რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი

რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
მისამართი : ქ. თბილისი, დ. უზნაძის 51
ტელ : (+995 32) 2 954041
კლინიკის შესახებ


აკად. ვ წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი დაფუძნებულია 1979 წელს, დირექტორი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი ელენე (დოდო) ქართველიშვილი. ცენტრში მუშაობს მაღალკვალიფიციური გამოცდილი პერსონალი, რომელიც  დაარსებიდან დღემდე  ეწევა როგორც პრაქტიკულ, ასევე სამეცნიერო და  პედაგოგიურ საქმიანობას. 1979 წლიდან დღემდე ცენტრში დაცულია 2 სადოქტორო და 20 საკანდიდატო დისერტაცია. რევმატოლოგიის ცენტრი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკურ ბაზას.

ცენტრის ძირითადი მიმართულებებია თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა: ოსტეოართრიტი (ოსტეოართროზი), რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული არტრიტები, სპონდილოართრიტები, პოდაგრული ართრიტი,  სისტემული წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი, სისტემური ვასკულიტები, ოსტეოპოროზი  და სხვა.



ექიმები ორიენტირებულნი არიან, რათა მოხდეს  დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, შემუშავდეს მკურნალობის ტაქტიკა სტადიის, აქტივობის  და ავადმყოფის ინდივიდუალური გამოვლინებების გათვალისწინებით. ცენტრის ყოველდღიური საქმიანობა ეყრდნობა მსოფლიოს წამყვანი კლინიკების გამოცდილებას, საერთაშორისო გაიდლაინებს (პროტოკოლებს.) 1998 წლიდან რევმატოლოგიის ასოციაციაცია ევროპის ანტირევმატული ლიგის (EULAR) და ამერიკის რევმატოლოგთა კოლეჯის (ACR) წევრია.



ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. პაციენტებს უტარდებათ შემდეგი სადიაგნოსტიკო გამოკვლევები: ციფრული რენტგენოგრაფია, სახსრების და გულის ულტრასონოგრაფია, დენსიტომეტრია, ტერფის დიაგნოსტიკა და კორექცია, კლინიკური  და ბიოქიმიური ანალიზები: სისხლის საერთო, რევმატული სინჯები - C რეაქტიული ცილა, სერომუკოიდი, რევმატოიდული ფაქტორი, ანტისტრეპტოლიზინი O; ღვიძლის ფუნქციური სინჯები, ლიპიდური სპექტრი, კოაგულოგრამა, შარდმჟავა სისხლში და სხვა. იმუნოლოგიური:  ანტისხეულების განსაზღვრა ბირთვის  ANF (HEp-2), ANA და ცალკეული ანტიგენების მიმართ - dsDNA IgG, Cardiolipin IgG, IgM, CCP, MCV, ANCA, Nucleosome, Histone, SmD1, PCNA, PO, SS-A/RO60, SS-A/Ro52, SS-B/La, CENP-B, Scl170, U1-snRNP, AMA M2, Jo-1, PM-Scl, Mi-2, Ku; ართროცენტეზი.


პაციენტებს უტარდებათ როგორც ამბულატორული, ისე სტაციონარული კომპლექსური მკურნალობა თანამედროვე ანთებისსაწინააღმდეგო და გლუკოკორტიკოსტეროიდებით, ხდება ულტრამაღალი დოზით კორტიკოსტეროიდების (პულს-თერაპია), გენური ინჟინერიით შექმნილი ბიოლოგიური პრეპარატების და ანტიოსტეოპოროზული საშუალებების ინტრავენური ინფუზია. სახსარშიდა ინექციები სამკურნალო მედიკამენტის შეყვანით, ასევე გამოიყენება სარეაბილიტაციო პროცედურები: ფიზიოთერაპია, დარტყმითტალღოვანი თერაპია და სამკურნალო მასაჟი.


რევმატოლოგიის ცენტრში დაგხვდებათ თბილი გარემო, ყურადღებიანი და თქვენს ჯანმრთელობაზე ორიენტირებული პერსონალი.

 

ექიმები:

1. ქართველიშვილი დოდო - დირექტორი, რევმატოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

2. შაყულაშვილი ნანა - რევმატოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

3. აბრამია ნინო - რადიოლოგი

4. ასტვაცატუროვი ტატიანა - იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი

5. ახვლედიანი რიმა - რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი

6. გვიჩია ირინა - რევმატოლოგი

7. თევზაძე მარინა - რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი

8. თენეიშვილი სვეტლანა - რევმატოლოგი

9. კალანდაძე ნანა - რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი

10. კოჭლამაზაშვილი ელზა - რევმატოლოგი

11. ლორთქიფანიძე მამუკა -რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი

12. ონიანი ქეთევან- რევმატოლოგი, რადიოლოგი (სახსრების ულტრასონოგრაფია), მედიცინის დოქტორი

13. საგინაშვილი მაია - კარდიოლოგი, რადიოლოგი (გულის ულტრასონოგრაფია)

14. ტორონჯაძე მელანო - რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი

15. ქავთარაძე ნინო - რევმატოლოგი

16. ყურაშვილი ნანა - რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი

17. შალამბერიძე ლევან - რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი

18. ცუცქირიძე მაია - რადიოლოგი (სახსრების ულტრასონოგრაფია)

მიმართულებები
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად