როგორც გუგა ქაშიბაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მზისგან დამწვრობის გამო, ამჟამად, დამწვრობის ცენტრში მკურნალობას ოთხი ახალგაზრდა ქალი გადის, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა. „ამ პაციენტებს შორის მინიმალური ასაკი 19 წელია, ხოლო მაქსიმალური - 26 წელი. ოთხივე მათგანი მზით დამწვარია“, - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
მისივე თქმით, ზაფხულის სეზონზე დამწვრობის ცენტრს ლეღვის ფოთლების ნახარშით მიყენებული დამწვრობის გამო ორმა პირმა მიმართა, რომლებიც მკურნალობის კურსს ამჟამად
გუგა ქაშიბაძის რეკომენდაციით, დღის 11:00 საათიდან 17:00-მდე გარუჯვისგან თავის შეკავებაა აუცილებელი. ის გარჯვის მსურველებს მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას ურჩევს.