ნაწლავების გამწმენდი ნატურალური საშუალება
1. აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას.
2. ზრდის ნაწლავში ოსმოსურ წნევას.
აიღეთ:
100 გრ შავი ქლიავის ჩირი;
100 გრ ქიშმიში;
100 გრ ზეითუნის ზეთი;
100 გრ თაფლი;
50 გრ სენას ფოთლები - დაფქვით ყავის საფქვავში.
შავი ქლიავის ჩირსა და ქიშმიშს გადაავლეთ მდუღარე წყალი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი სქელი მასა. შეინახეთ მაცივარში და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ძილის წინ, 5-7 დღის განმავლობაში. მძიმე ყაბზობის შემთხვევაში კი ამ შვიდდღიანი კურსის შემდეგ მიიღეთ სამდღიანი ინტერვალით, დღეში ერთხელ.
ლალი ჩხიკვაძე