რა არის საჭირო კანის სილამაზისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის საჭირო კანის სილამაზისთვის

ძილი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. ახალგაზრდობის წყაროს წარმოადგენს სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. კანსითვის სასარგებლოა:

მწვანე და წითელი ბოსტნეული

სტაფილოსფერი-მოწითალო შეფერილობის ყველა ბოსტნეული გაჯერებულია ბეტა-კაროტინებით, რომელიც ორგანიზმში А ვიტამინად გარდაიქმნება. იგი უჯრედებს რღვევისა და ნაადრევი დაბერებისგან იცავს. А ვიტამინით მდიდარია ისპანახი და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის უმრავლესობა.

ნიგოზი

ნიგვზის, ნუშის სარგებელი განპირობებულია ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით. ნიგოზში არსებული Е ვიტამინი ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ეს უკანასკნელი აჩქარებს კანის დაბერების პროცესს.

ციტრუსები

С ვიტამინი, რომლითაც ციტრუსებია მდიდარი, ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში ეხმარება. ეს ცილა კი კანის ძირითად სტრუქტურას წარმოადგენს. კოლაგენის შემცირება და მისი დაშლა იწვევს კანის მოდუნებას.

კანის ახალაზრდობა

თითქმის ყოველთვის სახის ფერით შესაძლებელია იმის დადგენა, თუ როგორ იკვებება ადამიანი. მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ან გამოვრიცხოთ რაციონიდან შაქარი, განსაკუთრებით ფრუქტოზა და მარცვლოვნები. კანის სისუფთავისა და სიჯანსაღისთვის აუცილებელია ორგანიზმი ტოქსინებისგან გავწმინდოთ და მივაწოდოთ აუცილებელი ელემენტები.

კანის სილამაზეზე პასუხისმგებელი ორგანოებია: თირკმელები, ღვიძლი, ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი, მსხვილი და წვრილი ნაწლავები.

ღვიძლი და თირკმელები რეგულარულად, შეუსვენებლად ფილტრავენ ყველაფერს, რაც ჩვენს ორგანიზმში ხვდება. არასწორი კვების შემთხვევაში, ეს ორგანოები ზენორმულ სამუშაოს ასრულებენ. შედეგად კი შესაძლებელია მივიღოთ კანის პრობლემები.

ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ენერგიისთვის ესაჭიროება. მოდუნებული, აქერცვლისკენ მირდეკილი, მშრალი კანი აღნიშნული ორგანოს ცუდი მუშაობის მაჩვენებელია.

თირკმელზედა ჯირკვალი გამოიმუშავებს ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ჰორმონებს (ტესტოსტერონი, პროგესტერონი, დეჰიდროეპიდანდოსტერონი, პრეგნენოლონი და ესტროგენი). ჰორმონული დისბალანსი კანის პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.

წვრილი და მსხვილი ნაწლავი საკვებ ნივთიერებებს აწვდის მთელ ორგანიზმს და გამოჰყავს ნარჩენები. ის, რამაც უნდა დატოვოს ორგანიზმზი, როდესაც ნაწლავში ყოვნდება, კანი სწრაფად ცხიმიანდება და ანთებითი ხდება. სუფთა და უნაკლო კანი ნაწლავის სისუფთავის მაჩვენებელიცაა.

სასარგებლო პროდუქტების სიაშია ზღვის პროდუქტები, როგორც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ძირითადი წყარო. მშრალ კანთან საბრძოვლელად, რაციონში, განსაკუთრებით ზამთარში, საკმარისი რაოდენობით ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები უნდა იყოს.

ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით როგორც საკვებ ნივთიერებებს, ისე წყალს. უფრო მეტიც, ბოსტნეული ორგანიზმის ბუნებრივი დეტოქსიკაციის სისტემის მუშაობაში მოყვანის კატალიზატორია. ღვიძლის სიჯანსაღისთვის საუკეთესოა ბროკოლი, ისპანახი, კომბოსტო.

ფიზიკური დატვირთვა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ აერობული ვარჯიშებიდან უფრო სერიოზულ დატვირთვაზე გადაერთვებით, ბუნებრივი გზით აიმაღლებთ ორგანიზმში ზრდის ჰორმონის შემცველობას, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეანელებს დაბერების პროცესს.

კარგი ძილი, ემოციურ სტრესთან დაკავშირებული პრობლემების სწორი გადაწყვეტის საშუალებაა, რაც ფიზიკური მიმზიდველობის აღდგენის საუკეთესო ღონისძიებაა.

ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტების მიღება კანის ნაადრევი დაბერებისგან დაცვის ფუნდამენტია. კანზე ლოკალურად ანტიოქსიდანტების წასმა ასევე დამცავ საშუალებას წარმოადგენს, მაგრამ ძნელია ისეთი საშუალების პოვნა, რომელშიც საჭირო რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებები იქნება. კანის მოვლის საშუალებები ძირითადად შეიცავს არც თუ ისე უვნებელ მრავალ ქიმიურ ნივთიერებას და სასარგებლო ინგრედიენტები მასში ძალზედ ცოტაა.

რასაც კანზე ვისვამთ, პრაქტიკულად ყველაფერი იწოვება ორგანიზმში, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ მოვლის საშუალების შემადგენლობას და მის შერჩევას ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ, როგორც კვების პროდუქტებს. კანის კვებაც უმჯობესია ბუნებრივი საშუალებებით. ამდენად კანს გააზრებული ზრუნვა ესაჭიროება. სასარგებლოა: ჟოჟობას ცხიმის, ალოეს წვენის, კაკაოს ცხიმის, ქოქოსის ზეთის შემცველი საშუალებები. ეს ინგრედიენტები ცალცალკეც ძალიან ძლიერია, ხოლო ერთობლიობაში კანს არბილებს, ატენიანებს და ორგანიზმიც არ იტვირთება ზედმეტი ტოქსინებით.

ლალი ჩხიკვაძე