რა საშუალებები გამოვიყენოთ მუცლის შებერილობის დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

რა საშუალებები გამოვიყენოთ მუცლის შებერილობის დროს

რა საშუალებები გამოვიყენოთ მუცლის შებერილობის დროს
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას. მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია ფერმენტული (მათ რიცხვს მიეკუთვნება ენზიმტალი), ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტების, ნაწლავის მოტორიკაზე მოქმედი საშუალებების მიღება და სათანადო კვება. რაც მთავარია, აუცილებელია მუცლის შებერილობის გამომწვევი მიზეზის მოხსნა. მიზეზი კი ბევრი რამ შეძლება იყოს. ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ ჩვენს საიტზე სტატიებში მეტეორიზმი და კვების ფაქტორი და მეტეორიზმი

რაც შეეხება სამკურნალო მცენარეებს, შესანიშნავია გვირილის ნაყენი: 1 სუფრის კოვზ გვირილას დავასხათ 1 ჩაის ჭიქა
მდუღარე წყალი, გავაცივოთ, გადავწუროთ და მივიღოთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

• ეფექტურია პიტნის ჩაი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ძალიან უხდება.
• კამის ნახარში და წვენი შებერილობის დროს არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც შველის.
• ეფექტურია მცენარეული ნაღველმდენი საშუალებებიც: კრაზანა, ვარდკაჭკაჭა, რომლებიც ჰეპატოპროტექტორული თვისებებითაც გამოირჩევა და
ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთების დროს საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.

• ფაღარათის დროს ეფექტურია ჭინჭრის ძირების ნახარში.
• მრავალძარღვა, რომელიც გამოდის ფხვნილებისა და გრანულების სახით, ძალიან კარგია მონელებისთვის, განსაკუთრებით - დაბალი მჟავიანობის დროს, რომელსაც ხშირად ახლავს თან მეტეორიზმი.
• მედიკამენტებიდან კარგია ნახშირისა და სიმეტიკონის შემცველი პრეპარატები: ესპუმიზანი, მეტეოსპაზმილი, ენზიმტალი და სხვ.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 12-06-2015
ნინო
მაინტერესებს კვლევა საიდან უნდა დავიწყო?
თარიღი : 08-04-2015
neli
მაინტერესებს ორსულთათვის რომელია უვნებელი და რეკომენდებული?
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ღვიძ­ლი­სა და სა­ნაღ­ვლე გზე­ბის სა­უ­კე­თე­სო ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი, გუ­რამ ახა­ლა­ძე 22 ივ­ლი­სი­დან "ნიუ ჰოს­პი­ტალსში"
გთავაზობთ 5 ნატურალურ პროდუქტს, რომელიც აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას:
ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილი უხშირესად დაკავშირებულია აირწარმოქმნის გაძლიერებასთან, ნაწლავის სპაზმთან და
ძნელად თუ მოიძებნება ზრდასრული ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია დისკომფორტი
ნაწლავის მიკროფლორა არა მარტო საკვების მონელებას, იმუნურ დაცვასა და ნივთიერებათა ცვლას განსაზღვრავს, არამედ
ზოგჯერ ადამიანს ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ გული უჩქარდება. ეს შეიძლება აიხსნას კუჭის ზედმეტად
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად