ბაქტერიოფაგები და პრობიოტიკები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

ბაქტერიოფაგები და პრობიოტიკები

ბაქტერიოფაგები და პრობიოტიკები
1896 წელს ბრიტანელმა ბაქტერიოლოგმა ერნესტ ჰანკინმა შეამჩნია, რომ მდინარე განგის ნაპირას მცხოვრებ ხალხს

ინფექციური დაავადებები არ ემართებოდა. მან გამოკვლევა დაიწყო და მდინარის წყალში, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა სასმელად იყენებდა, პათოგენურ მიკროორგანიზმთა ვირუსები აღმოაჩინა. ასე გაიცნო კაცობრიობამ ბაქტერიოფაგები, რაც ლათინურად "ბაქტერიათა შთამნთქმელებს" ნიშნავს. ბაქტერიოფაგებისა და ფაგოთერაპიის შესახებ ექიმი ლამზირა ოთარაშვილი გვესაუბრება:



- ბაქტერიოფაგები, ბაქტერიათა ვირუსები, ვირუსთა სამეფოს განსაკუთრებული წარმომადგენლები არიან. მათი თავისებურება ისაა, რომ ბაქტერიის უჯრედში გამრავლების უნარი შესწევთ. თანამედროვე კლასიფიკაციით, ცნობილია ბაქტერიოფაგების 13 ოჯახი, რომლებიც 140-ამდე გვარს და 5300-ამდე სახეობას აერთიანებს.

 


-

როგორია მათი აგებულება?
- ელექტრონული მიკროსკოპების ფართოდ დანერგვამ მეცნიერებას შესაძლებლობა მისცა, საფუძვლიანად შეესწავლა ბაქტერიოფაგების აგებულება და დაედგინა, რომ მათ დიდ ნაწილს გაცილებით რთული აგებულება აქვს, ვიდრე ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ვირუსებს. ისინი საკმაოდ მცირე ზომისანი არიან, შეიცავენ ცილას და გენეტიკური ინფორმაციის მატარებელ დნმ-ს ან რნმ-ს
მოლეკულას. გარემოში ფაგები არიან ყველგან, სადაც კი ბაქტერიები ბინადრობენ - წყალში, ნიადაგში, წვიმის წვეთებში, საგნებზე, ხილსა და ბოსტნეულზე, ცხოველის ბეწვზე, ადამიანის კანზე და ორგანიზმის შიგნით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი შავმიწა ნიადაგში.


- როგორი მექანიზმით აზიანებენ ბაქტერიოფაგები დაავადებების გამომწვევ მიკრობთა უჯრედებს?
-  ყოველი სახეობის ბაქტერიოფაგს თავისი სამიზნე ბაქტერია ჰყავს, რომლის უჯრედშიც აღწევს სპეციალური მექანიზმის წყალობით და იქ მანამდე მრავლდება, ვიდრე არ გახეთქავს, არ დაშლის უჯრედის კედელს. ბაქტერიისგან ნარჩენებიღა რჩება, სამაგიეროდ, დღის სინათლეზე გამოდის 150-200 ახალი ფაგი, რომლებიც ახალ სამიზნე ბაქტერიებს ეძებენ, რათა კვლავ გამრავლდნენ. ერთ ფაგს, სახეობისდა მიხედვით, ბაქტერიის უჯრედში შესაღწევად და გასამრავლებლად 15-დან 40 წუთამდე სჭირდება.


- რა სახის ფაგები გამოიყენება თანამედროვე ფაგოთერაპიაში და რა განსხვავებაა მათ შორის?
- იმისდა მიხედვით, რამდენ კომპონენტს შეიცავს და რამდენი ბაქტერიის წინააღმდეგ გამოიყენება, არსებობს ერთ, ორ, სამ, ოთხ და პოლიკომპონენტიანი ფაგები. ისინი აბებისა და სითხეების, მალამოებისა და სანთლების სახით გამოდის. ადამიანის ორგანიზმში ფაგი რამდენიმე გზით ხვდება: პერორალურად (კუჭ-ნაწლავის გზით), რექტალურად (სწორი ნაწლავიდან), ადგილობრივად (კანის, თვალის, ყურის, ცხვირის ლორწოვანი გარსების მეშვეობით, სავლებისა და მალამოს სახით), აეროზოლებისა და ინტრაპლევრული ინექციების მეშვეობით. იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია ფაგის ორგანიზმში ინტრავენური გზით შეყვანა.


- რის მიხედვით განისაზღვრება სამკურნალო დოზა?
- ფაგოთერაპიის დროს დოზირება მთლიანად ავადმყოფის მდგომარეობაზე, დაავადების მიმდინარეობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. ასე რომ, დოზა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება. ფაგოთერაპიის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა ფაგისადმი მგრძნობელობაზე.


- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ფაგოთერაპია და აქვს თუ არა მას უკუჩვენება ან გვერდითი მოვლენა?
- ფაგოთერაპია, ჩვეულებრივ, 2-3 კვირა გრძელდება, შემდეგ პაციენტი ისვენებს და, საჭიროებისამებრ, იმეორებს რამდენიმეკვირიან კურსს. უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები ფაგოთერაპიას თითქმის არ აქვს, თუმცა ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში ფაგის ზემოქმედებით დაშლილი ბაქტერია სისხლში ენდოტოქსინს გამოყოფს და შესაძლოა თავი იჩინოს უმნიშვნელო გვერდითმა მოვლენებმა.


- რომელი დაავადებების სამკურნალო ფაგები არსებობს?
- ფაგებს უმთავრესად ჭრილობების, ჩირქოვანი ინფექციებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებენ. ამისთვის არის შექმნილი სტრეპტოკოკული და სტაფილოკოკური მონოფაგები, ეშერიხია-პროტეუსის, სტრეპტოკოკულ-სტაფილოკოკური დიფაგები, პოლიპიოფაგი და სხვა.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
D ვიტამინი - სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტია, რომელიც შეიძლება გადაეცეს
კალიფორნიის უნივერსიტეტში მღრღნელების მაგალითზე აჩვენეს, რამდენად მნიშვნელოვანია დედის
ისრაელის, ვეიცმანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობისას, ვირუსულმა ინფექციამ
ფრანგმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხმაური უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. ამას გარდა,
აღსრულდა, თქვენ ორსულად ხართ! ერთმანეთში აირია ყველა გრძნობა და ემოცია, რომლებმაც მთელი თქვენი არსება მოიცვა.
ორსულობის 9 თვის განმავლობაში ქალის ორგანიზმი იცვლება და პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ, არამედ ნაყოფის ჯანმრთელობაზეც.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად