ალექსანდრე ხელაშვილი - მკურნალი.გე

ალექსანდრე ხელაშვილი

სახელი გვარი:

ალექსანდრე ხელაშვილი

სპეციალობა : პლასტიკური ქირურგი
ტელ : 592 657 272
ვებ-გვერდი :
უმაღლესი კატეგორიის ექიმი-ქირურგი, პლასტიკური ქირურგი, პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი

რუსეთის პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიური ქირურგიული საზოგადოების ნამდვილი წევრი 1995 წ-დან.

განათლება

ა.ხელაშვილმა 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1976–1977 წწ.გაიარა ინტერნატურა ზოგად ქირურგიაში ქ.თბილისის № 1 საავადმყოფოში.

1977-1979 წწ. მუშაობდა ქირურგად ქ. ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოს გადაუდებელ ქირურგიაში.

1979-1982 წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ამიერ კავკასიის რკინიგზის საკვანძო პოლიკლინიკაში ყელ-ყურ-ცხვირის ექიმად.

1982-1993 წწ. მუშაობდა ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის თანამდებობაზე ქ.თბილისის საგანყოფილებო აკადემიკოს ე.კ.ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფოს მე-2 ქირურგიულ განყოფილებაში.

1993-2003 წწ. მუშაობდა ექიმ-ქირურგის თანამდებობაზე ქ.მოსკოვის № 79 საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში.

2003-წლიდან იგი მუშაობდა მე-2 ქირურგიული განყოფილების გამგედ ქ.მოსკოვის № 79 საავადმყოფოში.

2014 წლის თებერვლიდან 2015 წლამდე მუშაობს ამავე საავადმყოფოს ფასიანი მომსახურების განყოფილებაში პლასტიკური ქირურგის თანამდებობაზე.

2009 წლიდან ექიმ ა.ხელაშვილს მინიჭებული აქვს ექიმ-ქირურგის უმაღლესი კატეგორია, რომელიც 2014 წელს ქ.მოსკოვის ჯანმრთელობის დაცვის საატესტაციო კომისიის მიერ კიდევ იქნა დამტკიცებული.

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები:

• სამხედრო საველე ქირურგიაში (1978 წ.);

• ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების რეკონსტრუქციულ ქირურგიაში (1978 წ.); 

• კოსმეტიკურ ქირურგიაში (1981 წ.);

• ქირურგიაში (1999,2006,2011 წწ.);

• მიკროქირურგიაში (2002 წ.);

• ოტორინოლარინგოლოგიაში (2004 წ.);

• რეკონსტრუქციულ,ესთეტიურ და პლასტიკურ ქირურგიაში (1999,2000,2005 წწ.)

• 2012 წ.-ს გაიარა პროფესიული გადამზადება და სტაჟირება დამატებითი პროფესიული განათლების სახელმწიფო განათლების დაწესებულებაში „რუსეთის ჯანდაცვის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო განათლების აკადემია“ სპეციალობით“ოტორინოლარინგოლოგია“.

• 2014 წელს გაიარა დამატებითი პროფესიული გადამზადების პროგრამა „პლასტიკური ქირურგია“ სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმათებლო დაწესებულება უმაღლესი პროფესიული განათლების რუსეთის ფედერაციის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ი.მ.სეჩენოვის სახ.მოსკოვის პირველი სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტში, რის შემდეგაც სატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა „ექიმ-პლასტიკური ქირურგი“-ის კვალიფიკაცია.

• ა.ხელაშვილი არის რუსეთის პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიური ქირურგიული საზოგადოების ნამდვილი წევრი 1995 წ-დან.

• 2004 წ-ს ა. ხელაშვილი გახდა ქ. მოსკოვის პრემიის ლაურეატი მედიცინის დარგში;

• ქირურგიაში მუშაობის საერთო სტაჟი - 41 წელი. ამხნის განმავლობაში ჩატარებული აქვს 10 000 - ზე მეტი ოპერაცია.

ალექსანდრე ხელაშვილი გადმოვიდა მუდმივ საცხოვრებლად ქ თბილისში ( იგი საქართველოს მოქალაქეა ) 2015 წლიდან მუშაობს თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში შ.პ.ს. „თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი“ პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად;
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად