რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
როგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა
როგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.

ნინო ინასარიძე მწერთან ბრძოლის მსოფლიო გამოცდილებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ჯერ არსად დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ მწერს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი მიეყენებინა.

”პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ეს მწერი არ არის არც მკბენარი და
არანაირ ალერგიას არ იწვევს, არ უშვებს სუნს თუ არა დაჭყლიტე. მასთან შეხება არ იწვევს არანაირ ალერგიულ რეაქციას. ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ ეყრდნობა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების და ჩემი, როგორც ბიოლოგის განცხადებებს, ეს არის საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკიდან აღებული ინფორმაცია. უკვე დიდი ხანია, მაგალითად, ამერიკასა და იტალიაში ებრძვიან აღნიშნულ მწერს და არსად დაფიქსირებულა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე ზიანი
მიეყენებინა”, - განაცხადა ნინო ინასარიძემ.

მისივე თქმით, ისტერია, რომელიც თბილისში მწერის გამოჩენას მოჰყვა, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია.

ნინო ინასარიძემ რამდენიმე წლის წინ თბილისში კალიების შემოსევა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ”მსგავსი ისტერია მაშინაც არ ყოფილა”.

”ერთადერთი გზა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის არის, რომ შევამციროთ მისი რაოდენობა მექანიკური საშუალებებით და ეს შეიძლება იყოს ცოცხით კედლიდან ჩამოღება, მტვერსასრუტით შეგროვება და ა.შ. უნდა მოვაგროვოთ და აუცილებლად გავანადგუროთ. ის ადვილად არ ემორჩილება ასეთ შეტევებსაც კი, ამიტომ განადგურება აუცილებელია. თუ საქმე ეხება ფაროსანას დიდ რაოდენობას, რაც დაფიქსირებულია დასავლეთ საქართველოში, იქ უკვე შეგვიძლია ვიმოქმედოთ სახლის ხაფანგების მეთოდებით, რომლებიც ძალიან ადვილი დასამზადებელია. შესაძლოა, ეს იყოს ღამით დატოვებული ანთებული ფანარი რაიმე სახის ჭურჭელთან ერთად, რომელიც მწერს იზიდავს და ერთ ადგილას აგროვებს, ასევე შეიძლება იყოს ქაფიანი წყალი, რომელიც ჯამში მოთავსდება და დანათებული აქვს სანათი. ანუ ფაროსანას ბიოლოგია არის ის, რომ ის მიდის სინათლეზე. ანუ თუ ღამით დავტოვებთ სანათს ისე, რომ მივიდეს ნათურასთან, რომელიც იქნება ცხელი, ფაროსანა ჩამოვარდება და ჩავარდება ქაფიან წყალში, ის განადგურდება ავტომატურ რეჟიმში. გარდა ამისა, იქ, სადაც ეზოები აქვს მოსახლეობას, რეკომენდებულია მუყაოს ყუთების დადგმა, რომელსაც აქვს ხვრელები. მწერს ამ შემთხვევაში უჩნდება სახლის ასოციაცია და გროვდება ყუთში. ვფიქრობ, ეს მიდგომა ძალიან ეფექტურად იმუშავებს. ჩვენ არ ვართ პირველი ქვეყანა, რომელიც ებრძვის მწერს, ასე ებრძვის სახლის პირობებში ფაროსანას ამერიკაც, იტალიაც, ესპანეთიც და ა.შ.”, - აღნიშნა ბიოლოგიის დოქტორმა.

ნინო ინასარიძის განმარტებით, ზამთარში აზიური ფაროსანა ერთეული შემთხვევების გარდა არ დაფრინავს, იბუდებს და იძინებს.

”შესაძლოა, ფრენის ერთეული შემთხვევები იყოს, ვიდრე დაიძინებს ფაროსანა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთელი მისი პოპულაცია ზამთარში შედის ძილის ფაზაში. სწორედ ამიტომ არის ახლა აქტიურად გამოფენილი, რომ დათბა და იმარაგებს საკვებს, ძლიერდება და ემზადება ძილისთვის. თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, რომ გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, რომელმაც შეიძლება შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს მიაყენოს ზიანი”, - აღნიშნა ნინო ინასარიძემ.

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს მწერთან ბრძოლაში, ნინო ინასარიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს როლი ამ ყველაფერში დიდია, ძირითადად საინფორმაციო კამპანიის და სწავლების კუთხით.

”აზიური ფაროსანას თემა არის ისეთი საკითხი, რომელშიც რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა გამოიჩინოს სახელმწიფომ, შეუძლებელია დაამარცხოს მოსახლეობის აქტიური ჩარევის გარეშე. სახელმწიფო ყველა სახლში ვერ შევა და რომც შევიდეს, სახლებს ქიმიურად ვერ და არ შეწამლავს. მწერს უნდა ებრძოლოს მოსახლეობა ტექნიკური საშუალებებით, უბრალოდ მას სახელმწიფო უნდა მიეხმაროს და ასწავლოს, როგორ არის უმჯობესი. საუბარი არ არის პლანტაციებზე, სადაც სახელმწიფომ შეიძლება კეთილი ნება გამოიჩინოს და დაეხმაროს მოსახლეობას წამლის დარიგებით, ვინაიდან ამ ეტაპზე ის არ იყიდება. ასეთი ტიპის პრაქტიკული დახმარებები მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემი პირადი აზრით და მსოფლიო სპეციალისტების რჩევით, სახელმწიფოს ძირითადი როლი ის არის, რომ დროულად მიაწოდოს ინფორმაცია, გააკეთოს პრევენცია და მოსახლეობას ასწავლოს მწერთან ბრძოლის მეთოდები. დამერწმუნეთ, ის, რასაც აკეთებს ჩვენი სახელმწიფო, არის გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლებოდა გაეკეთებინა ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მთავრობას”, - განაცხადა ნინო ინასარიძემ.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სქესობრივი ცხოვრების საკითხი ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს აღელვებს. თიაქრის დროს სექსს ხშირად თან ახლავს
CPAP-თერაპია ძილის აპნოეს მკურნალობის მეთოდია, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გზით უწყვეტი
რობოტები ნელა, მაგრამ მყარად იკავებენ ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულ ადგილს. კერძოდ, ინჟინრები
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერების მიერ შექმნილ ახალ მალამოს, მამაკაცის
თუ ადამიანს არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, გულის მხრივ გადახრების განვითარების რისკი მაღალია.
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა