რატომ ბუყბუყებს მუცელი და როგორ დავაღწიოთ თავი ამ პრობლემას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ბუყბუყებს მუცელი და როგორ დავაღწიოთ თავი ამ პრობლემას

აირების გადაადგილებით. ბუყბუყს მეცნიერულად “borborygmus”-ს უწოდებენ. ეს სიტყვა ბერძნული ენიდანაა შემოსული, მაგრამ არ ითარგმნება. რადგან, როგორც ჩანს, მუცელში წარმოშობილი ხმების იმიტაციაა. მუცლის ყურყურის მრავალი მიზეზი არსებობს. ის ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება განუვითარდეს.

მუცლის ბუყბუყის მიზეზები

ბუყბუყებს მშიერი კუჭი, ძირითადად დილით, მაგრამ თუ არ ისაუზმეთ, შეიძლება მუცელმა მთელი დღე იბუყბუყოს. ბუყბუყი ბევრმა ჭამამაც შეიძლება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მთელი დღე მშიერი ხართ და შემდეგ ერთბაშად ბევრ საკვებს მიიღებთ, ან თუ საკვები მსუყეა.

ბუყბუყის მიზეზი ზოგჯერ ნერვიულობაა, მაგალითად, მუცელი შეიძლება „ახმაურდეს“ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების, გამოცდის ან პაემნის წინ.

მუცელი ბუყბუყს იწყებს გარკვეული პროდუქტის - გაზიანი წყლების ან ალკოჰოლის მიღების შემდეგაც.

მუცლის ყურყური შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავთა ტრაქტის დაავადების სიმპტომი, მაგალითად, ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, ენტერიტის, კოლიტისა და სხვ.

ორსულობის დროს კი მუცლის ყურყურს იწვევს სისხლში პროგესტერონის მაღალი დონე, რაც ადუნებს გლუვ მუსკულატურას, მათ შორის, ნაწლავებს.

მუცლის ყურყურის შესამცირებლად ან მისგან თავის დასაღწევად აუცილებელია:

1. სწორი კვება: საკვები გულდასმით უნდა ღეჭოთ და თან აუცილებლად მოკუმული პირით, რომ შემთხვევით ჰაერი არ გადაგეყლაპოთ და კუჭსა და ნაწლავებში აირები არ დაგროვდეს.

2. გახსოვდეთ, რომ პარკოსნები, კომბოსტო, ახალი ბოსტნეული და ხილი, რძის პროდუქტები, ახალგამომცხვარი ნამცხვარი მუცლის ბუყბუყს იწვევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ თავი შეიკავეთ ამ პროდუქტებისგან ან შეამცირეთ მაინც მათი რაოდენობა. კერძის მომზადებასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. მაგალითად, პარკოსნებისგან გამოწვეული მუცლის ბუყბუყის ასარიდებლად ან შესამცირებლად კეძის მომზადების წინ პარკოსნები რამდენიმე საათით დაალბეთ ძმარდამატებულ წყალში. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს აირწარმომქმნელი აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციას.

3. გარკვეული პერიოდით შეწყვიტეთ შაქრის შემცვლელების მოხმარება. ამ ნივთიერებებს პრაქტიკულად ყველაფერი შეიცავს: საღეჭი რეზინები, ტკბილეული, გაზიანი წყლები, სოუსები და სხვა. ასეთი შეზღუდვა შეიძლება დაგეხმაროთ მუცლის ბუყბუყის დაძლევაში.

4. ნებისმიერი გაზიანი სასმელი (ლუდი, ტკბილი სასმელები და სხვა) ძლიერ ბერავს ნაწლავებს და აირებს წარმოქმნის. შესაბამისად, თუ მუცლის ყურყური გაწუხებთ, ნუ დალევთ გაზიან სასმელებს.

5. აირების წარმოქმნაზე ძლიერად მოქმედებს კოფეინიც, რომლის ძირითადი (მაგრამ არა ერთადერთი) წყაროც ყავაა. თუ ეს ნივთიერება მართლაც გიძლიერებთ გაზების წარმოქმნას, მაშინ არა მარტო ყავა, ჩაი და შოკოლადიც ამოიღეთ მენიუდან.

6. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, რაც აფერხებს გაზების დაგროვებას და მათი ბუნებრივი გზებით დროულ გამოდევნას ეხმარება.

7. ენტეროსორბენტებს (პოლიფეპანი, გააქტიურებული ნახშირი, ენტეროსგელი) ნაწლავების მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია.

თუ მუცლის ბუყბუყი ძალიან გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს, ის გამოავლენს მიზეზს და დანიშნავს ადეკვატურ მკურნალობას.