ისევ შაქრიანი დიაბეტის შესახებ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021
გაერთიანებულ სამეფოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 16 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
იცოდით, რომ ტკიპის ზოგიერთი სახეობა დამბლას იწვევს, რომლის განკურნების ერთადერთი გზაც მხოლოდ მისი მოძებნა და მოცილებაა.
რჩევები
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ექიმები, კვლევებზე დაყრდნობით,
მეცნიერებმა, ახალი კვლევის ფარგლებში გაანალიზეს 840 000 ადამიანის გენეტიკური მონაცემი.
პედიატრია
მშობლებს ყოველდღიურად არაერთი კითხვა უჩნდებათ, რომელზე პასუხის მისაღებადაც ხშირად ვერ უკავშირდებიან პედიატრს და სამწუხაროდ უწევთ სხვების გამოცდილების გათვალისწინება ან გადაწყვეტილებების თავად მიღება.
რა აჩენს რძიანას და როგორ მოვუაროთ პატარას პირის ღრუს? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ლალი ქორიძე გვიპასუხებს.

ისევ შაქრიანი დიაბეტის შესახებ

ისევ შაქრიანი დიაბეტის შესახებ

როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება? პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ფიზიკური აქტიურობის დროს ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად ყოველ 30 წუთში ერთხელ დამატებით უნდა მიიღოს 1 პურის ერთეული. II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ჭარბი წონისა და მსუქანი პირების მკურნალობის მიზანი გლიკემიის ნორმალური ციფრების მიღწევა და დიაბეტის გართულებების თავიდან აცილებაა. ამ პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული წონის დაკლებაზე,  ამიტომ II ტიპის დიაბეტის მქონე ჭარბწონიანი და მსუქანი პაციენტების დიეტა უმთავრესად წონის დაკლებისკენ არის მიმართული. წონის დაკლება საკმაოდ ძნელია, წონის სწორად, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად დაკლება კი ძალიან ძნელი და აბსოლუტურად ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. დაბალკალორიული დიეტა მორგებული უნდა იყოს ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს, კალორაჟის გამოთვლა უნდა მოხდეს აპარატის საშუალებით არაპირდაპირი კალორიმეტრიის მეთოდით, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. დღეისთვის მიღებული შეხედულების თანახმად, წონის დასაკლებად შეუცვლელია ნახშირწყლებისა და ცხიმების დაბალი შემცველობის 1 წლამდე ხანგრძლივობის დიეტა, რომელიც შესულია ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მიერ გამოცემულ დიაბეტის მართვის გაიდლაინში. პაციენტებისთვის, რომლებიც ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტას იცავენ, საჭიროა ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების კონტროლი, ცხოველური ცხიმების შეზღუდვა კი აუცილებელია დიაბეტის მქონე ყველა პაციენტისთვის,  განურჩევლად ლიპიდური ცვლის მაჩვენებლებისა. დიეტის კონკრეტიზაციის მიზნით საჭიროა თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა, ხოლო ნეფროპათიის მქონე პაციენტებს უნდა დაენიშნოთ სპეციალური დიეტა ცილების რაოდენობის სპეციალური გაანგარიშებით. ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ დიეტათერაპიით თავიდან იქნეს აცილებული ჰიპოგლიკემია,  რაც განსაკუთრებით მოსალოდნელია I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებთან, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებსა და ნებისმიერ იმ პაციენტთან, რომელიც ინსულინთერაპიაზე იმყოფება. მათთვის, ვისაც ჯერ არ აქვს დიაბეტი, მაგრამ აქვს მისი განვითარების მაღალი ალბათობა, აუცილებელია დიეტათერაპია ფიზიკურ აქტიურობასთან ერთად, ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, რასაც ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაკლებული წონის შესანარჩუნებლად. ცხოვრების წესის შეცვლა გულისხმობს წონის ზომიერ (7%-მდე) დაკლებას და რეგულარულ ფიზიკურ აქტიურობას (150 წთ კვირაში) დიეტათერაპიასთან ერთად, რომელიც კალორიებისა და ცხიმის შემცირებას გულისხმობს, რაც საერთო ჯამში ამცირებს დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებისთვის ასევე რეკომენდებულია საკვები ბოჭკოებით მდიდარი დიეტა (14გ/1000კკალ), დაცეხვილი ხორბლის პურის გამოყენება. რაც შეეხება დიეტაში ცხიმის ოდენობას, უჯერი და პოლიუჯერი ცხიმები უნდა შეადგენდეს საერთო კალორაჟის 7%-ზე ნაკლებს. რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს რაციონში მონოუჯერი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობა. აუცილებელია ნახშირწყლების მიღების მონიტორინგი სპეციალური გამოსათვლელი ცხრილით. რაც შეეხება ალკოჰოლს, ზრდასრული ქალისთვის ნებადართულია დღეში 1 ჭიქა, ხოლო მამაკაცისთვის - 1-2 ჭიქა.


- რას გვეტყვით შაქრის შემცვლელებსა და მათ გამოყენებაზე?
- ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ იმ ოდენობით, რომელიც განსაზღვრულია სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ. ნებადართულია შემდეგი დამატკბობლების: ასპარტამის, ნეოტამის, სახარინის, სუკრალიზისა და აცესულფამ კალიუმის - გამოყენება. დაბალკალორიული და არაკალორიული დამატკბობლები შეიცავ შაქრის სპირტებს (პოლიოლებს), მათი გამოყენება უსაფრთხოა, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა, განსაკუთრებით ბავშვებში. ყველაზე უსაფრთხო შაქრის შემცვლელია სტევია, თუმცა იგი არ მიეკუთვნება ხელოვნური დამატკბობლების რიგს. ხელოვნურ დამატკბობლებს თავ-თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვთ. ბაზარზე მათი გამოჩენის შემდეგ დიაბეტიან პაციენტებს საშუალება მიეცათ, მიირთვან ნაყინი, ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელები. რაც შეეხება წონის დასაკლებ პროგრამებში არაკალორიული ხელოვნური დამატკბობლების გამოყენების იდეას, მას მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. გარდა ამისა, ხელოვნური დამატკბობლებით დამზადებული პროდუქტები ცხიმით არის მდიდარი და, ამდენად, მათი გამოყენება წონის დასაკლებად მიზანშეწონილი არ გახლავთ. აცესულფამ-კალიუმი შაქარზე 200-ჯერ ტკბილია, შედის მრავალი პროდუქტის შემადგენლობაში, შეიძლება მისი ადუღება. მის უვნებლობას 90-ზე მეტი გამოკვლევა ასაბუთებს.  ასპარტამი 180-200-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე შაქარი. მისი ადუღება არ შეიძლება. აკრძალულია მათთვის, ვისაც ფენილკეტონურია აქვს, ასევე - ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებისათვის. ზოგ ადამიანში ასპარტამი თავის ტკივილს იწვევს. ამ შემთხვევვაში მისი გამოყენება უნდა შეწყდეს. ერთხანს ასპარტამი ტვინის კიბოს რისკის ფაქტორად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს მოსაზრება არ დადასტურდა. ასპარტამის მიღება ნებადართულია 40 მგ/კგ დღიური დოზით. ამჟამად მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ ბევრია ასპარტამის შემცველი სასმელი თუ ტკბილეული. 1 ლიტრი დიეტური კოკა-კოლა 100 მგ ასპარტამს შეიცავს.Aასპარტამის შემცველი გაზიანი სასმელები ბავშვებისთვის აკრძალული არ არის, მაგრამ მაინც აჯობებს, მოვარიდოთ. დიეტური კანფეტები და უშაქრო საღეჭი რეზინები უმთავრესად სორბიტოლსა და მანიტოლზეა დამზადებული, ორგანიზმში ძალიან ნელა შეიწოვება და იწვევს გვერდით მოვლენებს - გულისრევასა და აირების დაგროვებას. თუ აღნიშნული სიმპტომები გაქვთ, იმოქმედეთ გამორიცხვის მეთოდით, შეწყვიტეთ დიეტური კანფეტების მიღება და თუ სიმპტომები გაქრა, ჩათვალეთ, რომ დამნაშავე შაქრის შემცვლელები ყოფილა. სუკრალოზა შაქარზე 600-ჯერ ტკბილია. მას საკვებისა და სასმელების დასამზადებლად იყენებენ. სახარინი შაქარს სიტკბოთი 400-ჯერ აღემატება. ტოვებს ოდნავ არასასიამოვნო, მომწარო გემოს. შეიძლება მხოლოდ ტაბლეტების სახით გამოყენება. გამოკვლევებმა არ დაადასტურა მოსაზრება, რომ სახარინი შარდის ბუშტის სიმსივნეს იწვევს. ციკლამატი არაკალორიული დამატკბობელია. ვერ უძლებს გაცხელებას. ეს დამატკბობლები, თუ ზომიერად, ნებადართული ოდენობით მივიღებთ, უვნებელია. ყველა პროდუქტზე მითითებულია შაქრის შემცვლელების დასაშვები ოდენობა სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე. საქართველოში დიეტური პროდუქტების ფართო არჩევანია. ისწავლეთ სურსათის ეტიკეტის წაკითხვა. უპირატესობა მიანიჭეთ პროდუქტს, რომელიც ფრუქტოზაზეა (ხილის შაქარი) დამზადებული, თუმცა ისინიც შეზღუდვით მიირთვით.

 


 



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
ფსიქოლოგიის პროფესორი ტანი ბირონი აღნიშნავს, რომ 1970 წლიდან დღემდე, ბავშვთა აქტივობის რადიუსი
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
გინეკოლოგია
გვესაუბრება ექიმ გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი რუსუდან ხუგაშვილი.
სქესობრივი გზით გადამადები დაავადებები ძალიან გავრცელდა, განსაკუთრებული რისკის ქვეში კი ქალბატონები არიან.
გვესაუბრება ავერსის კლინიკის გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი, მარინა მაჩაიძე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად