კლინიკა - მკურნალი.გე

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი
მისამართი : თბილისი,ქავთარაძისქ.№21ა
ტელ : 551311568; (99532)2188885
ვებ-გვერდი : nkcbloodbank.com/
კლინიკის შესახებ


სისხლის ბანკები ფუნქციონირებენ, მაგრამ ამ,უხეშად რომ ვთქვათ, ბაზარზე ბრენდი “ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკია”, რომელიც 2010 წელს სახელმწიფომ, იქ შექმნილი მძიმე პირობების გამო ღია აუქციონზე გამოიტანა. იმხანად დაწესებულებას „სისხლის გადასხმის ცენტრალური სადგური“ ერქვა. სისხლის ბანკი გაპარტახებული იყო, შენობაში ძეხვის მწარმოებელმა საამქრომაც კი დაიწყო ფუნქციონირება. აუქციონზე „მედინვესტ ჯორჯიამ”გაიმარჯვა. ბიზნესმენი ნატალია კვანტალიანი სისხლით, როგორც ამბობს,მაშინ დაინტერესდა, როცა ავად დედა გაუხდა და ქალაქში სისხლი, პრაქტიკულად, ვერ იშოვა…ორი წლის განმავლობაში, ბიზნესმენმა, აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ორის ნაცვლად, სისხლის ბანკში 8 მილიონი ჩადო, თუმცა ქალბატონი ნატალია ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.


82 წლიანი ისტორიის გარდა, საქართველოს ცენტრალური, ანუ როგორც ხალხი ეძახის, ქავთრაძის სისხლის ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ისიცაა, რომ ვიწრო პროფილზე,ვთქვათ, მხოლოდ ლეიკემიაზე, ან რომელიმე სხვა მძიმე სენით დაავადებულებზე კი არა, ყველა  შემთხვევაზეა ორიენტირებული, ვისაც სისხლი სჭირდება! შესაბამისად, ბანკის დევიზია-“სისხლი ყველას”.

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკში, სისხლი მეოთხე თაობის მეთოდით მზადდება აი-სო-ც მინიჭებული აქვს, რაც იმის დასტურია,რომ ჩვენი სისხლი ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. ვიდრე სისხლის ბანკს ქალბატონი ნატალია შეისყიდიდა, დონორების რაოდენობა 500_მდე იყო, ახლა კი თვეში მინიმუმ 1200-1500 დონორია. ასევე გაიზარდა კომპენსაცია კვებაზე, თუ აქამდე 15 ლარი იყო, ახლა ეს თანხა 50 ლარს შეადგენს, რასაც ადგილზე კვება ემატება.


აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სხვა საქართველოში მოქმედი სისხლის ბანკების კომპენსაცია 35 ლარს შეადგენს, ანუ ჩვენი სისხლის ბანკი ყველაზე ხელგაშლილია დონორებისთვის. ყველა დონორი გადის კლინიკურ და ლაბორატორიულ შემოწმებას, განესაზღვრება სისხლის ჯგუფი, რეზუსი, კელ-ფაქტორი, რეზუს ფენოტიპი და ჰემოგლობინი. ამასთანავე დონორს უკეთდება სისხლის საერთო ანალიზი და სკრინინგული კვლევები შემდეგ ინფექციებზე: b და c ჰეპატიტი; აივ ინფექცია (შიდსი); სიფილისი.


ქალბატონმა ნატალიამ, ნამდვილად ააღორძინა სისხლის ბანკი და ახალი სიცოცხლე შესძინა მას, მისი დამსახურებაა ისიც რომ ჩვენი სისხლის ბანკი ლიდერობას არ თმობს და ყოველწლიურად ამყარებს რეკორდს დონორების რაოდენობაში. ახლა ჩვენ, მისი თანამშრომლები, ბედნიერები ვართ, რადგან სწორედ ამ დაწესებულების ოჯახის წევრებად ვითვლებით და პატარა წვლილი მაინც მიგვიძღვის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში.

ვიდეოგალერეა
მიმართულებები