გიგანტური პიგმენტური ნევუსი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

გიგანტური პიგმენტური ნევუსი

გიგანტური პიგმენტური ნევუსი
გიგანტური პიგმენტური ნევუსი კანის თანდაყოლილი, კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნია. ის დიდი ზომის პიგმენტური ლაქაა (20 სმ-ზე მეტი), რომელიც კიდურის ან ტანის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს.

დამახასიათებელი შესახედაობის გამო ასეთი ნევუსის დიაგნოსტიკა ძნელი არ არის. გიგანტური პიგმენტური ნევუსი მიეკუთვნება მელანომასაშიშ ნევუსებს, ამიტომ მისი მოშორება სასურველია. ნევუსის მქონე პაციენტები რეგულარულად უნდა გადიოდნენ დერმატოონკოლოგის კონსულტაციას მისი ავთვისებიანი ტრანსფორმაციის დროული დიაგნოსტიკისთვის.

გიგანტური პიგმენტური ნევუსის განვითარება განპირობებულია მელანობლასტების დიფერენცირების პროცესის დარღვევით, რომელიც ნაყოფის მუცლადყოფნის მე-10-დან 25-ე კვირამდე პერიოდში მიმდინარეობს. დაავადება შეიძლება სხვა თანდაყოლილ ანომალიებთან, მაგალითად: ჰიდროცეფალიასთან, რეკლინჰაუზენის ნეიროფიბრომატოზთან,
ეპილეფსიასთან, თავის ტვინის რბილი გარსის პირველად მელანომასთან ერთად აღინიშნებოდეს.


სიმპტომები

გიგანტური პიგმენტური ნევუსი, დიდი ზომების გამო, ხშირად მთელ ანატომიურ უბანს იკავებს. ის შეიძლება იყოს ზურგზე, კიდურებზე, კისერზე ან თავზე. ზურგზე სიმეტრიული განლაგებისას ვი­თარდება ჟილეტის მსგავსი სურათი, კისერზე კი - საყელოსი. შესაძლებელია გიგანტური ნევუსის ერთობლიობა მრავლობით
წვრილ ნევუსთან, რომლებიც, ჩვეულებრივ, მისგან რამდენადმე მო­შ­ორებითაა.

გიგანტური პიგმენტური ნევუსის ზედაპირი არასწორია, ფერი შეიძლება ვარირებდეს ყავისფრიდან შავამდე. დროთა განმავლობაში დაზიანებული უბნის კანი სქელდება და პიგმენტაცია ძლიერდება. ამასთან, ნევუსის სხვადასხვა უბანს შეიძლება სხვადასხვა შეფერილობა ჰქონდეს. ნევუსის ზედაპირი არაერთგვაროვანი, ხორკლიანი ხდება. უმეტეს შემთხვევაში, ნევუსის ცალკეულ უბანზე ჩნდება თმა. რადგან გიგანტური პიგმენტური ნევუსი ნელა იზრდება, ბავშვის ზრდასთან ერთად მისი ზომა შედარებით მცირდება. მოზარდობის პერიოდის დასრულებისას ნევუსის პიგმენტაცია მცირდება და მისი გასქელება ჩერდება. როგორც სხვა თანდაყოლილი ნევუსები, გიგანტური პიგმენტური ნევუსიც კანზე მთელი ცხოვრება ნარჩუნდება.


გართულებები

ძირითადი გართულება მისი მალიგნიზაცია და მელანომად ტრანსფორმაციაა, ეს პროცესი შეიძლება პროვოცირდეს ნევუსზე სხვადასხვა მწვავე ან განმეორებითი ტრავმული ზემოქმედებით: მექანიკური, რადიაციული (მათ შორის - მზის სხივებით), ქიმიური.

გიგანტური პიგმენტური ნევუსის მელანომად გარდაქმნა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. ნევუსის მელანომად ტრანსფორმაციისას აღინიშნება მისი გაძლიერებული ზრდა, ფერისა და საზღვრების ცვლილება, სისხლდენა, ეროზიისა და ქერქების გაჩენა.


დიაგნოსტიკა

გიგანტური პიგმენტური ნევუსის დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა მისი დამახასიათებელი შესახედაობა და დაბადებიდან კანზე არსებობა. ნევუსის მელანომად ტრანსფორმაციის დროულად გამოსავლენად აუცილებელია დამატებითი კვლევა. ამ მიზნით ყველაზე ხშირად გამოიყენება დერმატოსკოპია და სიასკოპიური კვლევა, რომელიც ნევუსის სტრუქტურისა და კიდეების შესწავლის საშუალებას იძლევა 10-30-ჯერ გადიდებით. ოპერაციის დაგეგმვისას, დერმატოსკოპიის საშუალებით, ზუსტად განისაზღვრება ნევუსის საზღვრები.


მკურნალობა


ნევუსის დიდი ზომისა და პაციენტის ახალშობილობის მიუხედავად, მკურნალობის საუკეთესო საშუალება მისი მოშორებაა. ასეთი სამკურნალო ტაქტიკა გიგანტური ნევუსის მალიგნიზაციის შესაძლებლობას უკავშირდება, ეს კი ახლშობილის სიცოცხლის პირველსავე წელს შეიძლება მოხდეს.

ოპერაციის გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად - ნევუსის განთავსების, ზომის, ასაკის, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოპერაციის შედეგად შესაძლო ინვალიდიზაციის ხარისხისა და სხვათა გათვალისწინებით. თუ ოპერაცია ვერ ხერხდება, პაციენტს ესაჭიროება ონკოლოგის მუდმივი დაკვირვება.

გიგანტური პიგმენტური ნევუსის ოპერაციულ მკურნალობას დერმატოონკოლოგები და პლასტიკური ქირურგები ერთდროულად ატარებენ. თუ ნევუსის ზომები და ლოკალიზაცია არ იძლევა  ერთბაშად მოშორების საშუალებას, ის ეტაპობრივად უნდა მოიკვეთოს. ოპერაციის შემდეგად მოშორებულ მასალას აუცილებლად უტარდება ჰისტოლოგიური კვლევა. ოპერაციით გამოწვეული კანის დიდი დეფექტი კანის პლასტიკით მის დახურვას მოითხოვს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
პაპილომა კანის უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნური წანაზარდია.
05-09-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
რატომ არის გარუჯული კანი პოპულარული? - ის ლამაზად გამოკვეთს სხეულის კონტურებს
სამი მხიარული ასო – SPF სადღეისოდ ყველასათვის ნაცნობია!
ზაფხულში დასვენება ლამაზ რუჯთან არის დაკავშირებული. ხანდახან, სასურველი ფერის მისაღებად,
მედიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო და რა რაოდენობით რუჯი მიიჩნევა "სწორ ზომად".
ჭორფლი – მცირე ზომის პიგმენტური ლაქები ხშირად მემკვიდრეობით გადმოცემული საჩუქარია. ჩვეულებრივ, ის ადრეულად, 4-6 წლის ასაკში ვლინდება.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად