რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ აკნემ სამუდამოდ დაგვივიწყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ აკნემ სამუდამოდ დაგვივიწყოს

მოვლენაზე, რომელიც კანზე აისახება. ამიტომ აუცილებელია დერმატოლოგთან ან კოსმეტოლოგთან მაინც ვიზიტი.

გარეგანი მკურნალობისთვის პირველ რიგში აუცილებელია კანის მაქსიმალური სისუფთავე, დაიბანეთ კანი რაც შეიძლება ხშირად, თუ მშრალი კანი გაწუხებთ გამოიყენეთ ისეთი საპნები და გელები, რომელიც განკუთვნილია უშუალოდ მშრალი კანის ტიპისთვის. ამის შემდეგ შეგიძლიათ მოიხმაროთ ის საშუალებები, რაც გამოირჩევა ანტიბაქტერიული მოქმედებით და სასარგებლოა აკნეს სამკურნალოდ. ესენია ყველაზე ფართოდ გავრცელებული მცენარეული და ბუნებრივი საშუალებები, რაც ამცირებს გამონაყარს და ამშვიდებს კანს:

ალოე ვერას გელი - შეუძლია დაამშვიდოს კანი და ხელი შეუწყოს კანის რეგენერაციას (აღდგენას); გამოირჩევა ღრმა დამატენიანებელი მოქმედებით. ყურადღება მიაქციეთ რომ ასეთი გელის შემადგენლობაში ალოე ვერა იყოს 99% კონცენტრაციით.

ჩაის ხის ზეთი - ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმდებით გამოირჩევა, ამიტომ ხელს უშლის ინფექციის განვითარებას, ამცირებს კანის სიწითლეს (ანთებით პროცესს) და გამაგრებას;

ზეთოვანი E ვიტამინი - განსაკუთრებით სასარგებლოა ძლიერი აკნეს დროს, ხელს უშლის აკნეს შემდგომ კანზე ნაწიბურების გაჩენას და აჩქარებს კანის შეხორცების პროცესს;

პროპოლისი - პროპოლისი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა თავისი ანტიბაქტერიული თვისების გამო კანის ჯანმრთელობისათვის; აქვს ბუნებრივი ანტიბაქტერიული მოქმედება;

აკნეს პრევენციისთვის გამოიყენება შემდეგი სამკურნალო საშუალებები:

საღამოს ფურისულას ზეთი - არეგულირებს ჰორმონების დონეს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, განსაკუთრებით თუ ეს PMS-ით არის გამოწვეული (პრემენსტრუალური სინდრომი).

აგნუს კასტუსი - შესაძლებელია მისი გამოყენება პრემენსტრუალური აკნეს შემთხვევაში, ვინაიდან აწესიგებს ჰორმონებს.

ექინაცეა და ოროვანდის ფესვი - მონაწილეობენ სისხლის გაწმენდაში, გამოდევნიან ორგანიზმიდან ტოქსინებს, რაც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას; ეს ორივე მცენარე ხელს უწყობს ლეიკოციტების წარმოქმნას, რომლებიც ებრძვიან ანთებით პროცესს და ორგანიზმში არსებულ ინფექციებს.

თუთია - ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას; ზოგიერთი კვლევის თანახმად, თუთია ამცირებს აკნეს გამონაყარს და ნაწიბურების გაჩენის რისკს. ექიმების უმრავლესობა სწორედ ამ მიზნით ნიშნავს თუთიის პრეპარატებს აკნეს დროს.

ბიოტინი - არეგულრებს კანის ცხიმიანობას;

ვიტამინი A - ამ ვიტამინის ნაკლებობა აკნეს გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ აკნემ სამუდამოდ დაგვივიწყოს?