეულ ოპერაციას 2 მიზანი აქვს. პირველი – პათოლოგიური წარმონაქმნის რადიკალური ამოკვეთა და მეორე – ორგანოს ფუნქციის შენარჩუნება, რადგან გვიან სტადიაზე საქმე უკვე კიდურის დაკარგვას ეხება. რაც უნდა რთული კონფიგურაციის შემთხვევა იყოს, ჩემი და კლინიკის ამოცანაა ონკოლოგიური რადიკალური ოპერაციის ჩატარება – შერწყმული კიდურების შენარჩუნებასთან და აღდგენით-რეკონსტრუქციულ ეტაპთან.

– კონკრეტულად რა ტიპის ოპერაციებს აკეთებთ და როგორია შედეგები?

– კანის კიბოს მკურნალობისას გამოიყენება სხივური თერაპია, ქირურგიული ჩარევა, ან ორივე ერთად შერწყმული. მელანომის დროს ვიყენებთ მხოლოდ ქირურგიას და იმუნოთერაპიას.

იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტები უმეტესად გვიან სტადიაზე, დიდი ზომის სიმსივნეებით მოდიან, გვიწევს ფართომასშტაბიანი ქირურგიული ოპერაციების გაკეთება. კანის სიმსივნეების დროს, საოპერაციო ველის ტექნიკური შემცირებისთვის ზოგჯერ ვიყენებთ სხივურ თერაპიას. შემდეგ კი ვაკეთებთ ოპერაციას. გარდა ამისა, როცა დეფექტი რჩება, ბუნებრივია, საჭიროებს აღდგენას. ამიტომ ვატარებთ აღდგენით-რეკონსტრუქციულ ოპერაციებს როტაციული ნაფლეთის გამოყენებით, ან გადანერგვით. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ კანის კიბოს დიაგნოზის დროული გამოვლენისას პრაქტიკულად სრულ გამოჯანმრთელებას ვაღწევთ.

მელანომის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია, რადგან აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა სასტარტო ვითარებას ენიჭება. დაავადება სწრაფად პროგრესირებს, ამიტომ პაციენტებს ვურჩევ, დროულად მიმართონ ექიმს.

მელანომის მკურნალობა იწყება ოპერაციით, შემდეგ კი მოდის ქიმიო და იმუნოთერაპიის კურსი.

მინდა ვუთხრა პაციენტებს, რომ სასტარტო ვითარებას ყველა ამ პათოლოგიის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კანის საფარზე არსებული ნებისმიერი წარმონაქმნი უყურადღებოდ არ დატოვონ და დროულად ჩაიტარონ კვალიფიცირებული კონსულტაცია.