კლინიკა ჰარმონია

კლინიკა ჰარმონია
მისამართი : ლუბლიანას 15ა (რკინიგზის საავადმყოფოს გვერდით)
ტელ : 790 95 54 52; 599 61 02 05
ვებ-გვერდი : www.facebook.com/ClinicHarmonyGeorgia/
კლინიკის შესახებ

კლინიკის შესახებ ზოგადი ინფორმაცია:

კლინიკა “ჰარმონია” ფუნქციონირებს 1999 წლიდან,სადაც დაინერგა თანამედროვე, აპარატული სამკურნალო მეთოდები , რომელიც ემყარება უახლეს მეცნიერულ კვლევას და წარმოადგენს მომავლის მედიცინას.

მკურნალობის არსია,  უმკურნალოს არა კონკრეტულ დაავადებას, არამედ მთლიან ორგანიზმს, როგორც ერთიან, სრულყოფილ, ურთიერთდამოკიდებულ სისტემას.

კლინიკაში  არსებული ყველა სამკურნალო პროგრამა ორიენტირებულია კომპლექსურ მკურნალობაზე, რომელსაც გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.

კლინიკა „ჰარმონია“–ში მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით, ინოვაციური მეთოდებით და მკურნალობის 19 წლიანი გამოცდილებით, შესაძლებელია ვმართოთ ქრონიკული დაავადებები და მოვახდინოთ დაავადების განვითარების პრევენცია.მაღალკვალიფიციური ექიმების პროფესიული ჯგუფი წარმატებით მკურნალობს რთულ და ქრონიკულ დაავადებებს.

კლინიკა „ჰარმონია“-ს მთავარი მიმართულებაა:

  • მთლიანი ორგანიზმის კომპექსური დიაგნოსტიკა;
  • ქრონიკული და დისტროფიული ცვლილებებით მიმდინარე დაავადებების მკურნალობა;
  • ხერხემლისა და სახსრების დაავადებების მკურნალობა-რეაბილიტაცია;
  • პოსტინსულტური,პოსტტრავმული და პოსტოპერაციული  რეაბილიტაცია;
  • ბავშვთა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მკურნალობა;
  • მკურნალობაში თანამედროვე ფიზიოთერაპიისა და ბიოლოგიური პრეპარატების სინთეზი.

წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი  მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სწორი დიაგნოსტიკა და დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა. საქართველოში მხოლოდ აქ არის შესაძლებელი მთელი ორგანიზმის სრული კომპიუტერული  ფუნქციონალური დიაგნოსტიკა. კომპლექსური ტესტ-დიაგნოსტიკა ითვლება ერთ-ერთი მაღალი სიზუსტის მეთოდად. დიაგნოსტირების შედეგად შესაძლებელია:

  • მთელი ორგანიზმის ერთდროული დიაგნოსტიკა;
  • დაავადებების გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენა;
  • ვირუსების, ბაქტერიების, სოკოს, პარაზიტების მატარებლობა/აქტივობა;
  • ნაადრევ, ფარულ ფორმაში არსებული დაავადების გამოვლენა, როდესაც კლინიკური ლაბორატორიული კვლევები ჯერ კიდევ არ გვაძლევს ინფორმაციას.

 

კლინიკაჰარმონია“–ში მიმდინარეობს სამკურნალო სარეაბილიტაციო და აღდგენითი პროგრამები, ექსკლუზიური სამკურნალო მეთოდებით, როგორიცაა:

  • კომპიუტერული ტესტ-დიაგნოსტიკა, ნაკატანის მეთოდით;
  • ფომინის მეთოდი;
  • ოზონოთერაპია;
  • კომპიუტერული მართვის ფიზიოთერაპია;
  • PRP თერაპია;
  • PROLO თერაპია;
  • ჰომეოპათიური მკურნალობა;
  • სამკურნალო მასაჟი და ვარჯიში;

ვმკურნალობთ შემდეგ  დაავადებებს:


1.ნერვული სისტემის დაავადებები;

  • ნევროზი,ნევრასტენია;
  • ნევრიტები,ნევრალგია;
  • თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
  • ენცეფალოპათია;
  • ასთენიური სინდრომი;
  • ვეგეტო დისტონია;
  • ფობიები;

2.ხერხემლის ანთებითი და დეგენერაციულ–დისტროფიული დაავადებები

  • ოსტეოქონდროზი;
  • დისკოპათია;
  • სქოლიოზი;
  • ოსტეოპოროზი;
  • პოსტტრავმული გართულებები;
  • ხერხემლის დისკის თიაქარი;
  • დისკოზი.

3.სახსრების ანთებითი და დისტროფიული დაავადებები:

  • ართრიტი;
  • ართროზი;(კოქსართროზი;გონართროზი);
  • ქრონიკული და მწვავე მყეს–კუნთოვანი დაზიანებები;
  1. 4. სისხძარღვთა დაავადებები:
  • ათეროსკლეროზი;
  • ჰიპერტონია;
  • გულის იშემიური დაავადებები;
  • დიაბეტური ანგიოპათია;
  • ენდარტერიტი;
  • ქრონიკული ვენური უკმარისობა;
  • ლიმფოსტაზი.

5.სამკურნალო–სარეაბილიტაციო პროგრამები:

  • დისტექტომიის (ხერხემლის დისკის თიაქრის) პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;
  • პოსტინსულტური რეაბილიტაცია;
  • ბავშვთა ორთოპედიული რეაბილიტაცია;
  • პოსტტრავმული რეაბილიტაცია;

კლინიკა „ჰარმონია“-ში არსებულ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს,  საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.

სიახლე კლინიკა "ჰარმონია"–ში

კლინიკაში დაინერგა ამერიკას, რუსეთსა  და ევროპაში აპრობირებული სამკურნალო ინექციური მეთოდები.

სახსრების ქრონიკული დაავადებების: ართრიტი, კოკსართროზი, ოსტეოქონდროზი, დისკოზი და ტრავმების შემდგომი გართულებების მკურნალობა,აღდგენისთვის.

სახსარშიდა ინექციები მოიცავს სამი პროცედურის სინთეზს:

  • ზრდის ფაქტორის შეყვანა;
  • ოზონოთერაპია;
  • პროლოთერაპია.
ასევე, კლინიკაში,  გამოიყენება წლების განმავლობაში გამოცდილი მაღალეფექტური ფიზიოთერაპიული სამკურნალო კომპლექსი ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებით.
ვიდეოგალერეა
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად