სამედიცინო ცენტრი ციტო

სამედიცინო ცენტრი ციტო
მისამართი : ზ. ფალიაშვილის ქ #40; დ. არაყიშვილის ქ #2
ტელ : (995) 32 2 29 06 71; 995 32 2 23 24 80
ვებ-გვერდი : www.cito.ge/
კლინიკის ექიმები
კლინიკის შესახებ
ჩვენი მისია და ხედვა

მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს კვალიფიციური, კომპლექსური, მიზანმიმართული, სრულყოფილი და რაც მთავარია დროული სამედიცინო მომსახურეობა, რაც მიიღწევა პროფესიონალთა გუნდის აქტიური, ყოველდღიური მუშაობით.
სამედიცინო ცენტრი "ციტო" არ არის მხოლოდ სტანდარტული სამედიცინო პროცედურების ერთიანი სისტემა, არამედ განსაკუთრებული მიდგომა ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად ყველა ასაკში.

ჩვენ გვაკავშირებს საქმისადმი პროფესიონალური და კეთილსინდისიერი მიდგომა, პაციენტის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა
სამედიცინო ცენტრი "ციტო" თქვენი სამედიცინო სახლია.

1997 წელი

დაარსდა სამედიცინო ცენტრი "ციტო" (დირექტორი ნ.შავდია (მმდ)).– პირველი კლინიკური ლაბორატორია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით
პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოში შემოტანილ იქნა მსოფლიოში ლიდერად აღიარებული ფრანგული ბიოტექნოლოგიური ფირმის bioMerieux მიერ მოწოდებული პროდუქცია: თანამედროვე ანალიზატორები, ულტრასენსიტიური და სპეციფიური ტესტ სისტემები
ახალმა სისტემამ საშუალება მისცა მკურნალ ექიმს დროის მცირე მონაკვეთში მიეღო სარწმუნო ლაბორატორიული კვლევის შედეგები

2001 წელი

დაარსდა სამედიცინო ცენტრ ციტოს ბიბლიოთეკა. გამოიცა სახელმძღვანელო ექიმებისა და ლაბორატორიული მედიცინის წარმომადგენლებისათვის კლინიკურ ბაქტერიოლოგიაში: კლინიკური ბაქტერიოლოგია ავტორი მ. კერესელიძე
დაარსდა სამედიცინო ცენტრ ციტოს შვილობილი კომპანია პრიმა მედი -ფრანგული ბიოტექნოლოგიური ფირმის bioMerieux ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში

2005 წელი

სამედიცინო ცენტრი "ციტო" პირველი კლინიკური ლაბორატორიაა, რომელმაც მიიღო ხარისხის მართვის საერთშორისო სერთტიფიკატი ISO9001- 2000 ბიურო ვერიტაზის (Bureau Veritas -www.bureauveritas.com) მიერ. 2008 (ISO 9001-2008), 2011 და 2014 წლებში ცენტრმა გაიარა რესერტიფიცირების პროცესი

2006 წელი

სამედიცინო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა მიკრობიოლოგიური ტესტირების ლაბორატორია -შპს "CITO 2", რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კვების პროდუქტების, წყლის, ფარმაცევტული და კოსმეტიკური ნაწარმის მიკრობიოლოგიურ ტესტირებას.

2009 წელი

სამედიცინო ცენტრი "ციტო" იცვლის ადგილმდებაროებას (მისამართი ფალიაშვილის ქ. 40) და მომხმარებელს ხვდება ახალი სტატუსით -პოლიპროფილური, დასავლური ტიპის დღის ამბულატორია -"Out patient clinic"

2010 წელი

იხსნება სამედიცინო ცენტრის "ციტო" –ს ფილიალი -"ციტო ბეიბი" -პედიატრიული ცენტრი -ჩვენი ექიმები კურირებენ თქვენს პატარებს მუცლად ყოფნის პერიოდში, დაბადებისას და შემდეგ

2012 წელი

სამედიცინო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა "ციტო კონსალტინგ ჯგუფი"-კლინიკური ლაბორატორიების საკონსულტაციო სამსახური (აკრედიტაცია -სერტიფიცირების საკითხებში)
შეიქმნა საინფორმაციო სამსახური ციტო ნიუსი -ლაბორატორიული მედიცინის სიახლეები, ახალი ლაბორატორიული ტესტები და ტექნოლოგიები, მათი გამოყენების აქტუალობა და მნიშვნელობა კლინიკურ პრაქტიკაში
გვაქვს სატელიტი ასაღები პუნქტები და კურიერული სამსახური საქართველოს დიდ ქალაქებში: ქ.სენაკი, ქ.ზუგდიდი.

2013 წელი

სატელიტი ასაღები პუნქტები გაიხსნა ქ. გორში, ქ. ხაშურში და ქ. ბათუმში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად