კლინიკა ლაიფმედი

კლინიკა ლაიფმედი
მისამართი : ლუბლიანას #2/6
ტელ : +995 (032) 252 35 37
ვებ-გვერდი : www.lifemed.ge
კლინიკის შესახებ



ზურაბ
შაქარაშვილის ონკოჰემატოლოგიური კლინიკა „ლაიფმედი”

2018 წლის 12 იანვრიდან, მიმწოდებლის სტატუსით ჩაერთო (ხელშეკრულების კოდი: 2პ28112910ე/1)2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში – ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა (პროგრამული კოდი 35 03 03 05).

პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს აქტიურ, მრავალპროფილურ მზრუნველობას იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

პალიატიური მზრუნველობის ამოცანაა, ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა და ავადმყოფთა სოციალური, ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერა.

პალიატიური მზრუნველობა: ამკვიდრებს ბოლომდე ღირსეული სიცოცხლის სტანდარტს, ისწრაფვის, რაც შეიძლება დიდხანს უზრუნველყოს ავადმყოფის აქტიური ცხოვრების წესი;სთავაზობს დახმარებას პაციენტის ოჯახს ავადმყოფობის მძიმე პერიოდში და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უცხადებს ახლობელი ადამიანის დაკარგვის გამო; მიმართავს მრავალმხრივ პროფესიონალურ (ინტერდისციპლინურ) მიდგომას პაციენტისა და მისი ოჯახის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად; ახდენს ადეკვატურ გაუტკივარებას და სხვა ფიზიკური სიმპტომების მოხსნას; აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და, ამასთანავე, გარკვეულწილად დადებითად მოქმედებს ავადმყოფობის მიმდინარეობაზე.

პალიატიური მზრუნველობის მთავარი კომპონენტებია: (1) ავადმყოფის ტანჯვის შემსუბუქება ავადმყოფობის მთელი პერიოდის განმავლობაში (რადიკალურ მკურნალობასთან ერთად)და (2) სამედიცინო დახმარება სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში, დღეებსა და საათებში.

შპს ზურაბ შაქარაშვილის ონკოჰემატოლოგიური კლინიკალაიფმედი წარმოადგენს პალიატიური მზრუნველობის კლინიკას – ჰოსპისს, რომელიც ნებისმიერი ასაკისა დაშესაბამისი საჭიროებების მქონე ბენეფიციარ (ინკურაბელურ) პაციენტებსა და მათ ოჯახებს სთავაზობს სტაციონარულ დახმარებას და მის ფარგლებში, დახმარებას – სოციალური,ფსიქოლოგიური და სულიერი თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, როგორც მათ სხეულზე,გონებასა და სულიერ მდგომარეობაზე აქტიური და ყოველმხრივი ზრუნვის, ისე მათი ოჯახის წევრების თანადგომისა და დახმარების გზით.




კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურითა და კომფორტული გარემო–პირობებით და, რაც მთავარია, დაკომპლექტებულიამაღალკვალიფიციური კადრებით: ექიმებით, ექთნებით, ფსიქოთერაპევტით, სოციალური მუშაკითა და სხვა საჭირო პერსონალით.




დღეისათვის კლინიკაში ფუნქციონირებს ინკურაბელურ პაცინეტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობის განყოფილება –21- საწოლზე.

 

ვიდეოგალერეა
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად