როგორ უნდა ვმართოთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა ვმართოთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

ეს მიზეზი ყველა ინდივიდთან შეიძლება სხვადასხვა იყოს. ბოლო დროს ხშირად ახსენებენ ფსიქოსომატურ დაავადებებს, რაც გულისხმობს ავადმყოფობაში ფსიქიკისა და ნერვების მონაწილეობას. უფრო სწორად, ისინი არიან კონკრეტული დაავადების მიზეზი. გნს ფსიქოსომატურ დაავადებებს მიეკუთვნება. რა ჩივილები ახასიათებს ამ სინდრომს? ეს არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, კერძოდ, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, არასრული მონელება, დიარეა, ყაბზობა ან მათი მონაცვლეობა. პაციენტი შეწუხებულია, რადგან ეს სიმპტომები ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურღვევს ნორმალური ცხოვრების რიტმს. ყოველივე ამას ემატება ემოციური ფონი - ადამიანი შფოთავს, შეშინებულია და იმის მაგივრად, რომ განიცადოს სიამოვნება ჭამის დროს, დაძაბულია და ფიქრობს, ხომ არ აწყენს ესა თუ ის საკვები, ამიტომ ზღუდავს თავის რაციონს და ულუფას, მაგრამ ეს არის არასწორი დამოკიდებულება. რატომ, ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ. შეწუხებული ადამიანი მიდის ექიმთან, იწყება გამოკვლევები, რათა გამორიცხვის მეთოდით დადგინდეს მიზეზი. პასუხები თითქოს დამაკმაყოფილებელია, კლინიკური სურათი არ არის ისეთი კატასტროფული, როგორიც ჩივილებია. ოდნავ მშვიდდები. ინიშნება ანტიბაქტერიული პრეპარატები, ფერმენტები, პრობიოტიკები, თითქოს შვებას გრძნობ, მაგრამ წამლების დასრულების შემდეგ პრობლემები კვლავ იჩენს თავს და ისმის კითხვა: როდემდე უნდა მივიღოთ ეს წამლები? ხომ არ შეიძლება, ნაწლავები სულ ხელოვნურად ვამუშაოთ? ან მოტორიკა მხოლოდ წამლით უნდა ვარეგულიროთ? მე დავფიქრდი და მივედი იმ აზრამდე, რომ თვითონ ორგანიზმს აქვს დამცავი მექანიზმი, რომელსაც მხოლოდ უნდა მივეხმარო, რომ სწორად იფუნქციოს. გავითვალისწინე კიდევ ერთი ფაქტორი: ნებისმიერი დაავადების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. უჯრედებს აქვთ გენეტიკური მეხსიერება და ადამიანი მიდრეკილია იმ კონკრეტული დაავადების მიმართ, რომელიც ჰქონდათ მის წინაპრებს, თუმცა შესაძლოა, ის მთელი სიცოცხლე არ გამოვლინდეს. გამოვლენას ხშირად ბიძგს აძლევს სტრესი. ვიყავი 16 წლის, მისაღებ გამოცდებზე ძლიერი მღელვარების დროს მემართებოდა დიარეა - ჩემი ორგანიზმი ასე რეაგირებდა სტრესზე, სხვებისგანაც გაგონილი მქონდა, რომ ეს ნორმალურია. ბევრს ემართება ასე. ახალგაზრდამ, ენერგიითა და ჯან-ღონით სავსემ ამას ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ჭკვიანმა და დაკვირვებულმა ადამიანმა ორგანიზმს ყური უნდა მიუგდოს, რათა მიხვდეს, რაზე რეაგირებს და როგორ. ყველა ადამიანს თავისი იმუნიტეტი აქვს, თავისი დამცავი მექანიზმი. ესეც გენეტიკასა და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. რომელიმე დაავადებისადმი მიდრეკილება იმუნიტეტმა შესაძლოა თვითონვე დაძლიოს, ისე, რომ შენ არც კი შეგაწუხოს, ანუ კარგ და ცუდ უჯრედებს შორის ბრძოლა კარგების სასარგებლოდ დამთავრდეს, მაგრამ ხშირად პირიქით ხდება. გნს ერთგვარი დისბიოზია, ანუ ირღვევა ბალანსი კარგ და ცუდ ბაქტერიებს შორის (ეს უკანასკნელები ჩვენს ორგანიზმში არიან და უნდა იყვნენ კიდევაც, მაგრამ განსაზღვრულ რაოდენობას არ უნდა გადააჭარბონ) და თავს იჩენს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები. ჩემდა საბედნიეროდ, მე შემხვდა ძალიან ჭკვიანი ექიმი, ქალბატონი ლია ნადარეიშვილი, რომელმაც პირველი შეხვედრისას მკითხა: ორგანული მოშლა გაქვს თუ ფუნქციურიო? მაშინ ვერ მივხვდი, ეს რას ნიშნავდა.


ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შემდეგ მივიღე ფაგები, პრობიოტიკები და ვიცავდი დიეტას, მაგრამ ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ ეს იყო ნევროზის ერთ-ერთი ფორმა. მე გავაპროტესტე, რადგან თავს სტაბილურად, გაწონასწორებულად ვგრძნობდი, არ ვყვიროდი, არ ვჩხუბობდი, აღშფოთებას და აგრესიას არ ვამჟღავნებდი, მაგრამ მისი ხათრით მაინც ვიღებდი მსუბუქ ბალახეულ პრეპარატს - ჰილარიუმ ჰიპერიკუმს. ეს არის კრაზანას პრეპარატი, რომელიც ნაწლავებსაც უხდება და ნერვებსაც. ექიმმა ისიც მითხრა, რომ ეს სინდრომი არ იკურნება, უბრალოდ, უნდა შევძლოთ მისი მართვა. ესეც გავაპროტესტე, მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვჯანმრთელდე-მეთქი. მთლიანად შევიცვალე ცხოვრების წესი: დავიწყე სწორი კვება, წყლის სწორად სმა და საჭირო რაოდენობის უჯრედისის, ანუ ხილისა და ბოსტნეულის მიღება, ასევე - ვარჯიში; მავნე პროდუქტები მთლიანად ამოვიღე რაციონიდან. ყავას არც მანამდე ვსვამდი, არც ვეწეოდი. პარალელურად ვიღებდი მხოლოდ პრობიოტიკებს. მაგრამ დროთა განმავლობაში წამლებზე უარი ვთქვი, გადავედი უფრო ბუნებრივ პროდუქტზე: ვიღებდი დინდგელის სპირტხსნარს როგორც ანტიბიოტიკს, რომ, თუ რამე ანთება იყო ორგანიზმში, ჩაეცხრო და ჭეოს. ესეც თაფლის პროდუქტია, რომელიც აღადგენს როგორც იმუნიტეტს, ისე ნაწლავის მიკროფლორას. შედეგი ფანტასტიკური აღმოჩნდა. ვსვამდი გვირილის, პიტნის და კრაზანას ჩაის. ყველა პროდუქტის შემადგენლობას, რასაც ვჭამდი, ვეცნობოდი ინტერნეტში. ვიღებდი ბ ჯგუფის ვიტამინებს - უხდება როგორც ნერვებს, ისე ნაწლავებს.

ამრიგად, ეტაპობრივად ვიქცევით ასე:

1. ვადგენთ გნს-ის მიზეზს; გარდა გასტროსკოპიისა და კოლონოსკოპიისა, ვიტარებთ ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას, რომ გამოვლინდეს მავნე მიკროორგანიზმი.

2. ექიმის დანიშნულებით ვიღებთ პრეპარატებს - ანტიბაქტერიულს და პრობიოტიკებს. ბოლო დროს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნაწლავებს აქვს ნეირონები, ანუ ნერვები, რომლებსაც პრობიოტიკები ამშვიდებს. მათი მიღებაც უნდა იყოს დროებითი, რადგან ბაქტერიების სიჭარბეც, თუნდაც კარგისა, საზიანოა. ეს ექიმის მეთვალყურეობით უნდა მოხდეს. ხშირად ნიშნავენ ანტიდეპრესანტს, მაგრამ მე მასზე უარი ვთქვი და ვიღებდი მხოლოდ ბალახეულ დამამშვიდებელს - ვამელანს, ჰილარიუმ ჰიპერიკუმს.

3. უნდა მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, რაც გულისხმობს სწორ კვებას, ვარჯიშს (ინტერნეტში ამის უამრავი გაკვეთილია, შეარჩიეთ ინდივიდუალურად).

ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი სამყაროს მოწესრიგება. ჩემი ავადმყოფობის მიზეზი იყო ჩუმი დეპრესია, წარუმატებლობის განცდა. დაგროვილი მქონდა აგრესია რაღაც სიტუაციის, ვიღაც ადამიანების მიმართ. არ შემეძლო ამის აღიარება, ამიტომ ორგანიზმმა მომცა სიგნალი გნს-ის სახით და მიმანიშნა ჩემს მთავარ პრობლემაზე - დიდ წინააღმდეგობის გრძნობაზე იმის მიმართ, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. მართლაც, გამუდმებით უკმაყოფილების გრძნობა მქონდა, გამუდმებით ვწუწუნებდი, მეგონა, მეტს ვიმსახურებდი და არ მეძლეოდა.

როგორც გითხარით, გნს ფსიქოსომატური დაავადებაა, რომლის მიზეზი ჩვენს სულში, ჩვენს ფსიქიკაში უნდა ვეძებოთ.

1. მივიღოთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის.

2. მივიღოთ ტკივილი და თვით ავადმყოფობაც კი.

3. თვალებში ჩავხედოთ ჩვენს შიშებს, ვუთხრათ ჩვენს თავს, რისი გვეშინია და რისიც გვეშინია, ის გავაკეთოთ.

4. დავადგინოთ აგრესიისა და გაღიზიანების მიზეზები და გავთავისუფლდეთ მათგან.

5. დეპრესია არის მოწყენილობა. შენ გწყინს, რომ შენი ცხოვრება ისე არ აეწყო, როგორც გინდოდა, მაგრამ უნდა იცოდე, რომ დამნაშავე გარეთ არ არის, ის შენ შიგნითაა. რა აზრებიც გაქვს, ის არის შენი ცხოვრება, ხშირად დააკვირდი, ნეგატიურია ეს აზრები თუ პოზიტიური. გამოიკვლიე, რატომ.

6. ძალიან კარგია, თუ გაქვთ საშუალება, იაროთ ფსიქოთერაპევტთან - ის დაგეხმარებათ.

გნს არ არის დაავადება, რომელიც იწყება და იკურნება; ეს არის განმეორებადი მდგომარეობა, რომელიც თვითონვე უნდა მართო როგორც სწორი კვებით, ასევე საკუთარი თავისა და სამყაროსადმი სწორი მიდგომით. მიიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ და მოვა სიმშვიდე. იქ, სადაც სულიერი სიმშვიდეა, ორგანიზმიც მშვიდადაა. ნუ დაემორჩილებით შიშს, გჯეროდეთ, რომ გნს დროებითი მოვლენაა, ის დასრულდება, თქვენ კი დაგრჩებათ ცოდნა და გამოცდილება და, გარდა ამისა, საფუძველი, მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. მედიკამენტები ვერ კურნავს ნევროზს, ის აალაგებს სიმპტომებს. ადამიანი ვერ შეცვლის ცხოვრებას, ჩვენ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება მის მიმართ, ვიყოთ მიმღებნი და დამტევნი - ყველაფერი კარგია და სასარგებლო, თვით ცუდიც კი, რადგან ის გვაძლევს უდიდეს სიბრძნეს. იცხოვრეთ, ნუ გეშინიათ, ცხოვრება აქტიური დინამიკაა და არა რეცეპტი მარტო ტკბილი ნაყოფისა; ის მწარეცაა, რათა შეიმეცნოთ თავი და, რაც მთავარია, გიყვარდეთ, რაც ღმერთმა მოგცათ.

მარიამ წკრიალაშვილი