რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
როგორი პენსიები აქვთ ევროპელებს და როგორ პენსიაზე ოცნებობენ საქართველოში?
რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები - რამდენი უნდა იყოს პენსია საქართველოში, რომ საარსებოდ ეყოს ადამიანს?
ახლა კი ვნახოთ, როგორი პენსიები აქვთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და როგორია საპენსიო სისტემა:

ესპანეთი
ყოველთვიური საშუალო პენსია 850 ევროა.
საპენსიო ასაკი - 65 წელი (მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც). თუმცა ვარაუდობენ საპენსიო ასაკის გაზრდას 67 წლამდე.
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ესპანეთში 82,5 წელია. ქალები მამაკაცებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ.
საპენსიო სისტემა ასეთია: პენსიის მისაღებად საჭიროა 37 წლის მუშაობის სტაჟი. ზოგიერთ მოქალაქეს პენსია 60 წლიდანაც ენიშნება, მაგრამ არ სეიძლება პენსიისა და
სრულ განაკვეთზე მუშაობის შეთავსება. შეიძლება მუშაობა ნახევარ განაკვეთზე

გერმანია
საშუალო პენსია 1200 ევროა. მამაკაცები, როგორც წესი, უფრო მაღალ პენსიას იღებენ, ვიდრე ქალები. ასევე უფრო მაღალი აქვთ პენსია ქვეყნის დასავლეთში მცხოვრებთ, ვიდრე აღმოსავლეთში.
საპენსიო ასაკი 65 წელი და 3 თვეა. 2030 წლისთვის გეგმავენ მის გაზრდას 67
წლამდე (ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც).
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელია.
საპენსიო სისტემა ასეთია: გერმანიის ყოველი დასაქმებული მოქალაქე ვალდებულია გერმანიის საპენსიო ფონდში გადაიხადოს ხელფასის 20,3%. გადასახადის ნახევარს იხდის დასაქმებული, ხოლო ნახევარს - დამსაქმებელი.

საფრანგეთი
საშუალო პენსია 1200 ევროა.
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 81 წელზე მეტია.
საპენსიო ასაკი 62 წელია, მაგრამ ყოველწლიურად 3 თვით ზრდიან.
საპენსიო სისტემა ასეთია: პენსიის მისაღებად საჭიროა 40 წლის მუშაობის სტაჟი. სტაჟის ხანგრძლივობის შესაბამისად შეიძლება პირს ჰქონდეს მეტი ან ნაკლები პენსია - ანგარიშობენ კოეფიციენტის შესაბამისად.

იაპონია
საშუალო პენსია 2000 დოლარი.
სიცოცხლის ხანგრძლივობა 83 წელი.
ნომინალური საპენსიო ასაკი - 65 წელი. ფაქტობრივად კი პენსიაზე ადამიანები საშუალოდ 70 წლის ასაკში გადიან.
პენსია იაპონიაში საკმაოდ მაღალია, მაგრამ ამ ქვეყანაში ცხოვრებაც საკმაოდ ძვირია. იაპონიის კორპორაციებში დასაქმებულთა შვებულება კი წელიწადში მხოლოდ 1 კვირაა.

აშშ
საშუალო პენსია - 1200 დოლარი
საპენსიო ასაკი - 67 წელი, თუმცა პენსიაზე გასვლა მოქალაქეს 62 წლიდან და უფრო ადრეც შეუძლია, ასეთ შემთხვევაში უფრო ნაკლები დაენიშნება.
სიცოცხლის ხანგრძლივობა 78 წელია.
დასაქმებული თავისი ხელფასიდან 15,3%-ს იხდის სოცილურ გადასახადში. გადასახადის ნახევარს იხდის დასაქმებული, ხოლო ნახევარს - დამსაქმებელი. გარდა ამისა ამერიკაში მოქმედებს სხვადასხვაგვარი სისტემები, რომლებიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, თავად დააგროვონ სობერისთვის საჭირო თანხა.

ასევე წაიკითხეთ:
მსოფლიოს რომელ ქვეყნებში ცოცხლობენ და მუშაობენ ყველაზე ხანგრძლივად?


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
2019-2020 წლებში სახელმწიფო პენსიების 20-20 ლარის ოდენობით ზრდა არის დაგეგმილი, - ამის შესახებ
20-06-2018
შაქრიანი დიაბეტი საქართველოშიც სერიოზული მედიკო-სოციალური პრობლემაა.
05-02-2018
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 თვის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა
19-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერების მიერ შექმნილ ახალ მალამოს, მამაკაცის
თუ ადამიანს არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, გულის მხრივ გადახრების განვითარების რისკი მაღალია.
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ექიმებმა მამაკაცთა მასტურბაცია დეტოქს-პროგრამას შეადარეს. ავსტრალიელი მეცნიერები დარწმუნებულები
ექსპერტების განცხადებით, შეკავება უარყოფითად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე. რეგულარული ინტიმური სიახლოვის არქონის პირობებში
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის