საიდან ჩნდება ნაოჭები და როგორ დავაღწიოთ მათ თავი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

საიდან ჩნდება ნაოჭები და როგორ დავაღწიოთ მათ თავი

საიდან ჩნდება ნაოჭები და როგორ დავაღწიოთ მათ თავი
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან. ეგზოტიკური მეთოდები მეცნიერების თანამედროვე მიღწევებმა ჩაანაცვლა. ახლა პლასტიკური ოპერაციების გარდა, კოსმეტოლოგები კონსერვატიულ მეთოდებსაც ფლობენ, რომელთა წყალობით ნაოჭები უკვალოდ ქრება.


როგორი შეიძლება იყოს ნაოჭი?

კოსმეტოლოგები ნაოჭებს სიღრმისა და წარმოქმნის მიზეზთა მიხედვით აჯგუფებენ.

სიღრმის მიხედვით:
ზედაპირული (ეპიდერმული) ნაოჭი ეხება კანის ზედაპირულ შრეს - ეპიდერმისს. ამ წვრილ ნაოჭებს, რიგ შემთხვევაში, “ბადის” შესახედაობა აქვს. ხშირად ზედაპირული ნაოჭების წარმოქმნის მიზეზი კანის გაუწყლოებაა, მის გაჩენას განაპირობებს ეპიდერმისის რქოვანა შრის გასქელებაც, რომელიც გამოწვეულია რქოვანა გარსის
უჯრედთა განახლების პროცესის შენელებით.

საშუალო-ღრმა ნაოჭები (დერმული) ეხება შუა შრეს - დერმას და ზედაპირული ნაოჭების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების შედეგია. მისი გაჩენა განპირობებულია ბოჭკოების დაზიანებით, ფიბრობლასტების სინთეზის შენელებით.

ღრმა ნაოჭები - ეხება არა მარტო კანის ყველა შრეს, მათ ფორმირებაში მონაწილეობს კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისიც. ღრმა ნაოჭები,
უპირველესად, ჩნდება კანის ბუნებრივ ნაკეცებში - მაგალითად, ცხვირ-ტუჩის ნაოჭი. მის გაჩენას განაპირობებს ქსოვილების გრავიტაციული ფთოზი, როდესაც სიმძიმის ძალის ზემოქმედებით, შესუსტებული კუნთური ტონუსის ფონზე, კანი ეშვება.

ღრმა ნაოჭებისადმი განწყობა სხეულის გარკვეულ უბნებში მნიშვნელოვნად განპირობებულია გენეტიკითა და სახის წყობის ინდივიდუალური თავისებურებებით. თუმცა მათი წარმოქმნის ხარისხი დამოკიდებულია იმ უარყოფით ფაქტორებზე, რომლებიც მოქმედებს ზედაპირული და საშუალო-ღრმა ნაოჭების წარმოქმნაზე.

წარმოქმნის ძირითადი მიზეზის მიხედვით:
დინამიკური ნაოჭები ჩნდება მიმიკური კუნთების რეგულარული შეკუმშვის შედეგად. მათ “მიმიკურ” ნაოჭებსაც უწოდებენ. იმ უბნებში, სადაც კუნთების მომატებული მოძრაობაა, მიმიკური აქტივობისას წარმოქმნილი კანის ნაკეცები სრულად ვეღარ სწორდება და უკვე 20 წლის ასაკისთვის წარმოიქმნება დინამიკური ნაოჭები. ყველაზე ხშირად პირველი მიმიკური ნაოჭები შუბლზე ჩნდება, მოგვიანებით - თვალის გარეთა კუთხეებში. დაახლოებით 30 წლის ასაკისთვის ფორმირდება ნაოჭები ზედა ქუთუთოებზეც.

სტატიკური ნაოჭები (ასაკობრივი, გრავიტაციული), როგორც წესი, 40 წლის ასაკისთვის ჩნდება. დინამიკურისგან განსხვავებით, სტატიკური ნაოჭები აღმოცენდება მიმიკური ნაოჭების მუშაობის მიუხედავად. მათი გაჩენა განპირობებულია კანის დაბერების როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური პროცესით (მოწევით, ულტრაიისფერი სხივებითა და გარემოს სხვა უარყოფითი ფაქტორებით გამოწვეული). კანის დაბერებისას მასში ნელდება სისხლის მიმოქცევა, მცირდება კოლაგენის, ელასტინის, ჰიალურონის მჟავას შემცველობა, რაც აქვეითებს კანის ელასტიკურობას და ადუნებს მას.

ტონუსს კარგავს მიმიკური მუსკულატურაც. სიმძიმის ძალის მოქმედებით სახის ქსოვილები ეშვება, თანაც არათანაბრად, რაც იწვევს სტატიკური (გრავიტაციული) ნაოჭების გაჩენას. მის წარმოქმნას განაპირობებს ტანდეგობის დარღვევა, ძილის დროს არასწორი პოზა და სხვა ფაქტორებიც.

ნაოჭები შეიძლება იყოს კომბინირებული - როგორც სტატიკური, ისე დინამიკური.


mkurnali.geნაოჭების კორექციის მეთოდები

კონტურული პლასტიკა - უნივერსალური მეთოდია, სხვადასხვა სიმკვრივის გელის გამოყენებით შესაძლებელია ზედაპირული და ღრმა ნაოჭების მოშორება.

ბოტოქსი და დისპორტი - მათი შეყვანა დინამიკურ ნაოჭებთან ბრძოლის ძირითადი მეთოდია. ისინი დროებით თრგუნავენ მიმიკური ნაოჭების აქტივობას და ზემოქმედებენ მათი აღმოცენების მიზეზზე.

RF-ლიფტინგი გადაჭიმვის ეფექტს უზრუნველყოფს, კანის ფართობი მცირდება, რაც განსაკუთრებით გამოხატულია კისრისა და ნიკაპის ასაკობრივი ნაოჭებისას.

ზედაპირული პილინგი - აჩქარებს ეპიდერმისის უჯრედების განახლების პროცესს. ის ნაოჭების გაჩენის პროფილაქტიკაა. მისი გამოყენებისას თანაბრდება კანის მიკრორელიეფი, სწორდება წვრილი ნაოჭები.

საშუალო პილინგი უფრო ღრმად მოქმედებს. მისი საშუალებით შესაძლებელია საშუალო-ღრმა ნაოჭების მოშორება და პარალელურად, სხვა მრავალი ესთეტიკური პრობლემის გადაჭრა.

LPG-მასაჟი სახის ქსოვილების სისხლის მი­მოქცევას აუმჯობესებს, კუნთებს ტონუსს უბ­რუნებს (რაც ძალიან მნიშვნელოვანია გრავიტაციული ნაოჭებისას), ააქტიურებს “ახალგაზრდობის უჯრედებს” - ფიბრობლასტებს, რომლებიც კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას აძ­ლიერებენ.

ბიორევიტალიზაცია - კანის მიერ ტენის დაკარგვა ნაოჭების წარმოქმნის პირველი ფაქტორია. მისი საშუალებით არა მარტო ნაოჭების გაჩენას შეიძლება აღვუდგეთ წინ, არამედ უკვე არსებული ზედაპირული ნაოჭებიც მოვიშოროთ.

მეზოთერაპია კანისთვის საჭირო ნივთიერებების შეყვანის შესაძლებლობაა. იგი ნაოჭების სამკურნალო მეთოდი არაა, ის ეფექტური პროფილაქტიკაა. კოსმეტოლოგს შეუძლია ინდივიდუალურად შეარჩიოს პრეპარატის შემადგენლობა.

ტრედლიფტინგი 3D - მეზოძაფები - კანქვეშ ძაფების შეყვანა კანის გადაჭიმვის ეფექტის მიღებას უზრუნველყოფს და ასწორებს ნაოჭებს კანის დამჭერი შინაგანი კარკასის შექმნით.

ნაოჭების წარმოქმნის ძირითადი მიზეზებია:

  • ბუნებრივი დაბერება;
  • ულტრაიისფერი სხივებისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედება;
  • კანის გაუწყლოება;
  • სახის მიმიკური კუნთების ზედმეტი აქტივობა;
  • კანის არასწორი მოვლა (განსაკუთრებით - მშრალი კანის შემთხვევაში);
  • მოწევა და სხვა მავნე ჩვევები;
  • სახის წყობის თავისებურებები (მაგალითად, არასწორი თანკბილვა, ცხვირ-ტუჩისა და სხვა ნაოჭების წარმოქმნა).


კანის მოვლა

კოსმეტიკა უნდა შეირჩეს კანის ტიპის, ასაკის, ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დამატენიანებელ მოქმედებას. სხვადასხვა გარე და შიდა ფაქტორების ზემოქმედება, მათ შორის - შარდმდენი საშუალებების მიღება, წყლის ხშირი პროცედურები კანის დაუტენიანებლად იწვევს კანის გაუწყლოებას. დამატენიანებელი კომპონენტებია:

  • ჰიალურონის მჟავა და მისი ნაწარმები;
  • ელასტინისა და კოლაგენის ჰიდროლიზატები;
  • ცერამიდები;
  • წყალმცენარეების, ალოესა და სხვა მცენრეების ექსტრაქტები;
  • ეთერზეთები;
  • ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები (ოლეინის, ლინოლის, ლინოლენის).
  • სტიმულაცია. არსებობს პრეპარატები, რომელთა კომპონენტები კანში ღრმად, ცხიმოვანი უჯრედების დონეზე შედის. ისინი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაზე მოქმედებენ. ასეთ კომპონენტებს მიეკუთვნება:
  • С ვიტამინ;
  • რეტინოლი;
  • ფიტოესტროგენები;
  • ხილის მჟავები;
  • ზოგიერთი მინერალი;
  • თაფლი;
  • რკინა.


კანის დაცვა

მოარიდეთ კანს მავნე ულტრაიისფერი სხივები, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები, ცივ პერიოდში კი დაიცავით იგი ქარისა და სიცივისაგან.

ასაკთან ერთად სახეზე აღიბეჭდება ყველა მანკიერი და მავნე ჩვევა. ამიტომ, რაც უფრო გონივრულად და სიყვარულით მოეკიდებით თქვენს სხეულს, მით უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნებთ ჯანსაღ და ახალგაზრდა კანს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სახის კანის პრობლემები ხშირად მისი არასწორი მოვლის გამო ჩნდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახის დაბანის რეჟიმსა
07-10-2019
მათ, ვისაც სურს ჰქონდეს ჰერაკლესა და აპოლონ ბელვედერელის სხეული, პლასტიკური ქირურგები
04-06-2019
(ნაციონალური ქირურგიის თავისებურებანი)
05-02-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
რატომ არის გარუჯული კანი პოპულარული? - ის ლამაზად გამოკვეთს სხეულის კონტურებს
სამი მხიარული ასო – SPF სადღეისოდ ყველასათვის ნაცნობია!
ზაფხულში დასვენება ლამაზ რუჯთან არის დაკავშირებული. ხანდახან, სასურველი ფერის მისაღებად,
მედიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო და რა რაოდენობით რუჯი მიიჩნევა "სწორ ზომად".
მუწუკები და ფერიმჭამელები სახისთვის ნამდვილი უბედურებაა. სხვათა შორის, ეს პრობლემა ბოლო დროს არა მარტო მოზარდებს, უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც აწუხებთ.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად