შპს ,,კოჯრის საექიმო ამბულატორია"/ტაბახმელის ფილიალი წარმოადგენს სამედიცინო პროფილის ლიცენზირებულ საზოგადოებას, რომლის ძირითადი საქმიანობის საგანია მიღებული ლიცენზიის ფარგლებში მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა. დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალით, რომელიც მონაწილეობას ღებულობს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში და ემსახურება მთაწმინდის რაიონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. /დაბა კოჯორი, კიკეთი, შინდისი, წავკისი, ტაბახმელა, ბეთანია/. საყოველთაო ჯანდაცვა-ამბულატორიულ მოდულში დარეგისტრირებულ (აქტიური სტატუსით) ბენეფიციართა რაოდენობა 29.02.2016 წლის მდგომარეობით შეადგენს 4200 -ს.