„მენტალვიტა“ - ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

„მენტალვიტა“  - ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
მისამართი : თბილისი 0162, ტ.ტაბიძის ქ. #39
ტელ : (+995 32) 229 35 25
კლინიკის შესახებ



ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მყუდრო, მშვიდ გარემოში გთავაზობთ: მაღალკვალიფიცირებულ, პიროვნებაზე ორიენტირებულ ფსიქიატრიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი „მენტალვიტა“ დაფუძვნდა 2009 წელს და წარმოადგენს პირველ კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ამიერკავკასიაში.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი უზრუნველყოფს სრულფასოვან დახმარებას ყველა ფსიქიკური პრობლემების მქონე  ადამიანისათვის, მათ შორის: ნევროტული, სტრესთან დაკავშირებული აშლილობები, სომატოფორმული აშლილობები, საკვების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები (ანორექსია, ბულემია), არაორგანული ბუნების ძილის დარღვევები, ობსესიურ კომპულსური აშლილობები (აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი), რეაქცია მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევები, პიროვნული აშლილობები (ფსიქოპათია), ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეულ ფსიქიკური აშლილობები, ენდოგენული ფსიქიკური აშლილობები (შიზოფრენია, ბიპოლარული აფექტური აშლილობა და ა.შ.).

 

კლინიკაში გამოიყენება მსოფლიოში არსებული მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები. თერაპიული ალგორითმები ემყარება აშშ–სა და დასავლეთ ევროპის ფსიქიატრიულ პრაქტიკაში მიღებულ სამკურნალო სქემებს.  მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად გამოყენებულია უახლესი ფსიქოთერაპიული და ფსიქოკორექციული მეთოდიკები. ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რომელიც მკურნალობის პირველი დღეებიდან  იწყება, მოიცავს ფსიქოთერაპიისა და არტთერაპიის სხვადასხვა ფორმებს. კლინიკა ერთადერთია რეგიონში, სადაც გამოიყენება მკურნალობის ულტრათანამედროვე მეთოდიკები: სინათლით თერაპია (Light therapy) და ექსტრაკრანიალური ელექტრომაგნიტური სტიმულაცია (EMS).

 

მომსახურება

კლინიკა უწევს კვალიფიცირებულ სტაციონარულ და ამბულატორიულ დახმარებას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს არასრული სტაციონარის რეჟიმი, რომელიც განსაკუთრებით კომფორტულია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სურთ მიიღონ სრულფასოვან სტაციონალურ მკურნალობასთან მიახლოვებული მკურნალობა, აქტიური ცხოვრებიდან მოუწყვეტლად. კლინიკაში არის 2–3 ადგილიანი კომფორტული პალატები. ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია სრულფასოვანი 3–ჯერადი კვებით.

 

 

მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს წარმართავენ:

 

კლინიკის დირექტორი: პროფ. გიორგი ნანეიშვილი

კონსულტანტები: პროფ. ნინო ოკრიბელაშვილი, პროფ. ვაჟა კენჭაძე

სტაციონარის უფროსი ექიმი, ფსიქიატრი: ნატალია ნანეიშვილი

ექიმი ფსიქიატრები: ლალი ბანძელაძე, სალომე გოგავა, ნანა ბუჟღულაშვილი,        შორენა ბექაური

ფსიქოლოგები: მაია გოგიჩაძე, მანანა წულუკიძე, მანანა მალაღურაძე

ნარკოლოგი: ეკა ყურაშვილი

ნევროლოგი: პროფ. მანანა გორდეზიანი

თერაპევტი: თამარ ქიშმარეია

+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად