მიზეზები
ადამიანის მთელ სხეულზე დაახლოებით 2 მილიონი საოფლე ჯირკვალია. ყველაზე მეტი ისინი ფეხის გულებზეა. ჯანმრთელ ადამიანს, ნორმალურ პირობებში, ყოველდღიურად გამოეყოფა დაახლოებით 0,5−1 ლ ოფლი. მომატებული ფიზიკური დატვირთვისას ან ექსტრემალურ პირობებში ოფლის გამომუშავება შეიძლება გაიზარდოს დღეში 10 ლიტრამდე.
ოფლის გამოყოფის გაძლიერებისას, ძირითად პრობლემას მისი უსიამოვნო სუნი
ფეხის სუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ფეხსაცმლის არასწორი მოვლაა. ჩვენ მთელი დღე ვატარებთ ფეხსაცმელს. დღის განმავლობაში ვოფლიანდებით, ფეხსაცმელიც სველდება, მეორე დღეს კი იგივე ფეხსაცმელს ვიცვამთ, რომელიც ჯერ კიდევ არ გამშრალა. ბაქტერიები გროვდება და უსიამოვნო სუნიც ჩნდება. ამიტომ პირველ რიგში ყოველ დღე ერთიდაიგივე ფეხსაცმელი არ უნდა ვატაროთ. უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ბამბის წინდა და არანაირი სინთეტიკა.
როგორ ვუმკურნალოთ
ხალხური საშუალებებიდან ეფექტურია კონტრასტული აბაზანები. ეს არეგულირებს საოფლე ჯირკვლების მუშაობას.
ჰიპოჰიდროზი შეიძლება სერიოზული პრობლემის შედეგი იყოს, ამდენად აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
ლალი ჩხიკვაძე