ბიოეპილაცია
ჭარბი თმის მოცილების ყველაზე გავრცელებული მეთოდი ბიოეპილაციაა (ბიომექანიკური ეპილაცია), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კანის დიდი ნაწილი სწრაფად და დაუზიანებლად დამუშავდეს. თმას

ზედმეტი თმის სამუდამოდ მოსაცილებლად ყველაზე უტყუარი და უსაფრთხო მეთოდი ელექტროეპილაციაა. მედიკოსები ამ პროცედურას მაღალი სიხშირის ელექტრული იმპულსის მეშვეობით ატარებენ. მისი ჩატარება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება, მათ შორის - სახეზეც. პროცედურა სპობს თმის ძირს, რომელიც კანის ზედაპირიდან 3-4 მმ სიღრმეზეა და მის ზრდას განაგებს. მაგრამ თუ ელექტროეპილაციის გაკეთება გადაწყვიტეთ, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ - ერთი ზონის დამუშავებას რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე სჭირდება. თმისგან საბოლოოდ რომ გათავისუფლდეთ, რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროთ. ერთი სეანსის დროს მცირე ფართობს ამუშავებენ, ერთი თვის შემდეგ, განმეორებითი პროცედურისას, იმავე ზონის დამუშავებას 1,5-2-ჯერ ნაკლები ხანი სჭირდება, რადგან თმის ნაწილი უკვე განადგურებულია. სასურველია, ელექტროეპილაციის დროს ელექტროდებად თხელი ვოლფრამის ძაფები გამოიყენონ და არა საეპილაციო ნემსები, რომლებიც კანზე ნაკვალევს ტოვებს. ტკივილს ყველა ერთნაირად არ გრძნობს, თანაც განსაკუთრებით სათუთი და მტკივნეული ადგილების დამუშავებისას ანესთეზიას იშველიებენ. დაიხსომეთ: ელეტროეპილაციის ხარისხიანად ჩატარებას მხოლოდ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტი შეძლებს. ვოლფრამის ელექტროდი თმის ძირის დასაწყისს უნდა მისწვდეს და ისე დაიწვას, რომ მიკროდამწვრობა მხოლოდ ვოლფრამის ფუძეზე 3-4 მმ სიღრმეზე მოხდეს და არამც და არამც - კანის ზედაპირზე, სადაც შეიძლება ნაწიბური დარჩეს. პროცედურა უსაფრთხოა და ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელი.
ახალი მეთოდები
ლაზერული ეპილაცია და ფოტოეპილაცია სულ ახლახან დამკვიდრდა და ახდენს თუ არა ადამიანის ორგანიზმზე მავნე გავლენას, ჯერ უცნობია. თუმცა სპეციალისტები, რომლებიც ამ მეთოდებს იყენებენ, გვარწმუნებენ, რომ ისინი უვნებელია. სხვათა შორის, ჭარბი თმის მოცილების სრულყოფილი, უმტკივნეულო, სწრაფი და სრული ეფექტის მქონე მეთოდი უკვე მოიძებნა: 1896 წელს გერმანელმა ექიმმა ფრეინდმა, საზოგადოებას თმის რენტგენის სხივებით მოცილება შესთავაზა, - მაგრამ ამ მეთოდს ამჟამად არავინ იყენებს.