მერაბ დვალი - მკურნალი.გე

მერაბ დვალი

სახელი გვარი:

მერაბ დვალი

სპეციალობა : ორთოპედი
მისამართი : თბილისი, გუდამაყრის ქ.№4
ტელ : 2 61 01 01; 599 44-05 70
ოფთალმოლოგი 
თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

განათლება, კვალიფიკაცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელი.

1972-1973წწ. თვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერნი;

1973-1975წწ. მოსკოვის Iსამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი;

1974 წ. ქართველ ოფთალმოლოგთა შორის პირველმა ჩაატარა კატარაქტის ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციის ოპერაცია, ხოლო 1981 წ. პირველმა დანერგა ე.წ თვალშიგა ფაკიური ლინზები მაღალი ხარისხის რეფრაქციული მანკების კორექციისთვის.

1978-1980წწ. თვალის სნეულებათა საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1989-1997წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თვალის მიკროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი;

1992-1993 წლებში სამუშაოდ მიიწვიეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც წარმატებით ჩაატარა რამდენიმე ასეული ოპერაცია. მისი შრომა, ცოდნა, გამოცდილება და უნარი სათანადოდ შეაფასა ჩინეთის მთავრობამ და დააჯილდოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ხალხთა მოგობრობის საერთაშორისო ორდენით.

1999წ. მერაბ დვალმა დაარსა ამიერკავკასიაში პირველი ექსიმერული ლაზერის ცენტრი (LASIK) და მსოფლიოში პირველმა გამოიყენა ექსიმერული ლაზერით მხედველობის კორექცია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. ეს ორიგინალური მეთოდი გულისხმობდა შორსმხედველ და ასტიგმატიზმის მქონე ბავშვებში, როგორც ლაზერულ კორექციას ,ასევე სიელმის და ზარმაცი თვალის ერთდროულ მკურნალობას. ამ ექსიმერული ცენტრის დაარსებით ათასობით პაციენტმა შეძლო გაეუმჯობესებინა მხედველობა და სამუდამოდ გამომშვიდობებოდა სათვალეებსა და კონტაქტურ ლინზებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად