ივანე ჩხაიძე - მკურნალი.გე

ივანე ჩხაიძე

სახელი გვარი:

ივანე ჩხაიძე

სპეციალობა : პედიატრი
მისამართი : ლუბლიანას ქ 2/6
ტელ : 2 53 00 33; 2 55 05 05
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1982წ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის კლინიკური ორდინატორი;

1983-1987წწ. ამავე კათედრის ასპირანტი;

1987-2003წწ. კათედრის ასისტენტი;

2003 წლიდან ზოგადი პედიატრიის კათედრის დოცენტი, ასოცირებული პროფესორი;

1997-2007წწ. იყო მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში;

2006-2007წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე,

2007-2011წწ.თსსუ მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

2007-2014წწ. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოადგილე, მთავარი ექიმი, 2015 წლიდან ამავე კლინიკის სამედიცინო დირექტორი.

ავტორია 215 სამეცნიერო ნაშრომის, მათგან 74 გამოქვეყნებულია რეფერირებად ჟურნალებში, ხოლო 16 მოყვანილია აშშ-ს ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის საძიებელში(PubMed). ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა –"ლიპიდური ცვლის კომპლექსური შესწავლის მაჩვენებლები ჯანმრთელ დროულ ახალშობილებსა და ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის დროს", დაიცვა 1989 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა -"იმუნურ-მეტაბოლური ძვრები და მათი კორექციის გზები მწვავე რესპირაციული ინფექციების დროს ბავშვებში", დაიცვა 2001 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ევრაზიის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების გულმკერდის საზოგადოებათა ფორუმის გენერალური ასამბლეა, წევრი

ევროპის რესპირაციული საზოგადოების პედიატრიული ასამბლეის სამუშაო ჯგუფი, წევრი

პულმონოლოგიაში აკრედიტაციის ევროპული საბჭო, ექსპერტი

საქართველოს ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი

საქართველოს პედიატრთა აკადემიის გამგეობა, წევრი

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობა, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები


ახალგაზრდა მეცნიერთა საკავშირო კონკურსის მესამე ხარისხის პრემია
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად