იუნონა

იუნონა
მისამართი : თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 60 (I კორპ.)
ტელ : 225 20 38; 225 20 39; 222 51 41
ვებ-გვერდი : www.junona.ge/index.php?module=loader&id=1
კლინიკის ექიმები
კლინიკის შესახებ
სამედიცინო ცენტრი "იუნონა" არის სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულება, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მრავალპროფილურ სამედიცინო დახმარებას. იგი დაარსდა 1999 წელს და რადგან ის მდებარეობდა მე-3 სამშობიარო სახლის ტერიტორიაზე, მიენიჭა ძველ ბერძნულ მითოლოგიაში მშობიარე ქალის მფარველი ანგელოზის, იუნონას სახელი.

ამ ცენტრის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის პროფესორი გურამ ტატიშვილი. ცენტრის გენერალური დირექტორია მერაბ ტატიშვილი.
ცენტრი აღიჭურვა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დანადგარებით და მომხმარებელს შესთავაზა ბევრი დამატებითი სერვისი, რის შემდეგაც გაიზარდა მისი ხვედრითი წილი ქალაქის არეალში. 2001 წლის ბოლოს გაიხსნა მისი ფილიალი მე-4 სამშობიარო სახლის ტერიტორიაზე.

2001 წლის ბოლოსთვის მეან-გინეკოლოგიური პრობლემებით ჩვენთან მოსული პაციენტი სარგებლობდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სრული სერვისით. ამის შემდგომ მოკლე ვადაში მოხდა ჩვენი ამბულატორიული სამსახურის გაფართოება, რამაც მოგვცა საშუალება, მეან-გინეკოლოგიის გარდა, გვემუშავა მედიცინის სხვა დარგებზეც.
რადგან იმ პერიოდისთვის ცენტრი უკვე სრულად ფარავდა ამბულატორიულ და დიაგნოსტიკურ მიმართულებებს, გაჩნდა მოთხოვნა პაციენტებისათვის შეგვეთავაზებინა მაღალხარისხიანი სტაციონარული მომსახურება.

2003 წლის დასაწყისში განხორციელდა საქართველოში იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროექტი –ხუთსართულიანი სამკურნალო დაწესებულება, რომელიც მდებარეობს ი. ჭავჭავაძის გამზირზე №60, Iკორპუსი.

კლინიკა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მასში არის ორი საოპერაციო ბლოკი, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილება ექვს საწოლზე, სტაციონარი 20 საწოლზე, დღის სტაციონარი 2საწოლზე, რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის, ენდოსკოპიური განყოფილებები, ფართო სპექტრის კლინიკური ლაბორატორია. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ამბულატორია და დასაქმებულია, კონსულტანტების სახით, სხვადასხვა პროფილის ათეულობით ექიმი.

2008 წელს ცენტრის მფლობელობაში გადავიდა ქ. თბილისის 28-ე პოლიკლინიკა, რამაც მოგვცა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების გაფართოებისა და სახელმწიფო პროგრამებში აქტიური ჩართვის საშუალება. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა ჩვენი მომსახურების არეალი, რომელიც დღეს მოიცავს თერაპიული, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ზოგადქირურგიული, უროლოგიური, ონკოლოგიური, მამოლოგიური, ოტო-რინოლარინგოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ორთოპედიული დახმარების სრულ სპექტრს.

თანამედროვე უახლესი ენდოსკოპიური აპარატურით აღჭურვა და უცხოეთში სტაჟირებულ სპეციალისტთა გუნდი იძლევა ურთულესი ლაპაროსკოპიული ოპერაციების ჩატარების საშუალებას ხვადასხვა სპეციალობებში, რომელთა შედეგად პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
2006 წლის ნოემბერში გაიხსნა ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი in vitro განაყოფიერების განყოფილება, რომელიც ამჟამად მოდერნიზებულია, აღჭურვილია უახლესი აპარატურით და მუშაობს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, ამ პროექტის ფარგლებში მრავალ უშვილო ოჯახს გაეწევა დახმარება.

2007 წლის დეკემბერში გაიხსნა იმუნიზაციის (ვაქცინაციის) კაბინეტი, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე, უმაღლესი ტექნოლოგიებით შექმნილი ე.წ. მაღალგაწმენდილი ვაქცინები. ჩვენთან, თითოეული პაციენტის (დაწყებული 0ასაკიდან) ვაქცინოპროფილაქტიკა მიმდინარეობს ნაციონალური აცრების კალენდრისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვით. დაწესებულება ჩართულია სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად