გიგანტური პიგმენტური ნევუსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გიგანტური პიგმენტური ნევუსი

ის დიდი ზომის პიგმენტური ლაქაა (20 სმ-ზე მეტი), რომელიც კიდურის ან ტანის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს.

დამახასიათებელი შესახედაობის გამო ასეთი ნევუსის დიაგნოსტიკა ძნელი არ არის. გიგანტური პიგმენტური ნევუსი მიეკუთვნება მელანომასაშიშ ნევუსებს, ამიტომ მისი მოშორება სასურველია. ნევუსის მქონე პაციენტები რეგულარულად უნდა გადიოდნენ დერმატოონკოლოგის კონსულტაციას მისი ავთვისებიანი ტრანსფორმაციის დროული დიაგნოსტიკისთვის.

გიგანტური პიგმენტური ნევუსის განვითარება განპირობებულია მელანობლასტების დიფერენცირების პროცესის დარღვევით, რომელიც ნაყოფის მუცლადყოფნის მე-10-დან 25-ე კვირამდე პერიოდში მიმდინარეობს. დაავადება შეიძლება სხვა თანდაყოლილ ანომალიებთან, მაგალითად: ჰიდროცეფალიასთან, რეკლინჰაუზენის ნეიროფიბრომატოზთან, ეპილეფსიასთან, თავის ტვინის რბილი გარსის პირველად მელანომასთან ერთად აღინიშნებოდეს.

სიმპტომები

გიგანტური პიგმენტური ნევუსი, დიდი ზომების გამო, ხშირად მთელ ანატომიურ უბანს იკავებს. ის შეიძლება იყოს ზურგზე, კიდურებზე, კისერზე ან თავზე. ზურგზე სიმეტრიული განლაგებისას ვითარდება ჟილეტის მსგავსი სურათი, კისერზე კი - საყელოსი. შესაძლებელია გიგანტური ნევუსის ერთობლიობა მრავლობით წვრილ ნევუსთან, რომლებიც, ჩვეულებრივ, მისგან რამდენადმე მოშორებითაა.

გიგანტური პიგმენტური ნევუსის ზედაპირი არასწორია, ფერი შეიძლება ვარირებდეს ყავისფრიდან შავამდე. დროთა განმავლობაში დაზიანებული უბნის კანი სქელდება და პიგმენტაცია ძლიერდება. ამასთან, ნევუსის სხვადასხვა უბანს შეიძლება სხვადასხვა შეფერილობა ჰქონდეს. ნევუსის ზედაპირი არაერთგვაროვანი, ხორკლიანი ხდება. უმეტეს შემთხვევაში, ნევუსის ცალკეულ უბანზე ჩნდება თმა. რადგან გიგანტური პიგმენტური ნევუსი ნელა იზრდება, ბავშვის ზრდასთან ერთად მისი ზომა შედარებით მცირდება. მოზარდობის პერიოდის დასრულებისას ნევუსის პიგმენტაცია მცირდება და მისი გასქელება ჩერდება. როგორც სხვა თანდაყოლილი ნევუსები, გიგანტური პიგმენტური ნევუსიც კანზე მთელი ცხოვრება ნარჩუნდება.

გართულებები

ძირითადი გართულება მისი მალიგნიზაცია და მელანომად ტრანსფორმაციაა, ეს პროცესი შეიძლება პროვოცირდეს ნევუსზე სხვადასხვა მწვავე ან განმეორებითი ტრავმული ზემოქმედებით: მექანიკური, რადიაციული (მათ შორის - მზის სხივებით), ქიმიური.

გიგანტური პიგმენტური ნევუსის მელანომად გარდაქმნა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. ნევუსის მელანომად ტრანსფორმაციისას აღინიშნება მისი გაძლიერებული ზრდა, ფერისა და საზღვრების ცვლილება, სისხლდენა, ეროზიისა და ქერქების გაჩენა.

დიაგნოსტიკა

გიგანტური პიგმენტური ნევუსის დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა მისი დამახასიათებელი შესახედაობა და დაბადებიდან კანზე არსებობა. ნევუსის მელანომად ტრანსფორმაციის დროულად გამოსავლენად აუცილებელია დამატებითი კვლევა. ამ მიზნით ყველაზე ხშირად გამოიყენება დერმატოსკოპია და სიასკოპიური კვლევა, რომელიც ნევუსის სტრუქტურისა და კიდეების შესწავლის საშუალებას იძლევა 10-30-ჯერ გადიდებით. ოპერაციის დაგეგმვისას, დერმატოსკოპიის საშუალებით, ზუსტად განისაზღვრება ნევუსის საზღვრები.

მკურნალობა

ნევუსის დიდი ზომისა და პაციენტის ახალშობილობის მიუხედავად, მკურნალობის საუკეთესო საშუალება მისი მოშორებაა. ასეთი სამკურნალო ტაქტიკა გიგანტური ნევუსის მალიგნიზაციის შესაძლებლობას უკავშირდება, ეს კი ახლშობილის სიცოცხლის პირველსავე წელს შეიძლება მოხდეს.

ოპერაციის გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად - ნევუსის განთავსების, ზომის, ასაკის, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოპერაციის შედეგად შესაძლო ინვალიდიზაციის ხარისხისა და სხვათა გათვალისწინებით. თუ ოპერაცია ვერ ხერხდება, პაციენტს ესაჭიროება ონკოლოგის მუდმივი დაკვირვება.

გიგანტური პიგმენტური ნევუსის ოპერაციულ მკურნალობას დერმატოონკოლოგები და პლასტიკური ქირურგები ერთდროულად ატარებენ. თუ ნევუსის ზომები და ლოკალიზაცია არ იძლევა  ერთბაშად მოშორების საშუალებას, ის ეტაპობრივად უნდა მოიკვეთოს. ოპერაციის შემდეგად მოშორებულ მასალას აუცილებლად უტარდება ჰისტოლოგიური კვლევა. ოპერაციით გამოწვეული კანის დიდი დეფექტი კანის პლასტიკით მის დახურვას მოითხოვს.