თინათინ ბუკია - მკურნალი.გე

თინათინ ბუკია

სახელი გვარი:

თინათინ ბუკია

სპეციალობა : ლაბორანტი
მისამართი : ცენტრალური ფილიალი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. №27ბ
ტელ : (995 32) 2500 700;
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი

განათლება:

1945–1956 წწ. –დაამთავრა ქ. თბილისის 58–ე საშ. სკოლა ოქროს მედლით.

1956–1962 წწ.– დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სპეციალობა –სამკურნალო საქმე.

შრომითი საქმიანობა:


1962–1979 წწ. –თბილისის აკად. კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტი.
1962 –1972 წწ. –უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი,
1972 –1979 წწ. –უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.
1979–2006 წწ. –თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია. კლინიკო– ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კათედრა.
1979 –1986 წწ. –კათედრის დოცენტი,
1986 –2006 წწ. –კათედრის გამგე.
2002 წ–დან –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დარგობრივი სალიცენზიო საგამოცდო კომისიის და სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე სპეციალობაში ლაბორატორიულიმედიცინა.
2003 წ–დან –სარეზიდენტო პროგრამის ლაბორატორიული მედიცინა პროგრამდირექტორი.
2001 წ. –მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში ლაბორატორიული საქმე №009084, სერია ა63.
2004 წ–დან –თსსუ აკად. ს. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
2006 წ. –არჩეულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორატორიული მედიცინის მიმართულების სრულ პროფესორად.
2006წ. –დანიშნულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
2008წ. –დანიშნულია შპს ავერსის კლინიკის ლაბორატორიული სამსახურის კონსულტანტად.
2009წ. -არჩეულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორატორიული მედიცინის მიმართულების სრულ პროფესორად (4 წლის ვადით).

სამეცნიერო მოღვაწეობა:

1970 წ. –მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (სპეციალობა: ჰემატოლოგია და სისხლის გადასხმა 14.00.29). დისერტაციის თემა ––თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის სტრუქტურულ–ჰისტოქიმიური ცვლილებები ექსპერიმენტული ლეიკოზის დროს.
2002 წ. –მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (სპეციალობა: ჰემატოლოგია და სისხლის გადასხმა 14.00.29). დისერტაციის თემა –ჰემატოლოგიური მაჩვენებლები მამაკაცებში უროგენიტალურიქლამიდიოზის მიმდინარეობის პროგნოზირებაში.
– მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო დისერტაცია.
– დასტამბული აქვს 86 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 3 მეთოდური რეკომენდაცია.
– სამეცნიერო კონფერენციებზე მოხსენებულია შრომები: თბილისში (1971,1972,1974, 1975,1981,1982,1991,2001), იაპონიაში, კიოტოში(1972), კიევში(1973), უფაში(1973), ტაშკენტში (1976), ქუთაისში(1977), მოსკოვში(1978, 1990), ტალინში (1985), საფრანგეთში,კანში(2002), ფლორენციაში(2008).

საზოგადოებრივი საქმიანობა:

1998 წ–დან –არჩეულია ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის თავმჯდომარედ .
1986-2005 წწ. –საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის დიდი საბჭოს (სამეცნიერო–პედაგოგიური) წევრი.
1993–1998წწ. –საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფკომიტეტის თავმჯდომარე.
1998–1999 წწ. –ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო აკადემიის თერაპიული ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე.
2000–2003 წწ. –დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საფაკულტეტშორისო საბჭოს წევრი.
2004–2005 წწ. –საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საფაკულტეტო საბჭოს წევრი.
2004–2005 წწ. –საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მედიკო–ბიოლოგიური ფაკულტეტის ექსპერტთა სამეცნიერო საბჭოს წევრი.
2001–2005 წწ. –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლაბორატორიული დარგის მართვის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2004 წ–დან ––საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ლაბორატორიულ მედიცინაში.
2006–2007 წწ. –თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
2007 წ–დან –თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად