ოჯახი 17 წლის ბიჭის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახალ ვერსიაზე საუბრობს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ოჯახი 17 წლის ბიჭის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახალ ვერსიაზე საუბრობს
ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში 17 წლის ბიჭის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახალ ვერსიაზე საუბრობს. როგორც გაუჩინარებული ბიჭის დამ, თეონა დოლიძემ განაცხადა, "17 წლის მოზარდი ძალადობის მსხვერპლია და გამოძიება სწორედ ამ კუთხით უნდა მუშაობდეს".

როგორც თეონა დოლიძე ამბობს, მისი ძმა 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, "თუმცა სკოლამდე არ მისულა, ქალაქში ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს".

ოჯახის თქმით, 17 წლის ბიჭმა თანატოლებთან ერთად 2 დეკემბერს იქეიფა და სახლში ნასვამ მდგომარეობაში სახის არეში დაზიანებებით დაბრუნდა.

"ჩემი ოჯახი ხელს არავის არ ადებს. ჩემი ძმა
ნაცემი იყო და მისი გაუჩინარებას სწორედ ამას უკავშირდება. ჩემი ძმა ძალადობის მსხვერპლია, ძალიან ბევრი გაურკვეველი ფაქტია. ჩემი ძმა 2 დეკემბერს სახლში ნასვამ მდგომარეობაში მიიყვანეს, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ბავშვს სახეზე დაზიანებების დასაფარად კრემი ჰქონდა წასმული. გამოძიება უნდა დაიწყოს იმ კუთხით, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. თავდაპირველად
ჩემი ძმის გაუჩინარებას "ლურჯ ვეშაპს" ვუკავშირებდით, თუმცა პოლიციამ გადაამოწმა და ჩემი ძმა აღნიშნულ საიტზე დარეგისტრირებული არ არის. 2 დეკემბერს ჩემმა ძმამ ვისთან ერთადაც იქეიფა იმ ადამიანების დაკითხვას ვითხოვ. ბავშვს სახეზე დაზიანებები აღენიშნება. კლასელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა რა დროს რა მოხდება არ ვიცით. მამაჩემს 2 დეკემბერს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ორ საათში დაზიანებული სახით მიიყვანეს. პოლიციას მოვუყევი 2 დეკემბერს მომხდარი შემთხვევის დეტალები. სახეზე იმდენი დაზიანება ჰქონდა, ერთი დაცემით როგორ შეიძლება მომხდარიყო? ჩვენ ფაქტები ხელთ გვაქვს და გამოძიებას ვითხოვთ",- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თეონა დოლიძემ.

17 წლის ახალგაზრდა სოფელ ბობოყვათში 7 დეკემბერს გაუჩინარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში 17 წლის მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
11-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სქესობრივი ცხოვრების საკითხი ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს აღელვებს. თიაქრის დროს სექსს ხშირად თან ახლავს
CPAP-თერაპია ძილის აპნოეს მკურნალობის მეთოდია, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გზით უწყვეტი
რობოტები ნელა, მაგრამ მყარად იკავებენ ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულ ადგილს. კერძოდ, ინჟინრები
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერების მიერ შექმნილ ახალ მალამოს, მამაკაცის
თუ ადამიანს არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, გულის მხრივ გადახრების განვითარების რისკი მაღალია.
19 ივლისი 2018
ამერიკელმა კარდიოლოგებმა ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე პროდუქტი დაასახელეს. დიეტურმა
19 ივლისი 2018
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
თვალის ჩრდილი მაკიაჟის მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს უნივერსალური კოსმეტიკური პროდუქტია, რომელმაც
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს