რატომ იქერცლება იდაყვზე კანი და როგორ ვუმკურნალოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ იქერცლება იდაყვზე კანი და როგორ ვუმკურნალოთ

  1. არასრულფასოვანი კვება. რაციონში სილამაზის მნიშვნელოვანი ელემენტების ნაკლებობა, როგორიცაა რკინა, A, D, E, ვიტამინების ნაკლებობა უარყოფითად აისახება კანის მდგომარებაზე.
  2. გადაჭარბებული მოვლა. კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების ხშირი გამოყენება, წყალთან გადაჭარბებული კონტაქტი უარყოფითად აისახება იდაყვის სახსრის მიდამოს მგრძნობიარე კანზე.
  3. არასაკმარისი ან არასწორი მოვა. ანტიბაქტერიული ან სხვა აგრესიული საპნის ხშირი გამოყენებით ზიანდება ეპიდერმისის დამცავი ფენა, ცხიმი აღარ გამოიყოფა საკმარისი რაოდენობით, რაც იწვევს კანის გაღიზიანებასა და აქერცვლას.
  4. დერმატოლოგიური დაავადებები. ალერგიამ, ატოპიურმა დერმატიტმა, ფსორიაზმა ასევე შეიძლება იდაყვის ზონის კანის აქერცვლის პროვოცირება გამოიწვიოს;
  5. ენდოკრინული სისტემის დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი.
მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. თუ პრობლემა არასკამრისი მოვლის გამოა, მიზანშეწონილია სხეულის გასაწმენდად კრემ-საპნის, თხევადი საპნის ან გელის გამოყენება.

ვიტამინების დეფიციტისას სასარგებლოა კანის საფარველისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ვიტამინო-მინერალური კომპლექსის მიღება.

თუ დარღვევა ენდოკრინული დაავადებითაა გამოწვეული, აუცილებელია ექმთან ვიზიტი დაიგნოზის დასაზუსტებლად. ჰორმონული დარღვევები და ორგანოების დაავადებები ეპიდერმისის მდგომარეობაზეც აისახება. ფსორიაზის, ატოპიური დერმატიტის დროს ტარდება კომპლექსური მკურნალობა, ანტიჰისტამინური პრეპარატების, ჰორმონული და არაჰორმონული ადგილობრივად სახმარი მალამოების გამოყენებით.

იდაყვის ზონის კანის სიმშრალის თავიდან ასაცილებლად შინაურული მეთოდებიც ეფექტურია:

გაწმენდა - შხაპის მიღებამდე 10 წუთით ადრე, იდაყვის კანზე წაისვით შუაზე გაჭრილი უმი კარტოფილი ან ლიმონის ნაჭერი, შემდეგ წყლის ქვეშ, აქერცლილი უბნები გაიწმინდეთ მაგარი ნეჭით. დერმის გარქოვანებული უბნები ამგვარად ჩამოიბანება.

დატენიანება - თბილი შხაპის შემდეგ აუილებელია დამარბილებელი კომპრესის გაკეთება ზეითუნის, მზესუმზირის ან ნუშის ზეთით. ეს საშუალება სქელ ფენად წაუსვით დაზიანებულ უბანს, შემოიხვიეთ ბამბის ქსოვილი და შემდეგ ცელოფნის ფენა. ეს პროცედურა უნდა გაკეთდეს ღამით, ძილის წინ.

სოდიანი წყლის აბაზანები. 1 ლიტრ ცხელ წყალში ჩაყარეთ 5 ს/კ სოდა და მოათავსეთ იდაყვები ნახევარი საათის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ სასარგებლოა სკრაბის გამოყენება.

ხელისა და იდაყვის მიდამოს კანის სიმშრალე მკურნალობას ადვილად ემორჩილება, თუ გარეშე ფაქტორებით ან არაკორექტული მოვლითა და კვებითაა განპირობებული.

კანის დაავადებით გამოწვეული აქერცვლა ხშირად ქრონიკული ხასიათისაა, შეიძლება ასევე განპირობებული იყოს მემკვიდრული ფაქტორით.

იდაყვზე კანის სიწითლისა და აქერცვლის გამოვლენისას საჭიროა მიზეზის დადგენა, ექიმის კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. სწორი მოვლა და პროფილაქტიკა გართულებებს თავიდან აგვაშორებს.

ლალი ჩხიკვაძე

როგორ ვუმკურნალოთ მკლავებზე ხორკლიან კანს