კლინიკა - მკურნალი.გე

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოფიის ინსტიტუტი

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოფიის ინსტიტუტი
მისამართი : თბილისი, 0186, ვაჟა-ფშაველას გამზ. #83/11; მე-3 სართ.
ტელ : 2 912 947; 2 183 317
ვებ-გვერდი : inn.org.ge
კლინიკის შესახებ


ჩვენ
ვმკურნალობთ პიროვნებას და არა მხოლოდ ავადმყოფობას!

ორგანიზაცია შეიქმნა იმ სამეცნიერო და კლინიცისტთა გუნდის მონაწილეობით, რომელიც ლიდერ პოზიციებზე იყო წარმოდგენილი პეტრე სარაჯიშვილის მიერ შექმნილ ეპილეფსიის ცენტრში. 2000 წლიდან ეპილეფსიის ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფმა დაიწყო ეპილეფტოლოგიური სამსახურის ეტაპობრივი რეაბილიტაცია და 2005 წელს ჩამოაყალიბა „ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი“. ამჟამად ინსტიტუტი წარმოადგენს ინტერდისციპლინურ სამედიცინო ორგანიზაციას. იგი აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მომუშავე პროფესიონალებს, რომელთაც გააჩნიათ მდიდარი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილება ნევროლოგიის, ეპილეფტოლოგიის, ფსიქიატრიის, ნეიროფსიქოლოგიის, ელექტროფიზიოლოგიისა და მეტყველების თერაპიის სფეროში.

სერვისები

 

მოზრდილთა და ბავშვთა ნევროლოგია

მოზრდილთა და ბავშვთა  ეპილეფტოლოგია

მოზრდილთა და ბავშვთა ფსიქიატრია

ნეიროფსიქოლოგიური შეფასება

მეტყველების თერაპევტის (ლოგოპედი) მომსახურება

 

 

ორგანიზაციის ერთერთ მთავარ მიმართულებას ეპილეფსიისა და სხვა პაროქსიზმული მდგომარეობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენს.

 

ეპილეფსია

 

ეპილეფსია არის ცენტრალური ნერვული სისტემის (ნევროლოგიური) დაავადება, რომლის დროსაც  დარღვეულია თავის ტვინში ნერვული უჯრედების ნორმალური აქტივობა, რაც ეპილეფსიურ გულყრას იწვევს. ეპილეფსიური შეტევები როგორც წესი ხანმოკლეა (რამდენიმე წამი, წუთი).

 

სიმპტომები

გულყრა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გარდამავალი (ძირითადად თვითშეჩერებადი) სიმპტომებით:

  • არაკონტროლირებადი კრუნჩხვითი მოძრაობები კიდურებში;
  • ცნობიერების დაკარგვა ან შეცვლა;
  • კონფუზია (დეზორიენტაცია დროსა და გარემოში);
  • მეტყველების შეჩერება;
  • ფსიქიკური სიმპტომები (ქცევის და აზროვნების შეცვლა);

 

 

სადიაგნოსტიკო კვლევები

ელექტროენცეფალოგრაფია-ერთერთი უმნიშვნელოვანესი კვლევაა ეპილეფსიის დიაგნოსტიკის პროცესში. ეს გამოკვლევა თავის ტვინის ელექტრულ აქტივობას აღრიცხავს დასაშუალებას იძლევა გამოავლინოს პათოლოგიურად მომატებული ან დაქვეითებული ფუნქციური მდგომარეობა. ჩვენი კლინიკის სამეცნიერო და ტექნიკური პოტენციალი საშუალებას გვაძლევს აღნიშნული კვლევა საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ვაწარმოოთ.

 

ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ძილის დარღვევების კვლევები და პოლისომნოგრაფიული კვლევების წარმოებაა. პოლისომნოგრაფიული კვლევა პაციენტის ძილის მდგომარეობაში თავის ტვინის ელექტრული აქტივობის, სუნთქვის, გულისცემის, ჟანგბადით მომარაგებისა და სხვა პარამეტრების დაფიქსირებას გულისხმობს. ეს კვლევაც ჩვენს კლინიკაში წარმატებით ხორციელდება. პოლისომნოგრაფიული კვლევები ძილის მრავალრიცხოვანი დარღვევების სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებას გვაძლევს.

ფეხმძიმობა და ეპილეფსია

ეპილეფსიის მქონე ქალებში ერთერთ მთავარ გამოწვევას ფეხმძიმობის პერიოდი წარმოადგენს. ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტს ფეხმძიმობის პერიოდში ეპილეფსიური შეტევების მართვისა უნიკალური გამოცდილება გააჩნია.  თანამედროვე მიდგომებით შესაძლებელია დაავადებით განპირობებული რისკების მინიმიზირება, როგორც დედის, ასევე ნაყოფზე ზემოქმედების კონტროლის თვალსაზრისით. ადეკვატური მკურნალობისა და მეთვალყურეობის პირობებში, ეპილეფსიის მქონე ქალს სრულიად ჯანმრთელი ბავშვის შეძენის ძალიან მაღალი ალბათობა აქვს, შესაბამისად, ეპილეფსია არ არის ორსულობისაგან თავის შეკავების საფუძველი.

ეპილეფსიის ნეიროქირურგიული მკურნალობა

ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა მოწოდებულია იმ პაციენტებში, რომელთაც, მიუხედავად ადეკვატური ანტიეპილეფსიური მკურნალობისა, მაინც უგრძელდებათ შეტევები, ანუ მკურნალობა ეპილეფსიურ გულყრებს ვერ აჩერებს. ეპილეფსიის ნეიროქირურგიულ მკურნალობაში გადამწყვეტი როლი პაციენტის პრე-ქირურგიულ კომპლექსურ შეფასებას ენიჭება, რაც გულისხმობს იმ კერის ზუსტ იდენტიფიცირებას, საიდანაც იწყება ეპილეფსიური გულყრები, ამისათვის საჭიროა მაღალი სტანდარტებით განხორციელებული ხანგრძლივი ვიდეო-ეეგ მონიტორინგი. ნევროლოგიური, ნეიროფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული შეფასება. ყველა ეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო კვლევა ხორციელდება ჩვენს ინსტიტუტში გერმანიის წამყვანი კლინიკების: Campus Charité Mitte; Evangelisches Krakenhaus Konigin Elisabeth Herzberge (KEH); Charité - Campus Benjamin Franklin-ის სპეციალისტების აქტიური ჩართულობით.