კლინიკა ლიგა

კლინიკა ლიგა
მისამართი : თაბუკაშვილის ქ. 19 ა
ტელ : 2 32 21 21
ვებ-გვერდი : www.league.ge
კლინიკის შესახებ

დღევანდელი გადასახედიდან გასაკვირად ჟღერს, მაგრამ ჯერ ისევ საბჭოთა პერიოდში  თბილისის ფსიქიატრიული დისპანსერში არსებობდა სექსოპათოლოგიის ცენტრი (ექიმები: გიორგი ფოფხაძე,  ირაკლი ევდოშვილი, პავლე აზდარიდი და სხვა), რომლის ბაზაზეც 1988 წელს არჩილ ბაქრაძემ დანერგა ერექციული დისფუნქციის მკურნალობის ინტრაკავერნოზული ფარმაკოთერაპიის მეთოდი და დისერტაციაც ამ თემას მიუძღვნა (ხელმძღვანელი პროფესორი ნოდარ ბოხუა).

მისივე თაოსნობითა და გენო მაქაცარიას ხელშეწყობით 1988-89 წლებში   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში დაარსდა სამედიცინო სექსოლოგიის  სასწავლებელთაშორისი და მულტიდისციპლინური კათედრა - იმ დროისთვის მეტად პროგრესული და თანამედროვე წამოწყება.

 

ლექცია-სემინარები მომზადდა სხვადასხვა აუდიტორიისთვის:

✓არასამედიცინო და არაპედაგოგიური  ფაკულტეტის სტუდენტების კურსი წარმოადგენდა შეზღუდულ პროგრამას და გათვლილი იყო  მხოლოდ ინდივიდუალური სექსუალური ინფორმირებულობის დონის ამაღლებაზე.

✓პედაგოგიური ფაკულტეტების პროგრამა შეიცავდა ამ მინიმალურ, ინდივიდუალური ინფორმირებულობის კურსს და, ასევე,  მომავალი პედაგოგებისთვის დამატებულ სპეციალურ პროგრამას.  ეს ნაწილი მოიცავდა   ბავშვის თუ მოზარდის სექსუალური ჯანმრთელობის თავისებურებებზე ინფორმაციას, რაც პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს გაუადვილებდა მომავალ აღსაზრდელებთან სწორ კომუნიკაციას.

✓ სამედიცინო ფაკულტეტებისთვის მომზადდა ექიმებისთვის განკუთვნილი გაფართოებული კურსი -‘კლინიკური სექსოლოგიის საფუძვლები’. მომავალი ექიმები ამ ცოდნას სექსუალური დარღვევების გამოსავლენად გამოიყენებდნენ.  

1991 წელს პოსტსაბჭოთა სამედიცინო ინსტიტუტის ახალი რექტორის უცნაური გადაწყვეტილებით,   კათედრის ფუნქციონირება შეწყდა.
კათედრის თანამშრომლების ნაწილმა ენთუზიაზმი არ დაკარგა და ჩამოაყალიბა  კერძო კლინიკა, რომელიც მოგვიანებით  შპს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ გაერთიანება “ლიგად” გარდაიქმნა.  ამავე პერიოდში კლინიკა  გაფართოვდა ქალთა სექსოლოგიური და ანგიოლოგიური განყოფილებით.

 

 

ამჟამად კლინიკა სპეციალიზდება მხოლოდ კლინიკურ სექსოლოგიაში და  ხელმძღვანელობს დიაგნოსტიკა-მკურნალობის თანამედროვე და კომპლექსური მეთოდებით.   მამაკაცთა და ქალთა სექსუალური დისფუნქციების, წყვილების სექსუალური დისჰარმონიის, ჰომოფობიური, ტრანსფობიური პრობლემების თუ გენდერული დისფორიის შემთხვევებში პაციენტის კონსულტირება ხდება საერთაშორისო აღიარებული და სტატისტიკურად სანდო კვლევებზე დაფუძნებული ეფექტური მეთოდებით.

საქართველოსთვის რთულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ პერიოდში არც  ჩვენი პატარა კლინიკის მუშაობა აღმოჩნდა ადვილი. მაგრამ დირექტორის, ექიმების და სხვა თანამშრომლების ენთუზიაზმითა და ჩვენი პაციენტების ნდობის დამსახურებით “ლიგა” იქცა კლინიკური სექსოლოგიის  (და არა მხოლოდ “ერექტოლოგიის”) ცენტრად საქართველოში.

მიმართულებები
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად