ჟორდანიას კლინიკა

ჟორდანიას კლინიკა
მისამართი : 1, ჩაჩავას ქუჩა , დიღომი; 65, ი.აბაშიძის ქუჩა, ვაკე
ტელ : +995 32 2 99 08 53 , +995 599 123 434
ვებ-გვერდი : www.zhordaniaclinic.ge/
კლინიკის შესახებ




ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მსოფლიოში პირველი დაწესებულებაა (დაარსებული პროფესორ იოსებ ჟორდანიას მიერ 1958 წელს), რომელმაც რეპროდუქტოლოგიის სფეროში დაიწყო მოღვაწეობა.

  • არსებობის მანძილზე ინსტიტუტში სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი. დღეისათვის იგი საქართველოში რეპროდუქტოლოგიის ეროვნულ ცენტრს წარმოადგენს.
  • პროფ. იოსებ ჟორდანიას მიერ დასახული მიზანი და ამოცანები წინ უსწრებდა მის ეპოქას და დღემდე ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად პროგრამად რჩება.
  • დღეს არსებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე, პრაქტიკულად ყველა წარმატებული კლინიკისა თუ ექიმის ცოდნა, გამოცდილება, ინოვაცია ჟორდანიას ინსტიტუტის სახელს უკავშირდება.
  • 2016 წელს, ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი VIVO Medical Group- ში გაერთიანდა.   ჯგუფში გაერთიანების შემდეგ კი ის სრულად განახლდა , გარემონტდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.
  • კლინიკის ოფიციალური გახსნა 2017 წლის 8 ივნისს შედგა, სადაც ჯანდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ფიგურა ესწრებოდა.

ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ , წამყვან  სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილი  მკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების,  მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების სინთეზი , უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა. პროფესიონალ ექიმთა გუნდი , თითოეულ პაციენტს აწვდის  ხარისხიან სამედიცინო სერვისებს მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებისა და  პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომების გათვალისწინებით

განახლებული ჟორდანიას კლინიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:


მეან-გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია- ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა,საოფისე გინეკოლოგია, ენდოსკოპიური ქირურგია ,ბავშვთა გინეკოლოგია,  გენეტიკა, მამოლოგია, დერმატოლოგია, სრულყოფილი ლაბორატორიული გამოკვლევები, გენეტიკური კვლევები. 
აქ დანერგილია უნაყოფობის ანუ უშვილობის მკურნალობის უსაფრთხო, ეფექტური და წარმატებული, თანამედროვე მეთოდები ემბრიოლოგებისა და ექიმების   მაღალკვალიფიციური გუნდის მონაწილეობითა და  დამხმარე  რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით:

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება, ემბრიონის  პრეიმპლანტაციური   გენეტიკური სკრინინგი და დიაგნოზი.

ინ ვიტრო განაყოფიერება, კვერცხუჯრედის დონორის, სპერმის დონორისა და სუროგატი დედის მონაწილეობით, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე.
საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად, გართულებების რისკის მინიმუმამდე დაყვანის და ეფექტური მკურნალობის მიზნით, რასაც მივყავართ სასურველ ორსულობამდე.

ვიდეოგალერეა