ნანა ხაჭაპურიძე - მკურნალი.გე

ნანა ხაჭაპურიძე

სახელი გვარი:

ნანა ხაჭაპურიძე

სპეციალობა : ნევროლოგი
კლინიკა : დიაკორი
მისამართი : თბილისი, ჩაჩავას ქ. 1
ტელ : 2 518 718
მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ნევროლოგი

განათლება:

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1975–1977წწ. იყო თბილისის 28-ე და 1977–1980წწ. მე-18 პოლიკლინიკის ექიმი ნევროპათოლოგი.

1980–1991წწ. ნ. კახიანის სახელობის რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ექიმია.

1991–1998წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული პროფესიული მედიცინის და სტომატოლოგიური ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი;

1998 წლიდან ამ კათედრის დოცენტია.

ავტორია 31 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნევროლოგიის აქტუალურ საკითხებს -თავის ტვინის სისხლძარღვთა მასტენოზირებელ დაზიანებებს, ეპილეფსიას, პერინატარული პათოლოგიის ულტრა ბგერით დოპლეროგრაფიულ დიაგნოსტიკას.

გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: "ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებანი"(1995).

ბავშვთა ნევროლოგი,მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი; ბავშვთა ნევროლოგიური ცენტრის მდივანი, პროფ. გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის წევრი, განყოფილების კურატორი, ამავე კლინიკის მოზრდილთა რეანიმაციის კონსულტანტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"კლინიკო დოპლეროგრაფიული გამოკვლევები თავის ტვინის მაგისტრალურ სისხლძარღვთა შეუღლებული დაზიანების დროს", დაიცვა 1986 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი


მსოფლიო და ევროპის ნევროლოგთა საზოგადოება ,წევრი

ნერვოლოგთა და ფსიქიატრთა თბილისის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები


1990 -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის III ხარისხის დიპლომი და ფულადი პრემია, საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის

ბიბლიოგრაფია


ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებანი (თანაავტორი). -თბილისი, მედიცინა, 1995. -132გვ.

კლინიკები