თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
მისამართი : თბილისი, გუდამაყრის ქ.№4
ტელ : +995532 2 61 01 01; 595 74 64 40
კლინიკის ექიმები
კლინიკის შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, აკადემიური და ტექნიკური
პერსონალის ძალისხმევით 2015 წლის 25 მარტს დაარსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილიანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც პაციენტის
დიაგნოსტირება და მკურნალობა მთლიანად დაფუძნებულია მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე და სრულად
შეესაბამება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სტანდარტებს;

თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის
მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა სწავლის
დონის ამაღლება, პრაქტიკურლი უნარ-ჩვევების სწავლა.

კლინიკაში მზადებას გადის 6000-ზე მეტი ქართველი და 2000- მდე უცხოელი სტუდენტი, კლინიკა სრულად არის ადაპტირებული სასწავლო მიზნებისთვის.
კლინიკაში ფუნქციონირებს 8 საოპერაციო დარბაზი, რომელიც სრულადაა აღჭურვილი ულტრათანამედროვე
აპარატურითა და ენდოსკოპიური ქირურგიისთვის განკუთვნილი აუცილებელი ტექნიკით. ერთ მთლიანობაში
კლინიკა გაშლილია 185 საწოლზე და მუშაობს 24/7 რეჟიმში.

კლინიკაში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები :
- მიმღები განყოფილება (ემერჯენსი);
- თერაპია და ინტერვენციული კარდიოლოგია
- ტრავმატოლოგია-ორთოპედიის განყოფილება;
- კლინიკური ლაბორატორია;
- ამბულატორია;
- ინტენსიური თერაპიისა და ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის განყოფილება;
- ოფთალმოლოგიური სამსახური;
- ზოგადი ქირურგია;
- ნერვოლოგია;
- ნეიროქირურგია;
- ყბა-სახის ქირურგია;
- უროლოგია;
- პროქტოლოგია;
- ენდოკრინოლოგია;
- მეანობა-გინეკოლოგია;
- კათეტერიზაციის ლაბორატორია;
- ანესთეზიოლოგია ,რეანიმაცია
- რადიოლოგია და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა;
- სისხლძარღვთა ქირურგია;
- ოტორინოლარინგოლოგია;
- ონკოლოგია,მამოლოგია,ონკოპლასტიკური ქირურგია;
- ანგიოქირურგია;
- სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად