რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
მამა არ ჰყავთ, დედამ მიატოვა და სხვასთან წავიდა
მამა არ ჰყავთ, დედამ მიატოვა და სხვასთან წავიდა
ირმა მთიულიშვილი სოციალურ ქსელში ფოტო სურათებს ავრცელებს და ბავშვობა წართმეული პატარების შესახებ გვესაუბრება.

მთიულიშვილის თქმით, ბავშვები მთელი დღის განმავლობაში მარტო იმყოფებიან სახლში, სანამ მათი ბებია სამუშაოდან არ დაბრუნდება.

ირმა მთიულიშვილი დედებს მოუწოდებს, რომ არ მიატოვონ შვილები და ყურადღება მიაქციონ მათ:

,,ამას ჰქვია წართმეული ბავშვობა. ბავშვებს მამა არ ჰყავთ. დედამ ბებიასთან დატოვა, წავიდა - სხვა ოჯახი შექმნა და შვილები საკუთარ დედას დაუტოვა. ორი და სამი წლის ბიჭები და მესამეკლასელი გოგონა - ბებიის ანაბარად ცხოვრობენ. ჩვენს წასვლამდე მეზობელს დავურეკე და თურმე ბავშვები
ბაღში არ ყოფილან, წინა დღით დარეცხილ რეიტუზები, რომლების გამოსაცვლელიც არ აქვთ, ვერ გააშრეს, რადგან შეშა არ ჰქონდათ. ბებია შეშის მოსაგროვებლად იყო წასული და პატარები მესამეკლასელ ბავშვს ჰყავდა ჩაბარებული.

შეშის ღუმელი სადაც უდგათ, შეშა გამოლევიათ და ჩვენს ასვლამდე გათბობაც ვერ მოესწრო ლიანდაგებზე მოგროვილი ფიჩხებით დანთებულ ღუმელს.
შესასვლელში ურიკა და სველი ფიჩხი იყო, სახლი საკმაოდ ღარიბული და დაკრიალებული. უამრავ ოჯახს დავეხმარეთ და პირადად მე ამ ოჯახიდან შოკირებული წამოვედი. ბებია მთელი ზაფხული ბარვაზე და თოხნაზე დადიოდა რომ ბავშვებისთვის წვნიანი მაინც გაეკეთებინა.

იმ ერთი ოთახიდან პირდაპირ აივანზე გასასვლელი კარია, რომელიც ერთი ხელის მირტყმით იღება, უმოაჯირო აივანია და ამ პაწაწუნებმა იცია,ნ რომ არ უნდა მიეკარონ და მთელი დღე ასე მარტო არიან. ოთახის იატაკი ცემენტმოსხმულია და აქა-იქ ისეთი ღრმულებია, უნდა დაიზეპირო, რომ არსად ჩავარდე, არ ვიცი, ეს პატარები თავის თავს თვითონ ზრდიან და ერთმანეთზე აკრულები არიან.

mkurnali.ge

ალბათ სიცივე და შიში ერთდროულად აჟრიალებთ, სითბო კი ყველანაირი აკლიათ.

ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტების ორგანიზაციამ "ქართველნი" კიდევ ერთი აქცია ჩაატარა - მათ გორის რაიონში, სოფელ ვარიანში, პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი და ტკბილეული მიიტანეს. დღეს ორ ოჯახს დაეხმარნენ და პირადად მე შეძრული ვარ, ხალხი რა პირობებში ცხოვრობს და ზრდიან შვილებს. დედებო, თქვენი შვილები ზურგზე მოიკიდეთ, არსად დატოვოთ ღვთის ანაბარა.

ნუ წაართმევთ იმ ბავშვებს ბავშვობას რომელიც თქვენი სისხლი და ხორცია. ჩვენ კი ამ პატარების სანტები ვიქნებით 2018 წლის დამდგომს" - წერს მთიულიშვილი
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული, დიმიტრი ფაილოძე მკურნალობას ძმის მიერ
05-02-2018
პანკისის ხეობის სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სამძიმარს იღებს.
10-01-2018
სოციალურ ქსელში, გიორგი მახარაძის მიმართვა ვრცელდება:
28-12-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერების მიერ შექმნილ ახალ მალამოს, მამაკაცის
თუ ადამიანს არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, გულის მხრივ გადახრების განვითარების რისკი მაღალია.
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ექიმებმა მამაკაცთა მასტურბაცია დეტოქს-პროგრამას შეადარეს. ავსტრალიელი მეცნიერები დარწმუნებულები
ექსპერტების განცხადებით, შეკავება უარყოფითად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე. რეგულარული ინტიმური სიახლოვის არქონის პირობებში
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის