5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ აკნესთან ბრძოლაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ აკნესთან ბრძოლაში

5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ აკნესთან ბრძოლაში
ვულგარული აკნე, ანუ ფერიმჭამელა წარმოადგენს კანის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებას. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დერმატოლოგიური პრობლემაა, რომელიც ძირითადად გვხვდება სქესობრივი მომწიფების ასაკში და აზიანებს სახისა და სხეულის ზედა მესამედის კანს, ანუ იმ უბნებს სადაც დიდი რაოდენობით ცხიმოვანი ჯირკვლები განლაგებული.

აკნეს განვითარების მექანიზმში წამყვანი ადგილი უჭირავს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალური სეკრეციის დარღვევას. ამ დროს ხდება ფორების დახშობა ცხიმოვანი სეკრეტით და მკვდარი უჯრედებით, აგრეთვე ბაქტერიების კოლონიზაცია, რასაც შედეგად მოყვება ანთებითი პროცესების განვითარება.

როგორც დერმატოლოგი მაკა გოგსაძე აღნიშნავს, აკნეს გამომწვევი 3 შინაგანი მიზეზი არსებობს:
• ჰორმონალური
დისბალანსი
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის შეფერხება
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის შეფერხება

აკნეს მკურნალობის უამრავი ხრიკი არსებობს, თუმცა საინტერესოა, რომელია ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი.

1)დერმატოლოგთან მისვლა საუკეთესო გა
დაწყვეტილებაა, რაც აკნეს დროს შეიძლება მიიღოთ. ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის თერაპიულ კურსს,რომელიც 6-12 თვე გრძელდება და მისი მიზანია, სისხლში ანდროგენების დონის ნორმალიზება და კანზე არსებული ინფექციის დათრგუნვა.სისტემური მკურნალობისა და ჰორმონული დისბალანსის კორექციის შედეგად კანზე არსებული ფერიმჭამელები და ჩირქოვანი გამონაყარი მთლიანად ალაგდება, ხოლო ახალი ელემენტები აღარ წარმოიქმნება.
აკნესგან თავის დაღწევა შესაძლებელია; მთავარია, მას სწორად ვუმკურნალოთ.

2) აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. პირი ფრთხილად უნდა დავიბანოთ და ეს უნდა მოხდეს დილა-საღამოს, ინტენსიური დატვირთვის შემდეგ. არ შეიძლება კანზე ხსირი და ზედმეტი შეხება. ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად უნდა გამოვიყენოთ სპეციალური ქაფი ან გელი, რომელიც სალიცილის 2%-იან ან 3%-იან მჟავას შეიცავს.

3) ფრთხილად აარჩიეთ კოსმეტიკური საშუალებები. ნებისმიერი ტიპის კოსმეტიკა (ფუძე, რუჟი, თვალის ჩრდილები თუ თმის მოვლის საშუალებები) უცხიმო უნდა იყოს და ეწეროს – "არაკომედოგენური", რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული საშუალება არ ახშობს ფოლიკულის სადინარს და ცხიმიანი კანისთვის მავნე არ არის. თუმცა ზოგიერთს არც ასეთი სიფრთხილე შველის – მდგომარეობას ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება უმწვავებს. ასეთ ადამიანს საფუძვლიანი მკურნალობა სჭირდება.

. ცხიმიანი კანის მოსავლელად კარგია დამატენიანებელი და მზისგან დამცავი ეფექტის მქონე კრემი. კრემი თუ სხვა კოსმეტიკური საშუალება სახის ჩამობანიდან, სულ მცირე, 10-15 წუთის შემდეგ უნდა წაისვათ – კანს, სრულყოფილად რომ გაშრეს,დრო სჭირდება.კანის ის უბანი, სადაც თავმოყრილია აკნეს ელემენტები, მაქსიმალურად აარიდეთ ხახუნს, ტანსაცმელს (შალს, მჭიდროდ შეკრულ საყელოს), სამკაულს – ყველაფერს, რასაც სახის კანთან მჭიდრო კონტაქტი აქვს.

4) შეგიძლიათ, ეწვიოთ კოსმეტოლოგს, თუმცა აუცილებლად დარწმუნდით მის სანდოობაში. რატომღაც, ბევრი მიიჩნევს, რომ გარდატეხის ასაკში კოსმეტოლოგთან ვიზიტი არ შეიძლება და ასაკის მომატებას ელოდება, ამ დროის განმავლობაში კი პრობლემის მოგვარებას თავად ცდილობს. ეს არასწორი მიდგომაა, კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება თავისუფლად შეიძლება 16 წლიდან!
მხოლოდ, ამ ასაკში კოსმეტოლოგიური მომსახურების სპექტრი გაცილებით შეზღუდულია და სამკურნალოდაც შედარებით მსუბუქი პროცედურები (აპარატული კოსმეტოლოგია, თერაპიული კურსი და ა.შ.) ინიშნება.

5) თავიდანვე იყავით მზად იმისთვის,რომ აკნე 1 კვირაში არ გაქრება.
აკნეს მკურნალობას კომპლექსური მიდგომა ესაჭიროება, რაც გულისხმობს:
ექიმ დერმატოლოგთან ვიზიტსა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას,
საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს - ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონალური მკურნალობა და დიეტა. პარალელურად, ეფექტურია საქმეში კოსმეტოლოგის ჩართვა და აკნეს სამკურნალო პროცედურების ჩატარება.
ტეგები: რჩევა აკნე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ კანის დაავადება, ეს არის რეაქცია რამე
19-02-2019
ყველაფერი აკნეს შესახებ
13-12-2018
8 მეცნიერულად დადასტურებული რჩევა მათთვის, ვინც წონის დაკლებას ცდილობს
07-10-2018
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
რატომ არის გარუჯული კანი პოპულარული? - ის ლამაზად გამოკვეთს სხეულის კონტურებს
სამი მხიარული ასო – SPF სადღეისოდ ყველასათვის ნაცნობია!
ზაფხულში დასვენება ლამაზ რუჯთან არის დაკავშირებული. ხანდახან, სასურველი ფერის მისაღებად,
მედიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო და რა რაოდენობით რუჯი მიიჩნევა "სწორ ზომად".
ჭორფლი – მცირე ზომის პიგმენტური ლაქები ხშირად მემკვიდრეობით გადმოცემული საჩუქარია. ჩვეულებრივ, ის ადრეულად, 4-6 წლის ასაკში ვლინდება.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად