რა პროცედურებია საჭირო სახის კანის გაჯანსაღებისთვის 30 წლის ასაკიდან? - დერმატო-კოსმეტოლოგის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა პროცედურებია საჭირო სახის კანის გაჯანსაღებისთვის 30 წლის ასაკიდან? - დერმატო-კოსმეტოლოგის რჩევები

სწორედ ამ ასაკიდან შეიმჩნევა კანზე პირველი ნაოჭები, ორგანიზმი საკმარის კოლაგენს ვეღარ გამოიმუშავებს, რის გამოც იგი კარგავს სიმკვრივეს. ბევრმა არ იცის, როგორ უნდა მოუაროს სახის კანს იმისათვის, რომ დიდხანს შეინარჩუნოს მისი სილამაზე და ხელი შეუშალოს ნაადრევ დაბერებასა თუ დანაოჭებას. დერმატო-კოსმეტოლოგი ნინო კერესელიძე იმ პროცედურებზე გვესაუბრება, რომელიც აუცილებელია კანის სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის.

"30 წლის შემდეგ სასურველია, მეტად მივაქციოთ კანის სტრუქტურას ყურადღება და უფრო მეტად დავატენიანოთ ის, რადგან სწორედ ამ ასაკიდან ხდება მიმიკური ნაოჭები შესამჩნევი. აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, უნდა მოვერიდოთ მზეს, სოლარიუმს. საჭიროა დღის მანძილზე 2 ლიტრამდე წყლის მიღება".

რა ხდება 30 წლიდან ადამიანის ორგანიზმში, რის გამოც სახის კანი დაბერებისკენ მიდის?

ყველაზე კარგად დატენიანებული კანი აქვთ ახალშობილებს, რაც გამოწვეულია მათ კანში ჰიალურონის კონცენტრაციის მაღალი დონით. ეს დონე ასაკთან ერთად იკლებს, რაც ბევრი ფაქტორითაა გამოწვეული, კერძოდ: მზის სხივებით, ვირუსებით, სტრესით, უძილობით. ეს ყველაფერი გროვდება და 30 წელი უკვე ის ასაკია, როდესაც თვალში გვხვდება კანის პრობლემები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კანის ნაადრევი დაბერება, ხშირად ცხოვრების წესზეც არის დამოკიდებული, ზოგს შესაძლოა ადრე შეექმნას ეს პრობლემა ზოგს კი უფრო გვიან.

როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ პროცესს?

პირველ რიგში, უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად, დავლიოთ საჭირო რაოდენობის წყალი და მოვერიდოთ მზეს. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვასთან ერთად აუცილებელია კანის დროული დატენიანება, მისი სტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. ამისათვის კი არსებობს ორი მთავარი პროცედურა: ბიორევიტალიზაცია და მეზოთერაპია.

mkurnali.ge

ბიორევიტალიზაციის დროს ხდება ჰიალურონის მჟავის ხელოვნურად შეყვანა კანქვეშ. უჯრედი ტყუვდება, იღებს როგორც საკუთარ ჰიალურონს და იწყებს კოლაგენის აქტიურ გამომუშავებას, რაც კანის სიჯანსაღის და დატენიანებისთვის მნიშვნელოვანია. ბიორევიტაიზაციას ძირითადად იკეთებენ სახეზე, ყელზე, დეკოლტეზე და ხელებზე.

რაც შეეხება მეზოთერაპიას, ამ პროცედურის დროს, ინექციის საშუალებით, კანქვეშ ხდება საჭირო ვიტამინების შეყვანა.

რაც უფრო პატარაა პაციენტის ასაკი მით ნაკლები პროცედურები სჭირდება მას, ასაკის მატებასთან ერთად კი ეს საჭიროებაც იმატებს.

კიდევ ერთი პროცედურაა პლაზმოლიფტინგი. ამ პროცედურისას ხდება ვენიდან სისხლის აღება და მისი დაცენტრიფუგება (შემადგენელ ნაწილებად დანაწევრება), შემდეგ კი მხოლოდ პლაზმის შეყვანა უკან კანში, რაც რეგენერაციიას უწყობს ხელს. ამ პროცედურის საშუალებით ხდება საკუთარი უჯრედების სტიმულაცია. პლაზმოლიფტინგი ერთ-ერთი ეფექტური გამაჯანსაღებელი პროცედურაა და მას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. მისი გაკეთება ეფექტურია აკნეს შემთხვევაშიც.

mkurnali.ge

როგორია ამ პროცედურების ინტენსივობა?

მეზოთერაპია კეთდება ძირითადად კვირაში ერთხელ და ამ პროცედურის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად პრობლემატურია კანი. ბიორევიტალიზაციის პროცედურა კი კეთდება 3-კვირიანი შუალედებით, სულ სამჯერ.

რა უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცედურების ჩატარებამდე?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, იცოდეთ იმ სპეციალისტის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელთანაც პროცედურის ჩატარებას აპირებთ. აუცილებელია, სპეციალისტი იყოს ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი. მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილებაც, რაც უფრო დიდი სტაჟი აქვს კოსმეტოლოგს ამ სფეროში, მით უფრო სანდო და გამოცდილია იგი. მაგალითად, ჩვენ, "ჰეალაინის" კოსმეტოლოგები ყოველთვე დავდივართ კონგრესებზე, სადაც ვიღებთ გამოცდილებას და ვეცნობით სიახლეებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტის პროფესიული განვითარებისთვის და მის ინოვაციებთან ადაპტაციისთვის. როდესაც პაციენტი ასეთ სპეციალისტთან მიდის ის უკვე დაზღვეულია, რომ მას თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, მსოფლიო სტანდარტების დაცვით ჩაუტარებენ პროცედურებს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის ხარისხი. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტმა არ იცის, რა პრეპარატი შეუყვანეს, რაც არასწორია. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, ეს მათი უფლებაა. პრეპარატები უნდა გაიხსნას პაციენტის თანდასწრებით, რადგან მან ზუსტად იცოდეს, თუ რას იკეთებს და რაში იხდის თანხას. ჩვენ "ჰეალაინში" ზუსტად ასე ვიქცევით, ვაჩვენებთ პრეპარატის ვადასაც.

ჩვენ ვისაუბრეთ ძირითდად 30 წლის ასაკიდან საჭირო პროცეურებზე, რას ურჩევთ 30 წლამდე ასაკის ადამიანებს?

30 წლამდე სახის მოვლისთვის საუკეთესო საშუალებაა კანის წმენდა, დატენიანება და ნიღბების გაკეთება. რაც შეეხება პროცედურებს, 30 წლამდე ასაკისთვის პლაზმოლიფტინგი აბსოლუტურად საკმარისია.

თუმცა, კიდევ ერთხელ განვმეორდები, ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესზე. ზოგიერთი ადამიანის კანი 40 წლის ასაკში მშვენივრად გამოიყურება. მეორე მხრივ, შეიძლება 20 წლის ასაკში ვინმეს პრობლემური კანი ჰქონდეს ხშირი გარუჯვის, თამბაქოს აქტიური მოხმარებისა და არასწორი კვების გამო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, რაც უფრო დროულად იწყება სახის კანის სწორი მოვლა და საჭირო პროცედურებით მისი სტრუქტურის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მით უფრო ნელდება მისი დაბერების პროცესიც. ხოლო თუ კანის მოვლა გვიანდება, მარტივი პროცედურები საკმარისი აღარ არის და მეტი ძალისხმევაა საჭირო სასურველი ეფექტის მისაღებად.