ლევან ქარაზანიშვილი - მკურნალი.გე

ლევან ქარაზანიშვილი

სახელი გვარი:

ლევან ქარაზანიშვილი

სპეციალობა : კარდიოლოგი ქირურგი
მისამართი : ქინძმარაულის შეს N1
ტელ : 598 912 599
ვებ-გვერდი :



ლევან ქარაზანიშვილი 16 წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული კარდიოქირურგია, რომელიც ოპერაციებს მინიმალური განაკვეთით, მინი ინვაზიურად ატარებს.



მის უსწრაფეს და დახვეწილ ტექნიკაზე საუბრობენ როგორც საქართველოში, ისე ევროპის მასშტაბითაც.



1993 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. 1995 - 2000 წლებში სწავლობდა და მუშაობდა ბაკულევის გულ - სისხლძარღვთა სამეცნიერო ცენტრში. პარალელურად, 1998 - 2002 წლებში ტორინოს უნივერსიტეტის სამედიცინო / ქირურუგიული ფაკულტეტი დაამთავრა.



2003 - 2014 წლებში „San Gaudenzio Novara“-ში მინი ინვაზიური კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლდათ. 2014 - 2018 წლებში კი ხელმძღვანელობდა ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევით კლინიკა “ჰელსიკორის” - კარდიოქირურგიულ დეპარტამენტს.


ამჟამად, თავის გუნდთან “Cardio Life”-თან ერთად ოპერაციებს ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ატარებს. ამავდროულად, ქირურგიულად მკურნალობს პაციენტებს ბათუმსა და ქუთაისშიც.


საქმიანი ურთიერთობა აქვს ევროპის წამყვან კლინიკებთან, რომლებიც მას პერიოდულად იწვევენ განსაკუთრებული სირთულის ოპერაციების გასაკეთებლად.
ლევან ქარაზანიშვილისა და მისი გუნდის მიერ წელიწადში ჩატარებული ოპერაციების რიცხვი საშუალოდ 450-ს უდრის.

 

+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად