თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
მისამართი : დიღომი, ჩაჩავას # 1 (ყოფილის რკინიგზის საავადმყოფო)
ტელ : 2 10 44 44
ვებ-გვერდი : www.tch.ge/index.php/site/page/57
კლინიკის შესახებ
ისტორია

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო)ამიერკავკასიის სამედიცინო სამსახურის ლიდერი იყო გასული საუკუნის 70 წლებიდან ეს იყო სამედიცინო დაწესებულება რომელსაც ახსოვს ქართული და არამარტო ქართული )მედიცინის კორიფეები. დღესაც კლინიკაში მოღვაწეობენ წამყვანი ქართული სამედიცინო სკოლების აღიარებული ლიდერების-ეგნატე ფიფიას,კონსტანტინე ჩაჩავას,ზაალ კასინის,ნოდარ ბოხუას,გივი გონჯილაშვილის,ნოდარ ხერხეულიძის,ნუგზარ ტატიშვილის ,გივი ბახტაძის და მრავალ სხვათა აღზრდილები და მათი შესანიშნავი ტრადიციების გამგრძელებლები. დიღმის საავადმყოფო სამედიცინო დაწესებულებათა ნაირფეროვან კლასტერში თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ შეინარჩუნა ტრადიციული სამედიცინო ბრენდის პრიორიტეტები და ამავდროულად სრულად განაახლა ტექნოლოგიური ბაზა.თბილისის ცენტრალური საავადმყოფო დღესდღეობით ტრადიციების მყარ ფუნდამენმტზე დაფუძნებული ინოვაციური ტიპის კლინიკაა, რომელშიც საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების ყველა უახლესი ნაბიჯია ასახული.თამამად შეიძლება ითქვას რომ კლინიკა მდიდარ ტრადიციულ ფასეულობებზე დაყრდნობით მუდმივ განახლებადი სამედიცინო მომსახურეობის პრინციპების მატარებელია.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია ,სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ტარდება .კლინიკაში ფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (ემერჯენსი), ამბულატორია მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით ,7 საოპერაციო დარბაზი,რეანიმაცია და სტაციონარი. კლინიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ქირურგია წარმოადგენს, კლინიკაში არსებული ლაპაროსკოპიული ქირურგიის ცენტრი აღჭურვილია სრულად და დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით ,ცენტრში ხორციელდება ყველა სახის და სირთულის ქირურგიული ოპერაციები უახლესი FULL HD ტექნოლოგიებით.
ქირურგიულ ნაწილში ასევე წარმოდგენილია ბარიატრიული ქირურგია(ეწ გახდომის ოპერაციები) მეტაბოლური ქირურგია( დიაბეტი ტიპი- 2ის ქირურგია) , ტრავმატოლოგია,ყბა-სახის ქირურგია ,პლასტიკური ქირურგია,პროქტოლოგია .2014 წლის ნოემბრის თვიდან თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე თანამედროვე სტანდარტების უახლესი აპარატურით აღჭურვილი ნეიროქირურგიული ცენტრი ამოქმედდა, რომელსაც წამყვანი ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილი ხელმძღვანელობს. ცენტრი სრულად აღიჭურვა მაღალკვალიფიციური სამედიცინო კვლევებისთვის საჭირო აპარატურით.

პირველად ამიერკავკასიაში,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში დაინერგა Medtronic-ს წარმოების ნეირო მონიტორინგის სისტემა,რისი მეშვეობითაც საშუალება გვაქვს ინტრაოპერაციულად ვაწარმოოთ მონიტორინგი,რაც მნივნელოვანია პოსტოპერაციული ტრამვების შესამცირებლად. აღსანიშნავია ასევე ცენტრის უნიკალური ნეირორეანიმაციული მკურნალობა, სადაც თითოეული რეანიმაციული პაციენტისთვის განკუთვნილია ბოქსირებული პალატა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შიდაჰოსპიტალური ინფექციის განვითარების საშიშროებას, რისი რისკიც დიდია ნევროლოგიურ პაციენტებში .

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი უახლესი ბრენდების მიერ წარმოებული აპარატურით ,დიაგნოსტიკურ ნაწილში წარმოდგენილია: მაგნიტურ -რეზონანსული ტომოგრაფია ,კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევები, რენტგენოგრაფია, ენდოსკოპია, ენცეფალოგრაფია.

კლინიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს თბილისის ცენტრალური ლაბორატორია რომლის ანალოგი სულ რამდენიმეა ამიერკავკასიაში. მაღალი ხარისხის რეაგენტები, კვლევის წარმოების სრული ავტომატიზაცია, ყველა ტექნოლოგიური პროცესის კომპიუტერული მართვა, კვლევის უნიკალური მეთოდები, ლაბორატორიული კვლევების ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები, და რაც მთავარია, მაღალკვალიფიციური პერსონალი წარმოადგენს მიღებული შედეგების სიზუსტისა და ხარისხის გარანტიას.
მიმართულებები
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად