მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა

მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა
მისამართი : თბილისი, წინანდლის ქ. 9
ტელ : 2746917, 2747892, 2746438
ვებ-გვერდი : www.htmclinic.com
კლინიკის ექიმები
კლინიკის შესახებ
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის აშენების მიზანი იყო, ისეთი სამედიცინო დაწესებულების შექმნა, სადაც ჩვენი თანამემამულეები მიიღებდნენ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. კლინიკის სტრატეგია უნდა იყოს კლინიკა პაციენტისათვის, სადაც პრაქტიკული საქმიანობა, მეცნიერების განვითარება და სწავლება ორიენტირებული იქნება პაციენტებზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის N532 განკარგულების საფუძველზე უნდა შექმნილიყო მრავალპროფილიანი (მათ შორის ონკოლოგიის მიმართულებით) თანამედროვე 205 საწოლიანი კლინიკა.
ასეთი კლინიკის შექმნისათვის აუცილებელია უახლესი სამედიცინო აღჭურვილობა, მაღალკვალიფიციური პერსონალი და განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სამედიცინო მენეჯმენტის დანერგვას.
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის (თსსუ ნეიროქირურგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი, ჯანდაცვის სამინისტროს უმაღლესი სამედიცინო განათლების სასერტიფიკაციო საბჭოს წევრი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი სპეციალობაში ნეიროქირურგია; საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი; ამერიკის, ევროპის და მსოფლიო ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი; ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მრჩეველი მედიცინის დარგში;) პროფესორ გიორგი ინგოროყვას სურვილი და მიზანია შეექმნა XXI საუკუნის პროგრესული ტექნოლოგიების, თვითგანახლებადი და განვითარების მყარი მექანიზმებით უზრუნველყოფილი, ეკონომიურად მდგრადი სამედიცინო კლინიკა, რომელშიც იქნება ისეთი გარემო, სადაც პაციენტი მიიღებს მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას, იგრძნობს მაქსიმალურ ყურადღებას, ხოლო ექიმს მიეცემა პროფესიული შესაძლებლობების სრული რეალიზაციის და შემდგომი განვითარების საშუალება.

კლინიკის დეპარტამენტები:


  • ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი
  • ნეიროქირურგიული დეპარტამენტი
  • ენდოვასკულური ნეიროქირურგიის დეპარტამენტი
  • გადაუდებელი მედიცინის, ანესთეზიისა და რეანიმციის დეპარტამენტი
  • ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტი
  • დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტი
  • რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი
  • თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტი
  • უროლოგიის დეპარტამენტი
  • კარდიოლოგიური დეპარტამენტი
  • ლაბორატორია
  • ამბულატორიული დეპარტამენტი