რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
"ოჯახის მკურნალმა" სექტემბრიდან დაიწყო ახალი კამპანია #შვილებისათვის
"ოჯახის მკურნალმა" სექტემბრიდან დაიწყო ახალი კამპანია #შვილებისათვის
ოჯახის მკურნალის" კამპანიის -#შვილებისათვის ფარგლებში, 16-17 სექტემბერს თბილისი მოლში ჩატარებული საქველმოქმედო აქციის შესახებ გვესაუბრება ანი სირბილაძე, "ოჯახის მკურნალის" პროექტების მენეჯერი.

"ოჯახის მკურნალმა" სექტემბრის თვიდან დაიწყო კამპანია #შვილებისათვის, რომლის ფარგლებშიც ჟურნალის ყველა საშემოდგომო ნომერი აქცენტირებულია ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებულ თემებზე. ასევე გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა რამდენიმე აქცია, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვებისათვის უფასო სამედიცინო შემოწმებას.

პირველი ორდღიანი აქცია გაიმართა 16 და 17 სექტემბერს თბილისი მოლში, სადაც მოვიწვიეთ "მანანა შეროზიას თვალისკლინიკის" დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი მანანა შეროზია. ბავშვებს სპეციალური აპარატურით შეუმოწმდათ მხედველობა.

ჩატარდა შემდეგი გამოკვლევები: ვიზომეტრია,
ოფთალმოსკოპია, კომპიუტერული რეფრაქტომეტრია აპარატი-პლუსოპტიკით, თვალის ფსკერის გამოკვლევები და ასევე გამოყენებული იყო მხედველობის გასასინჯი ტაბელები.

რამდენ ბავშვს შეუმოწმდა მხედველობა?

აქციის ფარგლებში სულ 84 ბავშვი შემოწმდა. მათ, ვისაც დიაგნოსტირების შემდგომ აღმოაჩნდათ ოფთალმოლოგთან ვიზიტის საჭიროება, გადაეცათ "მანანა შეროზიას თვალის კლინიკაში" უფასო კონსულტაციისა და ბრიტანული ფირმის "ზუბაგის" სათვალეებზე 20%
შეკითხვა ექიმს
ფასდაკლების ვაუჩერები

mkurnali.ge

2 დღისგანმავლობაში ასეთი 45 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორ მოეწონათ ბავშვებსა და მშობლებს ეს აქცია?

როგორც ბავშვებმა და მათმა მშობლებმა აღნიშნეს, აქცია საკმაოდ სასარგებლო, სახალისო და რაც მთავარია, ნაყოფიერი აღმოჩნდა.

მომავალში რა გეგმები აქვს "ოჯახის მკურნალს?

პირველი წარმატებული მცდელობიდან გამომდინარე, "ოჯახის მკურნალმა"გადაწყვიტა, ოქტომბერშიც გაიმეოროს მსგავსი აქცია-შემოწმება და ამჯერად პატარებს ვთავაზობთ ხერხემლის უფასო შემოწმებას. დეტალები, თუ სად და როდის გაიმართება მორიგი ღონისძიება, მალე გახდება ცნობილი და წინასწარ შეგატყობინებთ როგორც ჩვენი ვებ-გვერდის, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით.

mkurnali.ge

mkurnali.ge

mkurnali.ge

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დღეისათვის პირის ღრუს ლიქენისა და სტომატიტის სამკურნალოდ იყენებენ სავლებს, კრემებს ან სტეროიდის
ქირურგიული ინსტრუმენტებისა და იმპლანტების ზედაპირზე პათოგენური მიკროორგანიზმებისგან შემდგარი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
სადღეისოდ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს (აივ-ს) ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსად მიიჩნევენ. ყველაზე
შეფილდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ბაქტერიული ინფექციის
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი ერთი წლის ვადით
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის