დერმატოლოგია

როდის არის თმის ცვენა საგანგაშო

როდის არის თმის ცვენა საგანგაშო
მამაკაცებისგან განსხვავებით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან თმის ცვენა ლოკალურ ხასიათს შედარებით იშვიათად ატარებს (მით უფრო დიდ მასშტაბებზე). როგორც წესი, თმის შესამჩნევი და მნიშვნელოვანი გაიშვიათება ქალბატონებთან თავის მთელ ზედაპირს მოიცავს.

თმის ცვენის მიზეზი სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებაა (სტრესები, რადიაციის გავლენა, ეკოლოგიური ფაქტორები, მკაცრი დიეტები, ამა თუ იმ პრეპარატის უკონტროლო მიღება და სხვა).

მაინც რა სიტუაციაა საგანგაშო?

დღეში თმის 100-მდე ღერის გაცვენა ნორმალურად (ფიზიოლოგიურად) ითვლება. თუმცა ამ ოფიციალურ მაჩვენებელს ზოგიერთი სპეციალისტი სკეპტიკურად უდგება, იშველიებს რა შემდეგ
არგუმენტს - ზოგიერთ ადამიანს თავზე 50 000 ღერი თმა აქვს, ზოგს - 150 ათასი, ასე რომ გაცვენილი ღერების რაოდენობა არსებულის შესაბამისი უნდა იყოს და აქედან გამომდინარე, ყველაფერი ამა თუ იმ გარემოების გათვალისწინებით ინდივიდუალურია! ერთისთვის ნორმა, სხვისთვის - პათოლოგიად ითვლება და ა.შ.

ყველაზე უტყუარი მაინც საკუთარი
დაკვირვება და ანალიზია. თმის ცვენა გაგიძლიერდათ თუ არა, ამას, თქვენზე უკეთ ვერავინ შეაფასებს.

საორიენტაციოდ შემდეგი ტესტიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: აიღეთ დაახლოებით 15 ღერის შემცველი კულული და ძლიერად მოქაჩეთ ძირების არეში, თუ ხელში თმის სამ ღერზე მეტი შეგრჩათ, ე.ი. თმის ცვენა ნამდვილად გაძლიერებული გაქვთ და აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება - გვაფრთხილებენ სპეციალისტები!

თინათინ გოცაძე

წაიკითხეთ:
ჰეარფოლიკ ტრიკოლოჯიკ მამაკაცის

და ჰეარფოლიკ ტრიკოლოჯიკ ქალის - ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად




ტეგები: თმის ცვენა
მსგავსი სიახლეები