დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი
მისამართი : ქ. თბილისი, მარიჯანის 2ბ
ტელ : (995 32) 18 61 87,(995 32) 18 61 86
კლინიკის ექიმები
კლინიკის შესახებ
1997 წლის 18 სექტემბერს პროფესორ დავით ტატიშვილის მიერ დაფუძნდა საქართველოში პირველი კერძო სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების სამედიცინო დაწესებულება ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კველვითი ცენტრი.
ამ მიზნით შეძენილ იქნა უახლესი იაპონური ულტრასონოგრაფიული აპარატურა და მოწვეულ იყვნენ საქართველოში ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე აღიშნული მიმართულების სპეციალისტები. ახალ ცენტრში ტარდებოდა პრაქტიკულად ყველა ულტრასონოგრაფიული კვლევა და ინტერვენციული პროცედურა, ასევე ამ მეთოდთან დაკავშირებული სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით კლინიკური კონსულტაციები.
1997 წლიდან 2003 წლამდე ცენტრმა განიცადა სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება და მკვეთრად გაიზარდა დაწესებულების დატვირთვა, რამაც განაპირობა ახალი მრავალპროფილიანი სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების დაწესებულების შექმნა.
ამ მიზნით ვაკეში თენგიზ აბულაძის ქუჩაზე აშენდა ახალი ნაგებობა, სადაც დაფუძნდა მრავალპროფილიანი "დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი".
ზემოთ აღნიშნული წლების განმავლობაში გაიხსნა აღნიშნული დაწესებულების ფილიალები მარნეულში, თელავში, სენაკში და ბორჯომში.
დროის აღნუშნულ პერიოდში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონში გადამხდელთა კავშირის და სხვადასხვა
საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით ქველმოქმედების სახით სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარა ქვეყნის მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენას. ამ პერიოდის განმავლობაში ულტრასონოგრაფიის მიმართულებით ცენტრში ჩატარდა რამოდენიმე საერთაშორისო დონის კონფერენცია და სემინარი.
2005 წელს თბილისში პროფესორ დავით ტატიშვილის თაოსნობით დაფუძნდა დავით ტატიშვილის სამედიცინო გამაჯანსაღებელი ცენტრი.

2011 წელს თბილისში მარიჯანის ქუჩაზე აშენდა ხუთსართულიანი ახალი ნაგებობა, რომელშიც დაფუძნდა დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა 24 საათიანი სტაციონარული მომსახურებით მრავალპროფილური ბავშვთა და მოზრდილთა პედიატრიული და ქირურგიული კლინიკური მიმართულებებით.


2013 წლის დეკემბერში თბილისში სანდრო ეულის ქუჩაზე აშენდა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულიად ადაპტირებული ახალი ნაგებობა, რომელშიც დაფუძნდა დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც დღესდღეობითაც წარმოადგენს საქართველოში ერთადერთ სრულყოფილ სამედიცინო დაწესებულებას სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის მიმართულებით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სპორტის და ახალგაზრდობის
სამინისტროს დაფინანსებით ამ დაწესებულებაში სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურებას იღებდა ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების კანდიდატები, ასევე სხვადასხვა სახეობებში საქართველოს მთავარი ნაკრების წევრები.
დაწესებულების არსებობის არასრული ორი წლის განმავლობაში თანამედროვე დონეზე სამედიცინო დახმარება გაეწია ასობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, რამაც განაპირობა უმოკლეს დროში დაწესებულების ავტორიტეტის ზრდა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალი  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის აშენებაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად