ინოვაციური "როლერ კრემი" უზრუნველყოფს სახის კანის სწრაფ ლიფტინგს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

ინოვაციური "როლერ კრემი" უზრუნველყოფს სახის კანის სწრაფ ლიფტინგს

ინოვაციური "როლერ კრემი" უზრუნველყოფს სახის კანის სწრაფ ლიფტინგს
თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებული რიტმი, არასწორი კვება და სხვა აგრესიული გარემო ფაქტორები მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში აგდებს ჩვენს სახის კანს. ამ შემთხვევაში, გვინდა წარმოგიდგინოთ ინოვაციური გამოგონება ბრიტანული ბრენდისგან “დელფი კოსმეტიკს”.

“როლერ კრემი” ექსტრემალური დამატენიანებელი ეფექტით.

ეს ინოვაციური სახის კრემი დამზადებულია ხიზილალას ექსტრაქტისა და ელასტინის ბაზაზე, რომელიც მოთავსებულია სპეციალური მასაჟორ - აპლიკატორის მქონე ტუბში. როლერ აპლიკატორის საშუალებით კრემი ჯერ დაიტანება კანის ზედაპირზე, შემდეგ, მსუბუქი სპონჯ-მასაჟორის გამოყენებით მთლიანად შეიწოვება კანის მიერ. ამრიგად, ერთის მხრივ, კანი ღრმად დატენიანდება და ამავდროულად მასაჟდება და ტონუსში მოდის სახის კუნთები.

შეგახსენებთ, რომ ელასტინი, ეს არის მაღალელასტიური პროტეინი (ცილა) რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ბუნებრივად შეიცავს. სწორედ ელასტინი განაპირობებს ჩვენი კანის სილამაზეს.
ასაკთან ერთად, სამწუხაროდ მისი შემცველობა ორგანიზმში იკლებს და შედეგად კანი მოშვებული ხდება. ჩნდება ნაოჭები და დაბერების პირველი ნიშნები.

mkurnali.ge

ხიზილალას ექსტრაქტს გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური (დაბერების საწინააღმდეგო) მოქმედება.
იგი ხელს უშლის კანში კოლაგენისა და ელასტინის დესტრუქციას. ამავდროულად, მასში შემავალი ომეგა -3 და ომეგა- 6 ერთგვარ ბარიერის ფუნქციას ითავსებენ (განსაკუთრებით, მზის UVA და UVB სხივებისგან).

შედეგად, მისი გამოყენების შემდგომ, მცირდება წვრილი ნაოჭები და კანი რჩება დატენიანებული მთელი დღის მანძილზე. კრემის მსუბუქი ტექსტურა ადვილად შეიწოვება კანის მიერ და არ ტოვებს წებოვანებას. ამიტომ მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება ყოველდღიური მაკიაჟის გაკეთების წინ.

“როლერ კრემის” გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია თვალის ირგვლივ, ღაწვების და ყელის ზონის დამუშავების მიზნით.

mkurnali.ge

დელფის როლერ კრემი აქტიურად გამოიყენება პროფესიონალურ კოსმეტოლოგიაში. ინექციური მეთოდების (პლაზმოლიფტინგი, ფილერები, ბიორევიტალიზაცია, ბოტოქსი) განხორციელების შემდგომ როლერ კრემის ყოველდღიური გამოყენება ზრდის პრეპარატების მოქმედებას და ეფექტს უფრო თვალსაჩინოს ხდის.

უნდა გვახსოვდრეს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მასაჟორ-აპლიკატორის სწორი მიმართულებით - ქვემოდან ზემოთ გამოყენებას.

შეგახსენებთ, რომ “დელფი კოსმეტიქსის” ბრენდ-მაღაზია მდებარეობს “გალერია თბილისის” -1 სართულზე.

#delfy #delfycosmetics

(R)

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 15-09-2018
სოფო
საოცარი პროდუქტია, საკუთარ თავზე მაქვს დატესტილი
თარიღი : 14-09-2018
სერგო
მე მომწონს
თარიღი : 14-09-2018
eka
es kremi mudmivi chemi tanamgzavria kvelgan, zalian momcons rogorc damatenianebeli da plius rolerit es fantastikaa❤️❤️
მსგავსი სიახლეები

სახის კრემი ქალისთვის ძალზე მნიშვნელოვანი რამაა - ის ამდიდრებს და ატენიანებს კანს, ებრძვის ნაოჭებს და კანის სხვა პრობლემებს. იშვიათად თუ ვინმე ინტერესდება, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის კრემი და შეიძლება თუ არა, მან სარგებლობის ნაცვლად ზიანი მოგვიტანოს.

12-06-2013
კატეგორიის სხვა სტატიები
როზაცეა ანუ ვარდისფერი ფერიმჭამელები კანის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სებორეის ფონზე ვითარდება და გამოვლინდება სახის კანის, განსაკუთრებით - ცხვირისა და ლოყების გაწითლებით.
გვესაუბრება დერმატო-ვენეროლოგი ნინო ოთარაშვილი.
კანი ადამიანის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რომლის მოვლაც წლის ნებისმიერ დროს აუცილებელია.
"ჩემს 23 წლის ვაჟს აქვს სებორეული დერმატიტი, ჭარბი ქერტლიანობა.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად